ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
04/11/2019
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
რა რისკები შექმნა ახალმა რეგულაციებმა
აღიარებულია, რომ თამბაქოზე დაწესებულმა გადასახადებმა მისი მოხმარება უნდა შეამციროს, თუმცა, ხშირ შემთხვევაში რეგულაციებს შედეგი არ მოქვს. ასე მოხდა საქართველოშიც- თამბაქოზე აქციზის მომატებით ქვეყანას არც დამატებითი საბიუჯეტო შემოსავლები და არც სხვა სარგებელი მიუღია. ამ ცვლილებით ვერც მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესება მოხერხდა, პირიქით, სიგარეტის უფრო იაფფასიანი და დაბალი ხარისხის ალტერნატივით ჩანაცვლებამ ჯანმრთელობისთვის უფრო დიდი რისკები შექმნა.
ACT Impact-მა ჩაატარა კვლევა, რა გავლენა მოახდინა თამბაქოს აქციზის ზრდამ სექტორზე და ქვეყნის ეკონომიკაზე. სატელეფონო გამოკითხვა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა. გამოკითხვამ აჩვენა, რომ მწეველების დაახლოებით მესამედი რეგულარულად მოიხმარს გადასახვევ თამბაქოს, რადგან პროდუქტის ფასი მათთვის ხელმისაწვდომია. მწეველთა 14.9%-მა, რომელთაც იციან გასახვევი თამბაქოს არსებობს შესახებ, თუმცა, არასდროს მოიხმარდნენ, განაცხადეს, რომ მომავალში აპირებენ პროდუქტის მოხმარებას. ამავე ჯგუფის 16,1%-მა არ იცის რას იზამს და როგორ შეცვლის ქცევას. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ყოფილმა მწეველებმა მოწევას თავი უმეტესად ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაანებეს (54.6%), ხოლო გაზრდილი ფასები ბარიერად მხოლოდ 5.3%-მა დაასახელა. აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა უმეტესობას ურჩევნია ფილტრიანი სიგარეტის გადასახვევი თამბაქოთი ჩანაცვლება, ვიდრე უფილტრო ბრენდირებული თამბაქოთი.
აქციზის ზრდამ სხვა უარყოფითი შედეგებიც მოიტანა:
ინფლაციის ზრდა - სიგარეტი პირველადი მოხმარების საქონელს წარმოადგენს (სამომხმარებლო კალათაში სიგარეტს 3.01%-იანი წილი უკავია). შესაბამისად, სიგარეტის ფასის ხელოვნური ზრდა პირდაპირ მოქმედებს ინფლაციაზე.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი თავის ბოლო შეფასებაში მიუთითებს, რომ „აგვისტოში უფრო მაღალი ინფლაცია (4.9 პროცენტი, წინა წელთან შედარებით) ასახავდა თამბაქოზე აქციზის გადასახადის ზრდას, საკვების უფრო მაღალ ფასებს და ლარის გაუფასურებას“. სავალუტო ფონდი საქართველოს მთავრობას ურჩევს, რომ „საჭიროა 2019 წლის აქციზის გადასახადებში ზარალის გამოსწორების გზების ძიება“.
ვაჭრობის შემცირება - მომხმარებელი უფრო იაფიან და შესაბამისად, უფრო დაბალი ხარისხის მქონე ალტერნატივას ირჩევს. იზრდება გასახვევი თუთუნის რეალიზაცია, რომელიც აქციზით არ იბეგრება, რაც ამცირებს საბიუჯეტო შემოსავლებს და ქმნის მხოლოდ ილუზიას, რომ სიგარეტის მოხმარება მცირდება. გასაკვირი არაა, რომ 2019 წლის სექტემბერში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ 2019 აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი მილიარდ 287 მილიონი ლარია, რომელიც, 175 მლნ ლარით ნაკლებია 2019 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით. სამინისტრო აღიარებს, რომ ამის მიზეზი გასახვევი თუთუნის მოხმარების ზრდაა.
არალეგალური ბაზრისა და კონტრაბანდის გაზრდა- აქციზის გადასახადის უეცარი და მკვეთი გაზრდა ხელს უწყობს თამბაქოს არალეგალური ბაზრის განვითარებას. არალეგალური ბაზარი კი ორგანიზებული დანაშაულის დაფინანსების მნიშვნელოვანი წყარო ხდება. იწყება თამბაქოს პროდუქტების არაკანონიერი წარმოება, იმპორტი, ექსპორტი ან გაყიდვა. ამგვარ კავშირს ევროკავშირის წევრი და ასოცირებული ქვეყნების გამოცდილებაც (მოლდოვა, პოლონეთი, ბულგარეთი და უკრაინა) ადასტურებს.
ACT Impact-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ აქციზის გაზრდის შემდეგ არალეგალურმა იმპორტმა აზერბაიჯანიდან - წლიურად საშუალოდ 10%-ით, ხოლო თურქეთიდან 34%-ით მოიმატა. საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნებში სიგარეტი გაცილებით იაფი ღირს, რაც კიდევ უფრო ზრდის მისი კონტრაბანდული გზით შემოდინების რისკს. სიგარეტის კონტრაბანდაზე აღძრული საქმეების რაოდენობა 2019 წლის პირველ ორ კვარტალში წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 211% -ით არის მომატებული, ამოღებული სიგარეტის კოლოფების რაოდენობა კი 148%-ით გაიზარდა. სიგარეტიდან აქციზის გადასახადის სახით მიღებულ შემოსავლებს 2018 წლის მესამე კვარტლიდან კლებადი ხასიათი აქვს. 2019 წლის მეორე კვარტალში წინა პერიოდთან შედარებით საბიუჯეტო შემოსავლების 34%-იანი კლება დაფიქსირდა.
კვლევა ადასტურებს, რომ აქციზის განაკვეთზე უფრო მეტად კონტრაბანდის ზრდას შესაბამისი სტრუქტურების სუსტი მოქმედება უწყობს ხელს. სახელმწიფო რესურსები არ არის საკმარისი კონტრაბანდის აღსაკვეთად. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად საგადასახადო რეგულაციები ყველა სახის თამბაქოზე თანაბრად უნდა ვრცელდებოდეს.
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 156
ფაბლისითი ჯგუფი -ის ნიუსრუმი
ყველა ინფორმაცია ერთ სივრცეში
ინფორმაცია
ისტორია
PUBLICITY.GE სამ ძირითად მომსახურებას გთავაზობთ. რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მომსახურებების შესაძენად, დაინტერესებული ორგანიზაცია რეგისტრირდება PUBLICITY.GE - ზე და ხსნის მისი ორგანიზაციის პროფილს. ეს ავტომატურად ნიშნავს ორგანიზაციის ნიუსრუმის გვერდის შექმნას შემდეგი დომანური სახელით: publicity.ge/yourcompany. ნიუსრუმი, ეს არის თქვენი ორგანიზაციის დამატებითი ვეგვერდი ინტერნეტში, სადაც მედიისთვის მნიშვნელოვანი ინფორამციაა განთავსებული თქვენს ორგანიზაციაზე. ნიუსრუმის შექმნა და მასზე თქვენს შესახებ ინფორმაციის განთავსება უფასოა. მას შემდეგ, რაც თქვენმა ორგანიზაციამ შექმნა საკუთარი პროფილი PUBLICITY.GE - ზე და უკვე გააჩნია ნიუსრუმი, თქვენ შეგიძლიათ შემდეგი მომსახურებებით სარგებლობა: მომსახურება 1 - მედია მასალის განთავსება მოამზადეთ მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი მულტიმედია ფორმატში მარტივი, ონლაინ ფორმის შევსების გზით, რომელსაც თქვენი პროფილიდან შექმნით. აირჩიეთ ის მედია საშუალებები, ჟურნალისტები და სხვა მომხმარებლები, რომლებიც არიან დარეგისტრირებულები PUBLICITY.GE - ზე და ღილაკზე ერთი დაწკაპუნებით გაავრცელეთ თქვენს მიერ მომზადებული მულტიმედია სიახლე ხელმომწერებში. მათ თქვენი გზავნილი მეილზე ბმულის სახით მიუვათ. გარდა ამისა, თქვენი მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი ავტომატურად განთავსდება PUBLICITY.GE - ს თემატურ კატეგორიაში და ის ხელმისაწვდომი იქნება ამ საიტის ვიზიტორებისათვის. მომსახურება 2 - მედიაში გარანტირებული გავრცელება თუ თქვენ დაინტერესებული ხართ, რომ თქვენი მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი გარანტირებულად რომელიმე თქვენთვის სასურველ მედია საშუალებაში გავრცელდეს, აირჩიეთ გარანტირებული გავრცელება, მონიშნეთ ერთი ან რამოდენიმე მედია საშუალება, სადაც გინდათ რომ ინფორმაცია თქვენზე გარანტირებულად გავრცელდეს და დააწკაპუნეთ გაგზავნის ღილაკს. თქვენი სიახლე გაიგზავნება თქვენს მიერ შერჩეულ ხელმომწერებში, ის ავტომატურად აისახება საიტზე PUBLICITY.GE და გარანტირებულად, 2 დღის განმავლობაში გავრცელდება თქვენს მიერ შერჩეულ მედია საშუალებაში. მომსახურება 3 - მედია მასალის მომზადება თუ თქვენს ორგანიზაციას არ ყავს მედია მასალის მომზადებაზე პასუხისმგებელი პირი, ან სხვა საქმეების გამო, მსგავსი მასალის მოსამზადებლად დრო არ გრჩებათ, ჩვენი თანამშრომლები დაგეხმარებიან მედია ანონსების, პრესრელიზებისა და ვიდეო რელიზების მომზადებაში. ჩვენ, ბოლო რამოდენიმე წელიწადია საკმაოდ დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა მსგავსი მასალების მომზადების საქმეში. ჩვენი გუნდი, თქვენს სიახლეს სწორ პოზიციონირებას მისცემს და მას წაკითხვადს გახდის. ჩვენი ბიზნეს მოდელი ერთი მხირვ, ჩვენი მომსახურება განკუთვნილია მედიის წარმომადგენლებისათვის. PUBLICITY.GE - ის საშუალებით, ჟურნალისტები მათ ელექტრონულ ფოსტაზე, ინტერნეტ ბმულის საშუალებით რეგულარულად იღებენ თქვენს მიერ გავრცელებულ მედია ანონსებს, პრესრელიზებსა და ვიდეო რელიზებს მულტიმედია ფორმატში. გარდა ჟურნალისტებისა, თქვენს მიერ გავრცელებულ მედია მასალებს, ელექტრონულ ფოსტაზე ასევე იღებს სხვა მომხმარებელი. ხელმომწერთა ბაზა რეგულარულად განახლებადია. მეორე მხრივ, ჩვენი მომსახურება განკუთვნილია სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ჩვენი სახით, სანდო და პროაქტიულ პარტნიორს იძენენ მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში, რაც ხელს უწყობს მათი ორგანიზაციების რეპუტაციის მართვას. მესამე მხრივ, ჩვენი სერვისი შეიძლება განხილულ იქნას, როგორც დამატებითი მედია საშუალება, WEB 2 პლათფორმა, რომელიც საკუთარ სივრცეში სამუდამოდ განათავსებს თქვენს მედია ანონსს, პრესრელიზს, ვიდეო რელიზს და თქვენი ორგანიზაციის ნიუსრუმს. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება ყველა ინტერნეტ მომხმარებლისთვის. ინტერნეტში თქვენი ინფორმაციის უფრო ფართოდ გავრცელების მიზნით, ჩვენი სოციალური მედია პლათფორმების საშუალებით, ჩვენ ხელს ვუწყობთ თქვენი სიახლის ფართო წრეებში გაზიარებას და ამ მხრივ, თქვენი ონლაინ ცნობადობის ზრდას.
ფაქტების ფურცელი
წლიური ანგარიშები
ბიბლიოთეკა
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
მედია ჩვენზე
სოციალური მედია არხები
ვებგვერდი
მედია კონტაქტები
მაია ჩიტაშვილი
პიარ ექსპერტი
593260906
maiko@publicity.ge