ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
19/10/2018
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
პროფესიული განათლების ეროვნული კონკურსი ნოემბერში საუკეთესო სტუდენტს გამოავლენს
ნოემბერში პროფესიული განათლების 2018 წლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდებიან. კონკურსი ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს ორგანიზებით ტარდება.
ეროვნული ჯილდოს კონკურსის გამარჯვებულები წელსაც ოთხ კატეგორიაში დასახელდებიან: წლის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი, წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი და წლის პროფესიული განათლების სტუდენტი. გამარჯვებულები მონაწილეობას მიიღებენ სპეციალურ სასწავლო ტურში, გერმანიაში, სადაც მათ გერმანული კომპანია PEM Consult უმასპინძლებთ.
გასულ წელს კონკურსს არაერთი საინტერესო და გამორჩეული გამარჯვებული ჰყავდა. წლის პროფესიული განათლების სტუდენტი კი ნიკოლოზ წიკლაური გახდა.
სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯის „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიის“ ვებ ინტერფეისის დეველოპერის პროგრამის სტუდენტი - ნიკოლოზ წიკლაური სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების სტატუსით სარგებლობს. ნიკოლოზმა, მიუხედავად მხედველობის პრობლემისა, საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენა შეძლო და პროგრამით გათვალისწინებული მოდულების მაღალ დონეზე ათვისების შედეგად HTML Fundamentals Course (SOLOLEARN) და JavaScript Tutorial Course საერთაშორისო სერთიფიკატები მოიპოვა. მან, ასევე, წარმატებით გაიარა ტალინის პოლიტექნიკური კოლეჯის მედია დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ ჩატარებული ტრენინგები და დღეს, ერთ-ერთი წარმატებული პროფესიონალია თავის სფეროში.
შრომისმოყვარე სტუდენტისთვის პროფესიული ჯილდოს მიღება მოულოდნელი აღმოჩნდა და კიდევ უფრო მეტი სტიმული მისცა, ახალი გამოწვევები დაესახა საკუთარი თავისთვის. დღეს ის მუშაობს საკუთარ პროგრამაზე „ადაპტირებული ფოტოშოპი“, რომლის მეშვეობით უსინათლო ადამიანებს საშუალება აქვთ, შექმნან საკუთარი ვირტუალური გარემო. ამ ეტაპზე ნიკოლოზი სხვადასხვა საინტერესო პროექტშია ჩართული და მიაჩნია, რომ საკუთარი შესაძლებლობებისა და სურვილების რეალიზებისთვის ყველა რესურსი უნდა გამოიყენოს ადამიანმა. პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო კი საუკეთესო სტიმული აღმოჩნდა ახალი მიზნებისკენ, რომელიც პროფესიული კოლეჯის სტუდენტობიდან დაიწყო.
პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს მიზანი პროფესიული განათლების იმიჯისა და რეპუტაციის ამაღლება და ამ სფეროში ჩართული წარმატებული ადამიანებისა და ორგანიზაციების წარმოჩენაა. პროექტი გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდთან თანამშრომლობითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან მხარდაჭერით ხორციელდება.
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 344
ფაბლისითი ჯგუფი -ის ნიუსრუმი
ყველა ინფორმაცია ერთ სივრცეში
ინფორმაცია
ისტორია
PUBLICITY.GE სამ ძირითად მომსახურებას გთავაზობთ. რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მომსახურებების შესაძენად, დაინტერესებული ორგანიზაცია რეგისტრირდება PUBLICITY.GE - ზე და ხსნის მისი ორგანიზაციის პროფილს. ეს ავტომატურად ნიშნავს ორგანიზაციის ნიუსრუმის გვერდის შექმნას შემდეგი დომანური სახელით: publicity.ge/yourcompany. ნიუსრუმი, ეს არის თქვენი ორგანიზაციის დამატებითი ვეგვერდი ინტერნეტში, სადაც მედიისთვის მნიშვნელოვანი ინფორამციაა განთავსებული თქვენს ორგანიზაციაზე. ნიუსრუმის შექმნა და მასზე თქვენს შესახებ ინფორმაციის განთავსება უფასოა. მას შემდეგ, რაც თქვენმა ორგანიზაციამ შექმნა საკუთარი პროფილი PUBLICITY.GE - ზე და უკვე გააჩნია ნიუსრუმი, თქვენ შეგიძლიათ შემდეგი მომსახურებებით სარგებლობა: მომსახურება 1 - მედია მასალის განთავსება მოამზადეთ მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი მულტიმედია ფორმატში მარტივი, ონლაინ ფორმის შევსების გზით, რომელსაც თქვენი პროფილიდან შექმნით. აირჩიეთ ის მედია საშუალებები, ჟურნალისტები და სხვა მომხმარებლები, რომლებიც არიან დარეგისტრირებულები PUBLICITY.GE - ზე და ღილაკზე ერთი დაწკაპუნებით გაავრცელეთ თქვენს მიერ მომზადებული მულტიმედია სიახლე ხელმომწერებში. მათ თქვენი გზავნილი მეილზე ბმულის სახით მიუვათ. გარდა ამისა, თქვენი მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი ავტომატურად განთავსდება PUBLICITY.GE - ს თემატურ კატეგორიაში და ის ხელმისაწვდომი იქნება ამ საიტის ვიზიტორებისათვის. მომსახურება 2 - მედიაში გარანტირებული გავრცელება თუ თქვენ დაინტერესებული ხართ, რომ თქვენი მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი გარანტირებულად რომელიმე თქვენთვის სასურველ მედია საშუალებაში გავრცელდეს, აირჩიეთ გარანტირებული გავრცელება, მონიშნეთ ერთი ან რამოდენიმე მედია საშუალება, სადაც გინდათ რომ ინფორმაცია თქვენზე გარანტირებულად გავრცელდეს და დააწკაპუნეთ გაგზავნის ღილაკს. თქვენი სიახლე გაიგზავნება თქვენს მიერ შერჩეულ ხელმომწერებში, ის ავტომატურად აისახება საიტზე PUBLICITY.GE და გარანტირებულად, 2 დღის განმავლობაში გავრცელდება თქვენს მიერ შერჩეულ მედია საშუალებაში. მომსახურება 3 - მედია მასალის მომზადება თუ თქვენს ორგანიზაციას არ ყავს მედია მასალის მომზადებაზე პასუხისმგებელი პირი, ან სხვა საქმეების გამო, მსგავსი მასალის მოსამზადებლად დრო არ გრჩებათ, ჩვენი თანამშრომლები დაგეხმარებიან მედია ანონსების, პრესრელიზებისა და ვიდეო რელიზების მომზადებაში. ჩვენ, ბოლო რამოდენიმე წელიწადია საკმაოდ დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა მსგავსი მასალების მომზადების საქმეში. ჩვენი გუნდი, თქვენს სიახლეს სწორ პოზიციონირებას მისცემს და მას წაკითხვადს გახდის. ჩვენი ბიზნეს მოდელი ერთი მხირვ, ჩვენი მომსახურება განკუთვნილია მედიის წარმომადგენლებისათვის. PUBLICITY.GE - ის საშუალებით, ჟურნალისტები მათ ელექტრონულ ფოსტაზე, ინტერნეტ ბმულის საშუალებით რეგულარულად იღებენ თქვენს მიერ გავრცელებულ მედია ანონსებს, პრესრელიზებსა და ვიდეო რელიზებს მულტიმედია ფორმატში. გარდა ჟურნალისტებისა, თქვენს მიერ გავრცელებულ მედია მასალებს, ელექტრონულ ფოსტაზე ასევე იღებს სხვა მომხმარებელი. ხელმომწერთა ბაზა რეგულარულად განახლებადია. მეორე მხრივ, ჩვენი მომსახურება განკუთვნილია სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ჩვენი სახით, სანდო და პროაქტიულ პარტნიორს იძენენ მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში, რაც ხელს უწყობს მათი ორგანიზაციების რეპუტაციის მართვას. მესამე მხრივ, ჩვენი სერვისი შეიძლება განხილულ იქნას, როგორც დამატებითი მედია საშუალება, WEB 2 პლათფორმა, რომელიც საკუთარ სივრცეში სამუდამოდ განათავსებს თქვენს მედია ანონსს, პრესრელიზს, ვიდეო რელიზს და თქვენი ორგანიზაციის ნიუსრუმს. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება ყველა ინტერნეტ მომხმარებლისთვის. ინტერნეტში თქვენი ინფორმაციის უფრო ფართოდ გავრცელების მიზნით, ჩვენი სოციალური მედია პლათფორმების საშუალებით, ჩვენ ხელს ვუწყობთ თქვენი სიახლის ფართო წრეებში გაზიარებას და ამ მხრივ, თქვენი ონლაინ ცნობადობის ზრდას.
ფაქტების ფურცელი
წლიური ანგარიშები
ბიბლიოთეკა
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
მედია ჩვენზე
სოციალური მედია არხები
ვებგვერდი
მედია კონტაქტები
მაია ჩიტაშვილი
პიარ ექსპერტი
593260906
maiko@publicity.ge