ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
12/09/2019
საინფორმაციო ცენტრში „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ შედგება საქართველოს გეშტალტთერაპევტთა ასოციაციის (სგა) პრეზენტაცია
12 სექტემბერს, ხუთშაბათს, 16:00 საათზე, საინფორმაციო ცენტრში „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ შედგება საქართველოს გეშტალტთერაპევტთა ასოციაციის (სგა) პრეზენტაცია.
სგა ევროპის გეშტალტთერაპევტთა ასოციაციის (EAGT) ქოლგის ქვეშ მყოფი ორგანიზაციაა და ის აერთიანებს საქართველოში მოღვაწე:
1. ევროპაში აკრედიტებულ გეშტალტთერაპევტებს;
2. გეშტალტ პრაქტიკოსებს;
3. გეშტალტთერაპიის შემსწავლელ სტუდენტებს.
პრეზენტაციის ფარგლებში მოხდება სგა-ს მიზნების, ამოცანებისა და საქმიანობის სპეციფიკის წარდგენა; ასოციაცის არსებობა მნიშვნელოვანია გეშტალტთერაპევტთა ევროპულ ოჯახში საქართველოს ინტეგრირებისათვის და საერთაშორისო ასპარეზზე გამოსვლისთვის.
პრეზენტაციაზე საუბარი იქნება იმაზე, თუ რა დადებითი ეფექტი აქვს სგა-ში გაწევრიანებას მოქმედი გეშტალტთერაპევტებისა და დაინტერესებული პირებისათვის.

ასოციაციის პრეზენტაციაზე გაშუქდება ევროპული სტანდარტები, რომელიც ფსიქოთერაპიაში, კერძოდ - გეშტალტთერაპიის სფეროში საქართველოს მასშტაბით დაინერგება, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში.
ორგანიზაციის შესახებ
გეშტალტთერაპია ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი მიმართულებაა, რომლის მიზანიც პიროვნების გამთლიანებაა. მისი ფუძემდებელი ფრიც პერლზი გახლავთ. თერაპიის მთავარი მიზანი საკუთარი თავის შეცნობაა.
მისამართი: თბილისი, შალვა დადიანის ქუჩა 2/1
საკონტაქტო პირი: ილია ნიკაჭაძე
საკონტაქტო ტელ.: 599 97 91 81
წაკითხულია: 379