ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
14/08/2017
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260609 | maiko@publicity.ge
პრემიერმა დემირელის კოლეჯის მოსწავლეებს მადლობის სიგელები გადასცა
გასულ კვირას დემირელის კოლეჯის წარმატებულ მოსწავლეებს ლექსო ფიჩხაძეს, დავით რიჟინაშვილს, გიორგი კლდიაშვილსა და ლევან გოჯიაშვილს საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უმასპინძა. კოლეჯის მოსწავლეები ქიმიისა და ინფორმატიკის ეროვნული ნაკრების წევრები არიან. მათ ქვეყანას მხოლოდ ერთ თვეში 4 მედალი მოუტანეს.
ლევან გოჯიაშვილი, გიორგი კლდიაშვილი და დავით რიჟინაშვილი კლასელები არიან. ბიჭები უკვე მრავალი წელია STEM დისციპლინებით არიან დაინტერესებული და სხვადასხვა ოლიმპიადებშიც წარმატებით მონაწილეობენ. ლექსო ფიჩხაძეც დემირელის კოლეჯიდანაა და ისიც ბიჭების თანაგუნდელია.
წარმატებული მოსწავლეები ლევანი და დათო საკუთარი უნიკალური გამოგონებით წელს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალშიც გადავიდნენ. მათი გამოგონება „სმარტ ვოჩი“ 8 საუკეთესო პროექტს შორის დასახელდა. ბიჭები ლექსო ფიჩხაძესთან ერთად წელს რთული კონკურსის შემდეგ საქართველოს ქიმიის ეროვნულ ნაკრებშიც მოხვდნენ და მენდელეევის ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადაზე მიიღეს მონაწილეობა, ხოლო მოგვიანებით ტაილანდში გამართულ ქიმიის მსოფლიო ოლიმპიადაზეც წარმატებით იასპარაზეს. ახალგაზრდა ქიმიკოსებმა მსოფლიო ოლიმპიადაზე ქვეყნის სახელით ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
კიდევ ერთი მოსწავლე, რომელიც პრემიერ მინისტრმა დააჯილდოვა გიორგი კლდიაშვილია. იგი კოლეჯის ერთ-ერთი გამორჩეული და ნიჭირი მოსწავლეა. გიორგი წარმოშობით ქუთაისიდანაა. იგი დემირელის კოლეჯში სასწავლო გრანტის საფუზველზე სწავლობს და უკვე რამოდენიმე წელია არაერთი მედალი მოუტანა სკოლასა და ქვეყანას. მისი წლევანდელი წარმატება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ქვეყნისთვის. წელს გიორგი ინფორმატიკის ევროპის ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა. მან ოლიმპიადაზე უმაღლესი ქულები დააგროვა და ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენა. გასულ კვირას ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადაზე ეროვნული ნაკრების წევრმა კიდევ ერთი მედალი შემატა ქვეყანას და ჯამში მხოლო ერთი თვის შუალედით ორი მედალი მოიპოვა.
ოფიციალურ ღონისძიებას ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, მინისტრის მოადგილეები, ოლიმპიადებში გამარჯვებული ბავშვების მშობლები, პედაგოგები და სკოლების დირექტორები დაესწრნენ.
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 905
შპს დემირელის კოლეჯი -ის ნიუსრუმი
ყველა ინფორმაცია ერთ სივრცეში
ინფორმაცია
ისტორია
ფაქტების ფურცელი
წლიური ანგარიშები
ბიბლიოთეკა
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
მედია ჩვენზე
სოციალური მედია არხები
ვებგვერდი
მედია კონტაქტები
მაია ჩიტაშვილი
პიარ ექსპერტი
593260609
maiko@publicity.ge