ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
14/07/2017
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260609 | maiko@publicity.ge
პირველად საქართველოს ისტორიაში, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ქიმიის მსოფლიო ოლიმპაიდაზე 3 მედალი მოიპოვა
6 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით, ტაილანდში, ქიმიის 49-ე საერთაშორისო ოლიმპიადა IChO ტარდება. ოლიმპიადაში 80-მდე ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა. წელს ტურნირს საქართველოს ეროვნული ნაკრებიც შეუერთდება და საქართველოს ისტორიაში პირველად, გუნდმა სამი მედალი მოიპოვა.
ბრინჯაოს მედლები დაიმსახურეს: დავით რიჟინაშვილმა, ლექსო ფიჩხაძემ და საბა თავდგირიძემ. საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრები ოთხი წევრისგან შედგება და თითოეული მათგანი საქართველოს ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულია. გუნდის სამი წევრი დავით რიჟინაშვილი, ლექსო ფიჩხაძე და ლევან გოჯიაშვილი - დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მოსწავლეა, ხოლო საბა თავდგირიძე კი კომაროვის სკოლიდანაა. ბიჭებმა კონკურსზე ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენეს და შთამბეჭდავი ქულათა რაოდენობით გაუსწრეს ტურნირში მონაწილე ქვეყნებს.
„ჩვენთვის წარმოუდგენლად სასიხარულოა ამხელა შედეგი. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენი სკოლის ორი მოსწავლე მედლით გვიბრუნდება. ეს ქვეყნისა და ჩვენი სკოლის დიდი გამარჯვებაა. მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი შედეგი ეროვნულ ნაკრებს ჯერ არ ჰქონია და ორმაგად ბედნიერები ვართ ჩვენი მოსწავლეების წარმატებით. “ - განაცხადა დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის დირექტორმა ნინო კავთიაშვილმა.
ეროვნული ნაკრები ოლიმპაიდისთვის რამოდენიმე თვიან მომზადებას გადიოდა. სასწავლო პროცესს საქართველოს წამყვანი სპეციალისტები ხელმძღვანელობდნენ : ელიზბარ ელიზბარაშვილი, ვახტანგ კურცხალია და თინათინ ბუთხუზი ხელმძღვანელობენ.
ორგანიზაციის შესახებ
საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისში 16 ივლისს, 00:00 საათზე ბრუნება.
წაკითხულია: 1059
შპს დემირელის კოლეჯი -ის ნიუსრუმი
ყველა ინფორმაცია ერთ სივრცეში
ინფორმაცია
ისტორია
ფაქტების ფურცელი
წლიური ანგარიშები
ბიბლიოთეკა
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
მედია ჩვენზე
სოციალური მედია არხები
ვებგვერდი
მედია კონტაქტები
მაია ჩიტაშვილი
პიარ ექსპერტი
593260609
maiko@publicity.ge