ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
27/11/2019
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
პირველად საქართველოში - გაანაღდე მოგება უბარათოდ!
betlive.com-ისა და კომპანია UniPay-ის თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა ბანკომატებიდან თანხის უბარათოდ განაღდების ინოვაციური სერვისი, QR - განაღდება.
ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებაში, betive.com თავის სფეროში ინოვატორ კომპანიას წარმოადგენს, რომელიც დაარსების დღიდან, ნერგავს სიახლეებს და მომხმარებლის კომფორტზეა ორიენტირებული.
ლოკალური ბარათი X Card-ის პროექტის წარმატებული გაშვების შემდეგ, რომელიც, ბეთლაივის ბალანსზე არსებული თანხის ბანკომატებიდან განაღდებას გულისხმობს, მომხმარებელს კიდევ უფრო ინოვაციური, სწრაფი და კომფორტული სერვისი QR-განაღდება შეთავაზა, რომელიც, გულისხმობს ბანკომატებიდან უბარათოდ თანხის განაღდებას, მობილური ტელეფონის საშუალებით.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, Live.ge ბეთლაივის ბიზნესის განვითარების დირექტორს, გუკა თოფურიძეს და UniPAY-ის გენერალურ დირექტორს, კობა ქურდაძეს ესაუბრა.

რას გულისხმობს UNIPAY-ის ახალი პროდუქტი, რაში მდგომარეობს მისი ინოვაციურობა და რა უპირატესობას აძლევს ის მოხმარებელს?

QR განაღდების მეთოდი - ეს არის ინოვაციური სერვისი, რომელიც მომხმარებელს აძლევს საშუალებას, გაანაღდოს თანხა ბარათის გარეშე საკუთარი ანგარიშიდან მაქსიმალურად სწრაფი და დაცული გზით.
ვთვლით რომ ამ კონკრეტული ცვლილებით, ძალიან დიდ კომფორტს შევუქმნით იმ მომხმარებლებს, რომლებსაც,პირობითად, ბარათი ეკარგებათ, პინი ავიწყდებათ, ან ბარათი უზიანდებათ. ჩვენი მთავარი მიზანი იყო, რომ ჩვენს მომხმარებლებს ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან, ნებისმიერი არხით შეძლებოდათ კომფორტულად თანხის განაღდება,მხოლოდ მობილური ტელეფონის საშუალებით.
როგორ უნდა მივიღო თანხა ბანკომატიდან QR-განაღდებით?

აღნიშნული სერვისის გამოყენება ძალიან მარტივია - შედით BETLIVE.COM-ზე მობილური ვერსიიდან, შეიყვანეთ თქვენი მომხმარებლის სახელი და პაროლი, ზედა მარჯვენა კუთხეში დააჭირე QR ღილაკს თითი ,მობილურის ეკრანზე გამოჩნდება ჩარჩო, მოათავსე ჩარჩოში ბანკომატის ეკრანზე არსებული QR ვიზუალი, შეიყვანე ბანკომატში პინ კოდი და მოითხოვე სასურველი თანხა.

რამდენად უსაფრთხოა QR განაღდების სერვისის გამოყენება პლასტიკური ბარათით სარგებლობასთან შედარებით?

სერვისით სარგებლობა არის მაქსიმალურად უსაფრთხო: სმარტფონების მომხმარებლების უმეტესობა ეკრანის განბლოკვისთვის იყენებს თითის ანაბეჭდს, პასკოდს ან სახის ბიომეტრიულ დაცვას - ეს არის დაცვის პირველი შრე.

ამასთან, როდესაც QR განაღდების გამოყენება გვსურს, შევდივართ betlive-ის მობილურ ვერსიაში, სადაც მომხმარებლის სახელისა და პაროლის შეყვანაა საჭირო - ეს უკვე უსაფრთხოების მეორე პარამეტრია.
შედარებისთვის, პლასტიკური ბარათი მესამე პირებისთვის არის მარტივად ხელმისაწვდომი - შეიძლება ბარათი დაიკარგოს, მას ფოტო გადაუღონ, დაიმახსოვრონ CVC კოდი და ა.შ. ამის საპირისპიროდ, QR განაღდება გაცილებით დაცულ სისტემას წარმოადგენს, რაც პირდაპირ გამორიცხავს მობილურის კოდის ცოდნას, სახის ბიომეტრიული დაცვის რაიმე გზით გატეხვას, თითის ანაბეჭდის დუბლირებას და სხვ.

იგეგმება თუ არა ამ პროექტში სხვა ბანკებთან თანამშრომლობა,იმისათვის რომ მომხმარებელმა, მთელი საქართველოს მასშტაბით, უფრო მეტი ბანკომატიდან შეძლოს თანხის მარტივად განაღდება?

ამ მომენტისთვის, QR განაღდებით სარგებლობა შესაძლებელია TBC ბანკის ბანკომატების საშუალებით. მომხმარებლებს საქართველოს ბანკის ბანკომანტებიდან მომსახურებას შევთავაზებთ დეკემბრის დასაწყისში, ლიბერთი ბანკთან კი მიმდინარეობს მოლაპარაკებები და სერვისი მაქსიმუმ 2020 წლის პირველ კვარტალში იქნება ხელმისაწვდომი.
აღსანიშნავია, რომ QR განაღდების სერვისი 3 დიდი სექტორის კოლაბორაცია და პარტნიორული თავსებადობაა, სადაც სათამაშო სფერო (betlive), ფინტექი-ელექტრონული საფულე (UniPAY) და ბანკი არის გაერთიანებული. ამ ნიშნით, ჩვენი თანამშრომლობა მაქსიმალური დაცულობისა და სერვისის მომხმარებელზე მორგების გარანტია. ეს არის სინერგია, სადაც ტექნოლოგიურ სფეროში გამოცდილი კომპანიები არიან გაერთიანებულები.

რა პროცედურაა საჭირო იმისთვის რომ ბეთლაივის მომხმარებელმა QR-განაღდების გააქტიურება შეძლოს?

QR-ით თანხის განაღდებისთვის,მომხმარებელი Betlive.com-ზე უნდა იყოს იდენტიფიცირებული - ანუ თუ მას, ერთხელ მაინც აქვს რომელიმე ბანკის ან UniPAY-ის სალაროდან ბალანსზე შემოტანილი ან განაღდებილი თანხა, ეს ადამიანი არის იდენტიფიცირებული და ავტომატურად უაქტიურდება QR ღილაკი.

თქვენი აზრით რატომ შეცვლის თქვენი მომხმარებლების ქცევას QR-განაღდების მეთოდი?

ეს ქცევა არის ახალი,რეალურად, ჩვენ გავამარტივეთ გზა თანხის გასანაღდებლად და შეიქმნა პროდუქტი რომელიც აკმაყოფილებს სამ მნიშვნელოვან სტანდრტს:
სანდოობა, უსაფრთხოება და ხელმისაწვდომობაში!
• სანდოობა - მომხმარებლის ფული ყოველთვის დაცულია
• უსაფრთხოება - ბალანსზე წვდომა მესამე პირისთვის ყოველთვის მაქსიმალურად არის შეზღუდული
• ხელმისაწვდომობა - მომხმარებლებს ნებისმიერ დროს, შეუძლიათ მივიდნენ ბანკომატთან და ყოველგვარი ბარათის და სხვა დამატებითი საბუთების გარეშე, ბალანსზე არსებული თანხა გაანაღდონ.

თქვენი აზრით, რამდენად მარტივად აითვისებს მომხმარებელი ამ სიახლეს?

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბეთლაივისა და UniPAY-ის მომხმარებლები ტექნოლოგიურად განვითარებულები არიან, რადგან ჩვენს მიერ შეთავაზებულ ინოვაციებს მარტივად ითვისებენ. ჩვენი თითოეული ნაბიჯი, ბაზარზე ოპერირების კუთხით, სიახლეებისა და ინოვაციების დანერგვას ემსახურებოდა, რაც ჩვენი მომხმარებლებისთვის მარტივად მისაღები იყო და სირთულეს არ წარმოადგენდა. ამიტომ დარწმუნებულები ვართ, რომ ახალ სერვისს მომხმარებლები, ასევე მარტივად გამოიყენებენ.
გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ QR განაღდების საკომისია 0%-ს შეადგენს და მომხამრებელს ამ ინოვაციოური სერვისის სარგებლობისთვის დამატებითი თანხის გადახდა არ მოუწევთ.

დასასრულს, გვინდა მადლობა გადავუხადოთ UniPAY-ის გუნდს, ასევე თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის ძალიან კომპეტენტურ და პროფესიონალ ჯგუფებს, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს ამ პროდუქტის შექმნაში. მათ იდეის ინოვაციურობა და სარგებლიანობა თავიდანვე დაინახეს და ამის გარეშე, პროექტი არ შედგებოდა.
პროექტში მონაწილე 100-ზე მეტ ადამიანს, ბეთლაივის გუნდის სახელით, დიდ მადლობას ვუხდით, შდეველოპერებს, რომლებმაც ტექნოლოგიური თვალსაზრისით, სერვისი იდეალურად, უმაღლეს სტანდარტზე გამართეს. მადლობა თითოეულ იმ ადამიანთა ჯგუფს, რომელიც ჩართული იყო ამ დიდი პროექტის განხორციელებაში - დიზაინერიდან დაწყებული, პროდუქტის იდეის ავტორით დამთავრებული.
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 151
ფაბლისითი ჯგუფი -ის ნიუსრუმი
ყველა ინფორმაცია ერთ სივრცეში
ინფორმაცია
ისტორია
PUBLICITY.GE სამ ძირითად მომსახურებას გთავაზობთ. რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მომსახურებების შესაძენად, დაინტერესებული ორგანიზაცია რეგისტრირდება PUBLICITY.GE - ზე და ხსნის მისი ორგანიზაციის პროფილს. ეს ავტომატურად ნიშნავს ორგანიზაციის ნიუსრუმის გვერდის შექმნას შემდეგი დომანური სახელით: publicity.ge/yourcompany. ნიუსრუმი, ეს არის თქვენი ორგანიზაციის დამატებითი ვეგვერდი ინტერნეტში, სადაც მედიისთვის მნიშვნელოვანი ინფორამციაა განთავსებული თქვენს ორგანიზაციაზე. ნიუსრუმის შექმნა და მასზე თქვენს შესახებ ინფორმაციის განთავსება უფასოა. მას შემდეგ, რაც თქვენმა ორგანიზაციამ შექმნა საკუთარი პროფილი PUBLICITY.GE - ზე და უკვე გააჩნია ნიუსრუმი, თქვენ შეგიძლიათ შემდეგი მომსახურებებით სარგებლობა: მომსახურება 1 - მედია მასალის განთავსება მოამზადეთ მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი მულტიმედია ფორმატში მარტივი, ონლაინ ფორმის შევსების გზით, რომელსაც თქვენი პროფილიდან შექმნით. აირჩიეთ ის მედია საშუალებები, ჟურნალისტები და სხვა მომხმარებლები, რომლებიც არიან დარეგისტრირებულები PUBLICITY.GE - ზე და ღილაკზე ერთი დაწკაპუნებით გაავრცელეთ თქვენს მიერ მომზადებული მულტიმედია სიახლე ხელმომწერებში. მათ თქვენი გზავნილი მეილზე ბმულის სახით მიუვათ. გარდა ამისა, თქვენი მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი ავტომატურად განთავსდება PUBLICITY.GE - ს თემატურ კატეგორიაში და ის ხელმისაწვდომი იქნება ამ საიტის ვიზიტორებისათვის. მომსახურება 2 - მედიაში გარანტირებული გავრცელება თუ თქვენ დაინტერესებული ხართ, რომ თქვენი მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი გარანტირებულად რომელიმე თქვენთვის სასურველ მედია საშუალებაში გავრცელდეს, აირჩიეთ გარანტირებული გავრცელება, მონიშნეთ ერთი ან რამოდენიმე მედია საშუალება, სადაც გინდათ რომ ინფორმაცია თქვენზე გარანტირებულად გავრცელდეს და დააწკაპუნეთ გაგზავნის ღილაკს. თქვენი სიახლე გაიგზავნება თქვენს მიერ შერჩეულ ხელმომწერებში, ის ავტომატურად აისახება საიტზე PUBLICITY.GE და გარანტირებულად, 2 დღის განმავლობაში გავრცელდება თქვენს მიერ შერჩეულ მედია საშუალებაში. მომსახურება 3 - მედია მასალის მომზადება თუ თქვენს ორგანიზაციას არ ყავს მედია მასალის მომზადებაზე პასუხისმგებელი პირი, ან სხვა საქმეების გამო, მსგავსი მასალის მოსამზადებლად დრო არ გრჩებათ, ჩვენი თანამშრომლები დაგეხმარებიან მედია ანონსების, პრესრელიზებისა და ვიდეო რელიზების მომზადებაში. ჩვენ, ბოლო რამოდენიმე წელიწადია საკმაოდ დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა მსგავსი მასალების მომზადების საქმეში. ჩვენი გუნდი, თქვენს სიახლეს სწორ პოზიციონირებას მისცემს და მას წაკითხვადს გახდის. ჩვენი ბიზნეს მოდელი ერთი მხირვ, ჩვენი მომსახურება განკუთვნილია მედიის წარმომადგენლებისათვის. PUBLICITY.GE - ის საშუალებით, ჟურნალისტები მათ ელექტრონულ ფოსტაზე, ინტერნეტ ბმულის საშუალებით რეგულარულად იღებენ თქვენს მიერ გავრცელებულ მედია ანონსებს, პრესრელიზებსა და ვიდეო რელიზებს მულტიმედია ფორმატში. გარდა ჟურნალისტებისა, თქვენს მიერ გავრცელებულ მედია მასალებს, ელექტრონულ ფოსტაზე ასევე იღებს სხვა მომხმარებელი. ხელმომწერთა ბაზა რეგულარულად განახლებადია. მეორე მხრივ, ჩვენი მომსახურება განკუთვნილია სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ჩვენი სახით, სანდო და პროაქტიულ პარტნიორს იძენენ მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში, რაც ხელს უწყობს მათი ორგანიზაციების რეპუტაციის მართვას. მესამე მხრივ, ჩვენი სერვისი შეიძლება განხილულ იქნას, როგორც დამატებითი მედია საშუალება, WEB 2 პლათფორმა, რომელიც საკუთარ სივრცეში სამუდამოდ განათავსებს თქვენს მედია ანონსს, პრესრელიზს, ვიდეო რელიზს და თქვენი ორგანიზაციის ნიუსრუმს. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება ყველა ინტერნეტ მომხმარებლისთვის. ინტერნეტში თქვენი ინფორმაციის უფრო ფართოდ გავრცელების მიზნით, ჩვენი სოციალური მედია პლათფორმების საშუალებით, ჩვენ ხელს ვუწყობთ თქვენი სიახლის ფართო წრეებში გაზიარებას და ამ მხრივ, თქვენი ონლაინ ცნობადობის ზრდას.
ფაქტების ფურცელი
წლიური ანგარიშები
ბიბლიოთეკა
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
მედია ჩვენზე
სოციალური მედია არხები
ვებგვერდი
მედია კონტაქტები
მაია ჩიტაშვილი
პიარ ექსპერტი
593260906
maiko@publicity.ge