ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
15/04/2019
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
საქართველოს დელეგაცია სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრო
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა პირველი პრეზიდენტი ქალის ადელა დე ლა ტორეს ინაუგურაციას აღნიშნა 11 აპრილს სან დიეგოში, კალიფორნიაში.
კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეურვეო საბჭომ დოქტორი ადელა დე ლა ტორე სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტად ახლახანს აირჩია. როგორც სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-9 მუდმივი და პირველი ქალი პრეზიდენტი, იგი კამპუსს 2018 წლის ივნისის თვეში შეუერთდა. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტობის პირველი 100 დღის განმავლობაში დოქტორი დე ლა ტორე საქართველოს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ის დაესწრო სან დიეგოს უნივერსიტეტის მრჩეველთა საბჭოს შეხვედრას, რომელიც 2018 წლის სექტემბერში გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, პრეზიდენტმა დე ლა ტორემ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გია შარვაშიძემ, ხელი მოაწერეს შეთანხმებებს, რომელიც მიზნად ისახავს სან დიეგოს უნივერსიტეტთან უწყვეტ თანამშრომლობას ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის დასრულების შემდეგ.
„ვფიქრობ, ნებისმიერი უნივერსიტეტის მთავარი მიზანია, გაუზიაროს გამოცდილება და მხარი დაუჭიროს აკადემიურ დაწესებულებებს მსოფლიოს მასშტაბით, რათა მათ განავითარონ თავიანთი შესაძლებლობები, რადგან კარგად გვესმის, რომ სამუშაო ძალის განვითარებას პირდაპირი კავშირი აქვს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასთან. ჩვენი თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში, 2014 წლისთვის გვეყოლება 700-მდე მაღალკვალიფიციური, თანამედროვე ცოდნითა და უნარებით აღჭურვილი კურსდამთავრებული. მჯერა, ისინი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ, ისეთი ქვეყნის შენებაში, სადაც ადამიანებს ექნებათ თანასწორი ცხოვრების საშუალება და ყველა ბავშვს შესაძლებლობა, მიიღოს ხარისხიანი განათლება.
ჩვენ ვიზიარებთ მდიდარ ქართულ კულტურ ღირებულებებს, და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი პარტნიორობის შედეგად, მოგვეცემა შესაძლებლობა, შევცვალოთ მსოფლიო“ - განაცხადა ადელა დე ლა ტორემ.
სან დიეგოს უნივერსიტეტსა და საქართველოს შორის წარმატებული პარტნიორობა და სამომავლო გეგმები ღონისძიებაზე დეტალურად განიხილეს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა და საქართველოს დელეგაციას წევრებმა; საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორებმა, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე პრეზიდენტმა, კერძო და აკადემიური სექტორის წარმომადგენლებმა.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის მაგდა მაღრაძის განცხადებით, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს შორის უკვე მეხუთე წელია მნიშვნელოვანი პროექტი მიმდინარეობს განათლების სექტორში.
„ეს გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი, რომლის ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტებს შორის. ამ მემორანდუმის მიზანი გახლავთ, რომ სან დიეგოს სახელწიფო უნივერსიტეტმა და სამმა ქართულმა უნივერსიტეტმა განაგრძონ თანამშრომლობა საქართველოში ამერიკაში აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების ჭრილში, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის მეორე კომპაქტის ფარგლებში, რისთვისაც ჯამში 43 მილიონი ამერიკული დოლარის გრანტი გაიღო აშშ-ის მთავრობამ.
ვიზიტის განმავლობაში მოეწყო არაერთი შეხვედრა. ვიზიტში მონაწილეობას იღებდნენ როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები საქართველოდან. აღსანიშნავია, კერძო სექტორის ჩართულობა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტში, რომლის ფარგლებშიც 4 მილიონ ამერიკულ დოლარამდე თანხა გაიღო კერძო სექტორმა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს სტუდენტების სტიპენდიებისთვის,“- განაცხადა მაგდა მაღრაძემ.
განათლების მინისტრის მოადგილის, ირინა აბულაძის შეფასებით, დღევანდელი თანამშრომლობა ახალი ეტაპია ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების განვითარებისთვის. მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ სან დიეგოს უნივერსიტეტი და ამერიკელი ხალხი მომავალშიც გაუწევს დახმარებას საქართველოს იმ რეფორმების განსახორციელებლად, რომელსაც საქართველოს მთავრობა განათლების მიმართულებით გეგმავს.
„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია დღეს აქ ყოფნა. დავესწარით ღონისძიებას, რომელიც კიდევ ერთ ახალ სიტყვას იტყვის ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების განვითარებაში საქართველოში. მადლობა მინდა, გადავუხადო სან დიეგოს უნივერსიტეტს და ცხადია, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას და ამერიკელ ხალხს ამ შესაძლებლობისთვის. მოგეხსენებათ, დაანონსებული რეფორმის ფარგლებში, მთავრობის პრიორიტეტი გახლავთ ადამიანური კაპიტალის განვითარება და სწორედ ეს გახლავთ ათასწლეულის გამოწვევის მეორე კომპაქტის მთავარი მიზანიც. დარწმუნებული ვარ, ის მცდელობები და ინიციატივები, რომელიც განხორციელდება რეფორმის ფარგლებში, დაეფუძნება ამ გამოცდილებას“- განაცხადა ირინა აბულაძემ.
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს უმაღლესი განათლების ასპარეზზე 2014 წელს გამოჩნდა, როდესაც ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველომ ამერიკის შეერთებული შტატების ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში უმაღლესი განათლების პროექტი დაიწყო. სან დიეგოს უნივერსიტეტი - საქართველო სტუდენტებს საინტერესო საგანმანათლებლო შესაძლებლობებს სთავაზობს თბილისში, რაც მათ საშუალებას აძლევს საქართველოში მიიღონ აკრედიტირებული, საერთაშორისოდ აღიარებული აშშ-ის ბაკალავრის ხარისხი. სან დიეგოს უნივერსიტეტი საქართველოს სამ პარტნიორ უნივერსიტეტთან ერთად (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) სტუდენტებს სთავაზობს კურსებს მეცნიერებაში, ტექნოლოგიასა და ინჟინერიაში, რომელთა დასრულების შემდეგაც, ისინი საერთაშორისოდ აღიარებულ ბაკალავრის ხარისხს მოიპოვებენ. უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული პროგრამები მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობის ინიციატივის მხარდაჭერას, სამშენებლო, სამეცნიერო და ტექნოლოგიური სფეროების ხელშეწყობას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ეკონომიკის ზრდას ადამიანური კაპიტალის გაუმჯობესების გზით.
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 346
ფაბლისითი ჯგუფი -ის ნიუსრუმი
ყველა ინფორმაცია ერთ სივრცეში
ინფორმაცია
ისტორია
PUBLICITY.GE სამ ძირითად მომსახურებას გთავაზობთ. რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მომსახურებების შესაძენად, დაინტერესებული ორგანიზაცია რეგისტრირდება PUBLICITY.GE - ზე და ხსნის მისი ორგანიზაციის პროფილს. ეს ავტომატურად ნიშნავს ორგანიზაციის ნიუსრუმის გვერდის შექმნას შემდეგი დომანური სახელით: publicity.ge/yourcompany. ნიუსრუმი, ეს არის თქვენი ორგანიზაციის დამატებითი ვეგვერდი ინტერნეტში, სადაც მედიისთვის მნიშვნელოვანი ინფორამციაა განთავსებული თქვენს ორგანიზაციაზე. ნიუსრუმის შექმნა და მასზე თქვენს შესახებ ინფორმაციის განთავსება უფასოა. მას შემდეგ, რაც თქვენმა ორგანიზაციამ შექმნა საკუთარი პროფილი PUBLICITY.GE - ზე და უკვე გააჩნია ნიუსრუმი, თქვენ შეგიძლიათ შემდეგი მომსახურებებით სარგებლობა: მომსახურება 1 - მედია მასალის განთავსება მოამზადეთ მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი მულტიმედია ფორმატში მარტივი, ონლაინ ფორმის შევსების გზით, რომელსაც თქვენი პროფილიდან შექმნით. აირჩიეთ ის მედია საშუალებები, ჟურნალისტები და სხვა მომხმარებლები, რომლებიც არიან დარეგისტრირებულები PUBLICITY.GE - ზე და ღილაკზე ერთი დაწკაპუნებით გაავრცელეთ თქვენს მიერ მომზადებული მულტიმედია სიახლე ხელმომწერებში. მათ თქვენი გზავნილი მეილზე ბმულის სახით მიუვათ. გარდა ამისა, თქვენი მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი ავტომატურად განთავსდება PUBLICITY.GE - ს თემატურ კატეგორიაში და ის ხელმისაწვდომი იქნება ამ საიტის ვიზიტორებისათვის. მომსახურება 2 - მედიაში გარანტირებული გავრცელება თუ თქვენ დაინტერესებული ხართ, რომ თქვენი მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი გარანტირებულად რომელიმე თქვენთვის სასურველ მედია საშუალებაში გავრცელდეს, აირჩიეთ გარანტირებული გავრცელება, მონიშნეთ ერთი ან რამოდენიმე მედია საშუალება, სადაც გინდათ რომ ინფორმაცია თქვენზე გარანტირებულად გავრცელდეს და დააწკაპუნეთ გაგზავნის ღილაკს. თქვენი სიახლე გაიგზავნება თქვენს მიერ შერჩეულ ხელმომწერებში, ის ავტომატურად აისახება საიტზე PUBLICITY.GE და გარანტირებულად, 2 დღის განმავლობაში გავრცელდება თქვენს მიერ შერჩეულ მედია საშუალებაში. მომსახურება 3 - მედია მასალის მომზადება თუ თქვენს ორგანიზაციას არ ყავს მედია მასალის მომზადებაზე პასუხისმგებელი პირი, ან სხვა საქმეების გამო, მსგავსი მასალის მოსამზადებლად დრო არ გრჩებათ, ჩვენი თანამშრომლები დაგეხმარებიან მედია ანონსების, პრესრელიზებისა და ვიდეო რელიზების მომზადებაში. ჩვენ, ბოლო რამოდენიმე წელიწადია საკმაოდ დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა მსგავსი მასალების მომზადების საქმეში. ჩვენი გუნდი, თქვენს სიახლეს სწორ პოზიციონირებას მისცემს და მას წაკითხვადს გახდის. ჩვენი ბიზნეს მოდელი ერთი მხირვ, ჩვენი მომსახურება განკუთვნილია მედიის წარმომადგენლებისათვის. PUBLICITY.GE - ის საშუალებით, ჟურნალისტები მათ ელექტრონულ ფოსტაზე, ინტერნეტ ბმულის საშუალებით რეგულარულად იღებენ თქვენს მიერ გავრცელებულ მედია ანონსებს, პრესრელიზებსა და ვიდეო რელიზებს მულტიმედია ფორმატში. გარდა ჟურნალისტებისა, თქვენს მიერ გავრცელებულ მედია მასალებს, ელექტრონულ ფოსტაზე ასევე იღებს სხვა მომხმარებელი. ხელმომწერთა ბაზა რეგულარულად განახლებადია. მეორე მხრივ, ჩვენი მომსახურება განკუთვნილია სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ჩვენი სახით, სანდო და პროაქტიულ პარტნიორს იძენენ მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში, რაც ხელს უწყობს მათი ორგანიზაციების რეპუტაციის მართვას. მესამე მხრივ, ჩვენი სერვისი შეიძლება განხილულ იქნას, როგორც დამატებითი მედია საშუალება, WEB 2 პლათფორმა, რომელიც საკუთარ სივრცეში სამუდამოდ განათავსებს თქვენს მედია ანონსს, პრესრელიზს, ვიდეო რელიზს და თქვენი ორგანიზაციის ნიუსრუმს. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება ყველა ინტერნეტ მომხმარებლისთვის. ინტერნეტში თქვენი ინფორმაციის უფრო ფართოდ გავრცელების მიზნით, ჩვენი სოციალური მედია პლათფორმების საშუალებით, ჩვენ ხელს ვუწყობთ თქვენი სიახლის ფართო წრეებში გაზიარებას და ამ მხრივ, თქვენი ონლაინ ცნობადობის ზრდას.
ფაქტების ფურცელი
წლიური ანგარიშები
ბიბლიოთეკა
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
მედია ჩვენზე
სოციალური მედია არხები
ვებგვერდი
მედია კონტაქტები
მაია ჩიტაშვილი
პიარ ექსპერტი
593260906
maiko@publicity.ge