ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
06/11/2018
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსში 41 კომპანია მონაწილეობს
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მხარდაჭერით, წელს პირველად ატარებს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსს - Meliora 2018. მიუხედავად იმისა, რომ კონკურსი წელს პირველად იმართება, ბიზნეს კომპანიების მხრიდან მონაწილეობის საკმაოდ დიდი ინტერესი დაფიქსირდა, რაც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მიმართ მნიშვნელოვან ინტერესზე მეტყველებს.
კონკურსში მონაწილეობას 41 კომპანია 2017-2018 წელს განხორციელებული 76 პროექტით მიიღებს და შეეცდება, წლის პასუხისმგებელი ბიზნესის წოდება მოიპოვოს. კომპანიებს საშუალება ჰქონდათ, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით განხორციელებული პროექტები და ინიციატივები კონკურსის 11 კატეგორიაში წარმოედგინათ, რომელიც CSR-ის თითქმის ყველა მიმართულებას მოიცავდა. კონკურსის შეფასების კრიტერიუმი, კატეგორიები და პროცედურები შემუშავდა CSRDG-ის მიერ, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სფეროს წამყვანი ევროპული ორგანიზაციების ექსპერტებთან თანამშრომლობით, რომელთაც ამ ტიპის კონკურსების ჩატარების მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ, ესენია: Pontis Foundation, სლოვაკეთი და Business in the Community, the Prince’s Responsible Business Network, დიდი ბრიტანეთი; შესაბამისად, კონკურსი საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.
კონკურსში წარდგენილ განაცხადებს 17 ქართველ ექსპერტთან ერთად, რომელთა ვინაობა დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი, 11 საერთაშორისო ექსპერტიც შეაფასებს. საერთაშორისო ჟიური მდგრადი განვითარებისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტებისგან შედგება, მათ შორის: მარიანა ბოუგლე, შვედური CSR ორგანიზაცია „CSR Sweden”-ის აღმასრულებელი დირექტორი; ელენ კოენი, რომელიც მდგრადი განვითარების ლიდერთა ასეულშია შესული; ჟაკ სპელკენი, Engie Group-ის CSR მენეჯერი, და სფეროს სხვა წამყვანი პროფესიონალები.
კონკურსის მხარდამჭერები არიან საერთაშორისო და ადგილობრივი ბიზნეს ასოციაციები და სამთავრობო უწყებები, მათ შორის: ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF), საერთაშორისო სავაჭრო პალატა (ICC), საქართველოს ბიზნეს ასოციაცია (BAG), ქალაქ თბილისის მერია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სხვა. კონკურსი ტარდება ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში.
დაჯილდოების ცერემონია 13 დეკემბერს გაიმართება და მონაწილე კომპანიებს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს, გააცნონ საზოგადოებას თავიანთი CSR-ინიციატივები და მოიპოვონ აღიარება საუკეთესო მიღწევებისათვის.
ინფორმაცია განმახორციელები ორგანიზაციის შესახებ: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი 1995 წელს შეიქმნა და სამოქალაქო სექტორში წარმატებული მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ორგანიზაციის ერთი-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარება. პროგარმის საქმიანობის მიზანია, ქვეყანაში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისადმი ცნობიერების ამაღლება და თემით დაინტერესებული პირებისთვის ექსპერტიზის ხელმისაწვდომობა. 2004 წელს, CSRDG ადგილობრივ ორგანიზაციებს შორის, პირველმა დაიწყო საუბარი ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობის შესახებ და რამდენიმე წელიწადში ამ მიმართულებით ერთ-ერთ წამყვან საზოგადოებრივ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა.
ორგანიზაციის შესახებ
პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ შესახებ ინფორმაცია: პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" (2017-2020) ხორციელდება ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. პროექტს, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას ისახავს მიზნად, ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით, რომელშიც ასევე შედის ოთხი ქართული სამოქალაქო ორგანიზაცია: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC).
წაკითხულია: 103
ფაბლისითი ჯგუფი -ის ნიუსრუმი
ყველა ინფორმაცია ერთ სივრცეში
ინფორმაცია
ისტორია
PUBLICITY.GE სამ ძირითად მომსახურებას გთავაზობთ. რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მომსახურებების შესაძენად, დაინტერესებული ორგანიზაცია რეგისტრირდება PUBLICITY.GE - ზე და ხსნის მისი ორგანიზაციის პროფილს. ეს ავტომატურად ნიშნავს ორგანიზაციის ნიუსრუმის გვერდის შექმნას შემდეგი დომანური სახელით: publicity.ge/yourcompany. ნიუსრუმი, ეს არის თქვენი ორგანიზაციის დამატებითი ვეგვერდი ინტერნეტში, სადაც მედიისთვის მნიშვნელოვანი ინფორამციაა განთავსებული თქვენს ორგანიზაციაზე. ნიუსრუმის შექმნა და მასზე თქვენს შესახებ ინფორმაციის განთავსება უფასოა. მას შემდეგ, რაც თქვენმა ორგანიზაციამ შექმნა საკუთარი პროფილი PUBLICITY.GE - ზე და უკვე გააჩნია ნიუსრუმი, თქვენ შეგიძლიათ შემდეგი მომსახურებებით სარგებლობა: მომსახურება 1 - მედია მასალის განთავსება მოამზადეთ მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი მულტიმედია ფორმატში მარტივი, ონლაინ ფორმის შევსების გზით, რომელსაც თქვენი პროფილიდან შექმნით. აირჩიეთ ის მედია საშუალებები, ჟურნალისტები და სხვა მომხმარებლები, რომლებიც არიან დარეგისტრირებულები PUBLICITY.GE - ზე და ღილაკზე ერთი დაწკაპუნებით გაავრცელეთ თქვენს მიერ მომზადებული მულტიმედია სიახლე ხელმომწერებში. მათ თქვენი გზავნილი მეილზე ბმულის სახით მიუვათ. გარდა ამისა, თქვენი მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი ავტომატურად განთავსდება PUBLICITY.GE - ს თემატურ კატეგორიაში და ის ხელმისაწვდომი იქნება ამ საიტის ვიზიტორებისათვის. მომსახურება 2 - მედიაში გარანტირებული გავრცელება თუ თქვენ დაინტერესებული ხართ, რომ თქვენი მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი გარანტირებულად რომელიმე თქვენთვის სასურველ მედია საშუალებაში გავრცელდეს, აირჩიეთ გარანტირებული გავრცელება, მონიშნეთ ერთი ან რამოდენიმე მედია საშუალება, სადაც გინდათ რომ ინფორმაცია თქვენზე გარანტირებულად გავრცელდეს და დააწკაპუნეთ გაგზავნის ღილაკს. თქვენი სიახლე გაიგზავნება თქვენს მიერ შერჩეულ ხელმომწერებში, ის ავტომატურად აისახება საიტზე PUBLICITY.GE და გარანტირებულად, 2 დღის განმავლობაში გავრცელდება თქვენს მიერ შერჩეულ მედია საშუალებაში. მომსახურება 3 - მედია მასალის მომზადება თუ თქვენს ორგანიზაციას არ ყავს მედია მასალის მომზადებაზე პასუხისმგებელი პირი, ან სხვა საქმეების გამო, მსგავსი მასალის მოსამზადებლად დრო არ გრჩებათ, ჩვენი თანამშრომლები დაგეხმარებიან მედია ანონსების, პრესრელიზებისა და ვიდეო რელიზების მომზადებაში. ჩვენ, ბოლო რამოდენიმე წელიწადია საკმაოდ დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა მსგავსი მასალების მომზადების საქმეში. ჩვენი გუნდი, თქვენს სიახლეს სწორ პოზიციონირებას მისცემს და მას წაკითხვადს გახდის. ჩვენი ბიზნეს მოდელი ერთი მხირვ, ჩვენი მომსახურება განკუთვნილია მედიის წარმომადგენლებისათვის. PUBLICITY.GE - ის საშუალებით, ჟურნალისტები მათ ელექტრონულ ფოსტაზე, ინტერნეტ ბმულის საშუალებით რეგულარულად იღებენ თქვენს მიერ გავრცელებულ მედია ანონსებს, პრესრელიზებსა და ვიდეო რელიზებს მულტიმედია ფორმატში. გარდა ჟურნალისტებისა, თქვენს მიერ გავრცელებულ მედია მასალებს, ელექტრონულ ფოსტაზე ასევე იღებს სხვა მომხმარებელი. ხელმომწერთა ბაზა რეგულარულად განახლებადია. მეორე მხრივ, ჩვენი მომსახურება განკუთვნილია სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ჩვენი სახით, სანდო და პროაქტიულ პარტნიორს იძენენ მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში, რაც ხელს უწყობს მათი ორგანიზაციების რეპუტაციის მართვას. მესამე მხრივ, ჩვენი სერვისი შეიძლება განხილულ იქნას, როგორც დამატებითი მედია საშუალება, WEB 2 პლათფორმა, რომელიც საკუთარ სივრცეში სამუდამოდ განათავსებს თქვენს მედია ანონსს, პრესრელიზს, ვიდეო რელიზს და თქვენი ორგანიზაციის ნიუსრუმს. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება ყველა ინტერნეტ მომხმარებლისთვის. ინტერნეტში თქვენი ინფორმაციის უფრო ფართოდ გავრცელების მიზნით, ჩვენი სოციალური მედია პლათფორმების საშუალებით, ჩვენ ხელს ვუწყობთ თქვენი სიახლის ფართო წრეებში გაზიარებას და ამ მხრივ, თქვენი ონლაინ ცნობადობის ზრდას.
ფაქტების ფურცელი
წლიური ანგარიშები
ბიბლიოთეკა
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
მედია ჩვენზე
სოციალური მედია არხები
ვებგვერდი
მედია კონტაქტები
მაია ჩიტაშვილი
პიარ ექსპერტი
593260906
maiko@publicity.ge