ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
06/12/2019
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
საქართველოს ბანკი ონლაინ გადახდების მიმართულებით მომხმარებელს ახალ ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს
6 დეკემბერი, 2019- საქართველოს ბანკი მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით, მათ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტების შეთავაზებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკმა მომხმარებელს ონლაინ გადახდების მიმართულებით ახალი, ინოვაციური პროდუქტი- iPay შესთავაზა. iPay არის სწრაფი, თანამედროვე, მარტივი და კომფორტული გადახდის გზა მათთვის, ვისაც ონლაინ შოპინგი უყვარს. iPay Mastercard-ის, Visa-ისა და ექსკლუზიურად American Express-ის მფლობელებს შესაძლებლობას აძლევს, მინიმალური ძალისხმევითა და მაქსიმალური კომფორტით გააკეთონ შენაძენი ონლაინ მაღაზიაში. iPay-ს საშუალებით ყოველ ჯერზე აღარ არის საჭირო ბარათის მონაცემების თავიდან შეყვანა. საკმარისია საქართველოს ბანკის ინტერნეტბანკის ან მობილბანკის მონაცემებით ავტორიზაცია. ამასთან, მომხმარებლისთვის სასურველი ნივთის შესაძენად საჭირო ნაბიჯები მინიმუმამდეა შემცირებული, რადგან პროდუქტი სწორედ თანამედროვე ონლაინ შოპინგის საპასუხოდ შეიქმნა. Mastercard-ის, Visa-ისა და ექსკლუზიურად American Express-ის მფლობელებს iPay მარტივი და კომფორტული ონლაინ გადახდების გარდა აძლევს შესაძლებლობას, მისთვის სასურველ პროდუქტზე განვადება ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ადგილიდან, ვებგვერდიდან გაუსვლელად და ფილიალში მისვლის გარეშე გააკეთოს.
გადახდის ახალი სისტემა მოსახერხებელია არამხოლოდ ფიზიკური პირებისთვის, არამედ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რადგან iPay არის კარგი შესაძლებლობა ბიზნესისთვის, მარტივად მართოს გადახდები, გაეცნოს ანალიტიკურ ინფორმაციას. ასევე, ერთ სივრცეში ნახოს გადახდებთან დაკავშირებული ყველა საჭირო დოკუმენტი, რაც მას მნიშვნელოვნად დაუზოგავს დროს. ეს კი ბიზნესს დაეხმარება შემდგომ განვითარებაში და მომდევნო ნაბიჯების სწორად დაგეგმვაში.

„საქართველოს ბანკი მომხმარებლის მეტი კომფორტისთვის, მის საჭიროებაზე მორგებული პროდუქტების დანერგვას აგრძელებს. მოხარულები ვართ, რომ დღეიდან ჩვენს მომხმარებელს ონლაინ გადახდების კიდევ უფრო სწრაფად, მარტივად და უსაფრთხოდ განხორციელების შესაძლებლობა აქვს. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ონლაინ გადახდებში თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებას. არსებული პროდუქტის შეთავაზება გახლავთ საქართველოს ბანკის მიერ რეგიონის მასშტაბით open banking-ის განვითარების სტრატეგიის ნაწილი და ამ კუთხით ჩვენ ჩვენს მომხმარებელს კიდევ ბევრ სიახლეს შევთავაზებთ“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვახტანგ ბობოხიძემ.
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 482
ფაბლისითი ჯგუფი -ის ნიუსრუმი
ყველა ინფორმაცია ერთ სივრცეში
ინფორმაცია
ისტორია
PUBLICITY.GE სამ ძირითად მომსახურებას გთავაზობთ. რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მომსახურებების შესაძენად, დაინტერესებული ორგანიზაცია რეგისტრირდება PUBLICITY.GE - ზე და ხსნის მისი ორგანიზაციის პროფილს. ეს ავტომატურად ნიშნავს ორგანიზაციის ნიუსრუმის გვერდის შექმნას შემდეგი დომანური სახელით: publicity.ge/yourcompany. ნიუსრუმი, ეს არის თქვენი ორგანიზაციის დამატებითი ვეგვერდი ინტერნეტში, სადაც მედიისთვის მნიშვნელოვანი ინფორამციაა განთავსებული თქვენს ორგანიზაციაზე. ნიუსრუმის შექმნა და მასზე თქვენს შესახებ ინფორმაციის განთავსება უფასოა. მას შემდეგ, რაც თქვენმა ორგანიზაციამ შექმნა საკუთარი პროფილი PUBLICITY.GE - ზე და უკვე გააჩნია ნიუსრუმი, თქვენ შეგიძლიათ შემდეგი მომსახურებებით სარგებლობა: მომსახურება 1 - მედია მასალის განთავსება მოამზადეთ მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი მულტიმედია ფორმატში მარტივი, ონლაინ ფორმის შევსების გზით, რომელსაც თქვენი პროფილიდან შექმნით. აირჩიეთ ის მედია საშუალებები, ჟურნალისტები და სხვა მომხმარებლები, რომლებიც არიან დარეგისტრირებულები PUBLICITY.GE - ზე და ღილაკზე ერთი დაწკაპუნებით გაავრცელეთ თქვენს მიერ მომზადებული მულტიმედია სიახლე ხელმომწერებში. მათ თქვენი გზავნილი მეილზე ბმულის სახით მიუვათ. გარდა ამისა, თქვენი მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი ავტომატურად განთავსდება PUBLICITY.GE - ს თემატურ კატეგორიაში და ის ხელმისაწვდომი იქნება ამ საიტის ვიზიტორებისათვის. მომსახურება 2 - მედიაში გარანტირებული გავრცელება თუ თქვენ დაინტერესებული ხართ, რომ თქვენი მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი გარანტირებულად რომელიმე თქვენთვის სასურველ მედია საშუალებაში გავრცელდეს, აირჩიეთ გარანტირებული გავრცელება, მონიშნეთ ერთი ან რამოდენიმე მედია საშუალება, სადაც გინდათ რომ ინფორმაცია თქვენზე გარანტირებულად გავრცელდეს და დააწკაპუნეთ გაგზავნის ღილაკს. თქვენი სიახლე გაიგზავნება თქვენს მიერ შერჩეულ ხელმომწერებში, ის ავტომატურად აისახება საიტზე PUBLICITY.GE და გარანტირებულად, 2 დღის განმავლობაში გავრცელდება თქვენს მიერ შერჩეულ მედია საშუალებაში. მომსახურება 3 - მედია მასალის მომზადება თუ თქვენს ორგანიზაციას არ ყავს მედია მასალის მომზადებაზე პასუხისმგებელი პირი, ან სხვა საქმეების გამო, მსგავსი მასალის მოსამზადებლად დრო არ გრჩებათ, ჩვენი თანამშრომლები დაგეხმარებიან მედია ანონსების, პრესრელიზებისა და ვიდეო რელიზების მომზადებაში. ჩვენ, ბოლო რამოდენიმე წელიწადია საკმაოდ დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა მსგავსი მასალების მომზადების საქმეში. ჩვენი გუნდი, თქვენს სიახლეს სწორ პოზიციონირებას მისცემს და მას წაკითხვადს გახდის. ჩვენი ბიზნეს მოდელი ერთი მხირვ, ჩვენი მომსახურება განკუთვნილია მედიის წარმომადგენლებისათვის. PUBLICITY.GE - ის საშუალებით, ჟურნალისტები მათ ელექტრონულ ფოსტაზე, ინტერნეტ ბმულის საშუალებით რეგულარულად იღებენ თქვენს მიერ გავრცელებულ მედია ანონსებს, პრესრელიზებსა და ვიდეო რელიზებს მულტიმედია ფორმატში. გარდა ჟურნალისტებისა, თქვენს მიერ გავრცელებულ მედია მასალებს, ელექტრონულ ფოსტაზე ასევე იღებს სხვა მომხმარებელი. ხელმომწერთა ბაზა რეგულარულად განახლებადია. მეორე მხრივ, ჩვენი მომსახურება განკუთვნილია სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ჩვენი სახით, სანდო და პროაქტიულ პარტნიორს იძენენ მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში, რაც ხელს უწყობს მათი ორგანიზაციების რეპუტაციის მართვას. მესამე მხრივ, ჩვენი სერვისი შეიძლება განხილულ იქნას, როგორც დამატებითი მედია საშუალება, WEB 2 პლათფორმა, რომელიც საკუთარ სივრცეში სამუდამოდ განათავსებს თქვენს მედია ანონსს, პრესრელიზს, ვიდეო რელიზს და თქვენი ორგანიზაციის ნიუსრუმს. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება ყველა ინტერნეტ მომხმარებლისთვის. ინტერნეტში თქვენი ინფორმაციის უფრო ფართოდ გავრცელების მიზნით, ჩვენი სოციალური მედია პლათფორმების საშუალებით, ჩვენ ხელს ვუწყობთ თქვენი სიახლის ფართო წრეებში გაზიარებას და ამ მხრივ, თქვენი ონლაინ ცნობადობის ზრდას.
ფაქტების ფურცელი
წლიური ანგარიშები
ბიბლიოთეკა
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
მედია ჩვენზე
სოციალური მედია არხები
ვებგვერდი
მედია კონტაქტები
მაია ჩიტაშვილი
პიარ ექსპერტი
593260906
maiko@publicity.ge