ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
17/05/2019
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
პროფესიული განათლების 2019 წლის ეროვნული ჯილდოს კონკურსი გამოცხადდა
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო პროფესიული განათლების 2019 წლის ეროვნული ჯილდოს კონკურსს აცხადებს.

კონკურსის გამოცხადების ღონისძიება ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა, მაგდა მაღრაძემ და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ გახსნეს.
პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო ფონდის ინიციატივითა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, წელს მესამედ ტარდება და ტრადიციულად, მისი მხარდამჭერი გუდავაძე - პატარკაციშვილის ფონდია.

როგორც ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა, მაგდა მაღრაძემ ღონისიძიების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, ღია კონკურსში გამარჯვებულებს დამოუკიდებელი ჟიური ოთხ კატეგორიაში გამოავლენს: წლის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი, წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი, წლის პროფესიული განათლების სტუდენტი.
„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი უკვე 5 წელია ახორციელებს პროექტებს ზოგადი პროფესიული და უმაღლესი განათლების სექტორში. პროფესიულ განათლებაში დაიხარჯა 16 მილიონი ამერიკული დოლარი გრანტის სახით, რომელიც გამოყო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ და ამ პროექტის ფარგლებში, ჩვენ სამი წლის წინ ინიცირება გავუკეთეთ პროფესიული განათლების ეროვნულ ჯილდოს, რომლის მიზანი გახლვათ პროფესიული განათლების პოპულარიზება. წელს შემოდგომაზე გამოვაცხადებთ და დავაჯილდოვებთ 5 გამარჯვებულს,“- განაცხადა მაგდა მაღრაძემ.

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსის მიზანი პროფესიული განათლების პოპულარიზაცია; პროფესიულ განათლებაში განხორციელებული რეფორმებისა და გაუმჯობესებული პრაქტიკის შესახებ საზოგადოების ინფორმირება და პროფესიული განათლების მნიშვნელობისა და პრესტიჟის აღიარებაა.

როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე ამბობს, სტუდენტების სწრაფი დასაქმებისთვის, ბიზნესს ახალ ინიციატივებს შესთავაზებენ.

„ძალიან მალე, ბიზნესს შევთავაზებთ კონკრეტულ ნაბიჯებს უკვე ზაფხულიდან იმისათვის, რომ მათ, როგორც განათლების მიმწოდებლებმა, შესთავაზონ სტუდენტებს სწრაფი დასაქმებისთვის პროფესიული განათლების კურსები თავიანთ საწარმოებში. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ხელს შეუწყობს სწრაფ დასაქმებას, მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლების პრინციპების დაცვას და რაც მთავარია, ჩვენი მუშა ხელის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საერთაშორისო დონეზე კონკურენტუნარიანობის ზრდას,“- აცხადებს ირინა აბულაძე.

კონკურსის გამოცხადების ცერემონიას ეწრებოდნენ შარშანდელი გამარჯვებულებიც. 2018 წლის პროფესიული განათლების სტუდენტის ჯილდოს მფოლბელი, თამარ გოგრიჭიანი ამბობს, რომ მოპოვებულმა წარმატებამ საშუალება მისცა გაეღრმავებინა ცოდნა და გამოცდილება.

„გამარჯვებულები წაგვიყვანეს გერმანიაში, სადაც ჩაგვიტარდა თეორიული და პრაქტიკული სწავლებები. ეს იყო ძალიან დიდი მოტივაციის წყარო, მივიღეთ ახალი ინფორმაცია, რომელსაც შემდგომში გამოვიყენებ ჩემი პროფესიული წინსვლისთვის,“- ამბობს თამარ გოგრიჭიანი.

პროფესიული განათლების 2019 წლის ეროვნული ჯილდოსთვის საკონკურსე განაცხადების მიღება უკვე დაიწყო. სააპლიკაციო ფორმის შევსება შესაძლებელია www.awardtvet.ge - ზე. აქვე იხილავთ კონკურსის შესახებ დეტალურ ინფორმაციასაც. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 5 ივლისი. გამარჯვებულთა ვინაობა პროფესიული განათლების ყოველწლიურ გალა დაჯილდოებაზე გახდება ცნობილი.

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს 2018 წლის კონკურსის შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:
• პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება - სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „მერმისი“
• პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი - სს „საქართველოს რკინიგზა“
• პროფესიული განათლების სტუდენტი - თამარი გოგრიჭიანი, კოლეჯი „იკაროსი“, მზარეული
• პროფესიული განათლების მასწავლებელი - ია მოსაშვილი, საქართველოს ტექნიკური გადამზადების ცენტრი (GTU); სამრეწველო ავტომატიზაცია, ციფრული ელექტრონიკა
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 334
ფაბლისითი ჯგუფი -ის ნიუსრუმი
ყველა ინფორმაცია ერთ სივრცეში
ინფორმაცია
ისტორია
PUBLICITY.GE სამ ძირითად მომსახურებას გთავაზობთ. რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მომსახურებების შესაძენად, დაინტერესებული ორგანიზაცია რეგისტრირდება PUBLICITY.GE - ზე და ხსნის მისი ორგანიზაციის პროფილს. ეს ავტომატურად ნიშნავს ორგანიზაციის ნიუსრუმის გვერდის შექმნას შემდეგი დომანური სახელით: publicity.ge/yourcompany. ნიუსრუმი, ეს არის თქვენი ორგანიზაციის დამატებითი ვეგვერდი ინტერნეტში, სადაც მედიისთვის მნიშვნელოვანი ინფორამციაა განთავსებული თქვენს ორგანიზაციაზე. ნიუსრუმის შექმნა და მასზე თქვენს შესახებ ინფორმაციის განთავსება უფასოა. მას შემდეგ, რაც თქვენმა ორგანიზაციამ შექმნა საკუთარი პროფილი PUBLICITY.GE - ზე და უკვე გააჩნია ნიუსრუმი, თქვენ შეგიძლიათ შემდეგი მომსახურებებით სარგებლობა: მომსახურება 1 - მედია მასალის განთავსება მოამზადეთ მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი მულტიმედია ფორმატში მარტივი, ონლაინ ფორმის შევსების გზით, რომელსაც თქვენი პროფილიდან შექმნით. აირჩიეთ ის მედია საშუალებები, ჟურნალისტები და სხვა მომხმარებლები, რომლებიც არიან დარეგისტრირებულები PUBLICITY.GE - ზე და ღილაკზე ერთი დაწკაპუნებით გაავრცელეთ თქვენს მიერ მომზადებული მულტიმედია სიახლე ხელმომწერებში. მათ თქვენი გზავნილი მეილზე ბმულის სახით მიუვათ. გარდა ამისა, თქვენი მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი ავტომატურად განთავსდება PUBLICITY.GE - ს თემატურ კატეგორიაში და ის ხელმისაწვდომი იქნება ამ საიტის ვიზიტორებისათვის. მომსახურება 2 - მედიაში გარანტირებული გავრცელება თუ თქვენ დაინტერესებული ხართ, რომ თქვენი მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი გარანტირებულად რომელიმე თქვენთვის სასურველ მედია საშუალებაში გავრცელდეს, აირჩიეთ გარანტირებული გავრცელება, მონიშნეთ ერთი ან რამოდენიმე მედია საშუალება, სადაც გინდათ რომ ინფორმაცია თქვენზე გარანტირებულად გავრცელდეს და დააწკაპუნეთ გაგზავნის ღილაკს. თქვენი სიახლე გაიგზავნება თქვენს მიერ შერჩეულ ხელმომწერებში, ის ავტომატურად აისახება საიტზე PUBLICITY.GE და გარანტირებულად, 2 დღის განმავლობაში გავრცელდება თქვენს მიერ შერჩეულ მედია საშუალებაში. მომსახურება 3 - მედია მასალის მომზადება თუ თქვენს ორგანიზაციას არ ყავს მედია მასალის მომზადებაზე პასუხისმგებელი პირი, ან სხვა საქმეების გამო, მსგავსი მასალის მოსამზადებლად დრო არ გრჩებათ, ჩვენი თანამშრომლები დაგეხმარებიან მედია ანონსების, პრესრელიზებისა და ვიდეო რელიზების მომზადებაში. ჩვენ, ბოლო რამოდენიმე წელიწადია საკმაოდ დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა მსგავსი მასალების მომზადების საქმეში. ჩვენი გუნდი, თქვენს სიახლეს სწორ პოზიციონირებას მისცემს და მას წაკითხვადს გახდის. ჩვენი ბიზნეს მოდელი ერთი მხირვ, ჩვენი მომსახურება განკუთვნილია მედიის წარმომადგენლებისათვის. PUBLICITY.GE - ის საშუალებით, ჟურნალისტები მათ ელექტრონულ ფოსტაზე, ინტერნეტ ბმულის საშუალებით რეგულარულად იღებენ თქვენს მიერ გავრცელებულ მედია ანონსებს, პრესრელიზებსა და ვიდეო რელიზებს მულტიმედია ფორმატში. გარდა ჟურნალისტებისა, თქვენს მიერ გავრცელებულ მედია მასალებს, ელექტრონულ ფოსტაზე ასევე იღებს სხვა მომხმარებელი. ხელმომწერთა ბაზა რეგულარულად განახლებადია. მეორე მხრივ, ჩვენი მომსახურება განკუთვნილია სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ჩვენი სახით, სანდო და პროაქტიულ პარტნიორს იძენენ მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში, რაც ხელს უწყობს მათი ორგანიზაციების რეპუტაციის მართვას. მესამე მხრივ, ჩვენი სერვისი შეიძლება განხილულ იქნას, როგორც დამატებითი მედია საშუალება, WEB 2 პლათფორმა, რომელიც საკუთარ სივრცეში სამუდამოდ განათავსებს თქვენს მედია ანონსს, პრესრელიზს, ვიდეო რელიზს და თქვენი ორგანიზაციის ნიუსრუმს. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება ყველა ინტერნეტ მომხმარებლისთვის. ინტერნეტში თქვენი ინფორმაციის უფრო ფართოდ გავრცელების მიზნით, ჩვენი სოციალური მედია პლათფორმების საშუალებით, ჩვენ ხელს ვუწყობთ თქვენი სიახლის ფართო წრეებში გაზიარებას და ამ მხრივ, თქვენი ონლაინ ცნობადობის ზრდას.
ფაქტების ფურცელი
წლიური ანგარიშები
ბიბლიოთეკა
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
მედია ჩვენზე
სოციალური მედია არხები
ვებგვერდი
მედია კონტაქტები
მაია ჩიტაშვილი
პიარ ექსპერტი
593260906
maiko@publicity.ge