ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
17/12/2019
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
საქართველოში აშშ-ს მთავრობის მიერ განხორციელებული კომპაქტი ერთერთი წარმატებულია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ისტორიაში
გასულ კვირას, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია საკუთარი ანგარიშით წარდგა. კორპორაციის აღმასრულებელმა დირექტორმა შონ კეირნკროსმა სენატის წევრებს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქმიანობის შესახებ ანგარიში გააცნო და საქართველოში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. სენატში გამოსვლისას მან მკაფიოდ აღნიშნა, რომ საქართველოში განხორციელებული კომპაქტი ერთერთი წარმატებულია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ისტორიაში.

„სექტემბერში ვიმოგზაურე საქართველოში, რათა მხარი დამეჭირა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის 140 მილიონ დოლარიანი ინვესტიციისათვის, რომელიც ჩაიდო საქართველოს განათლების სექტორში, განსაკუთრებით კი საბუნებისმეტყველო, ტექნოლოგიური და საინჟინრო (STEM) დარგებში განათლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის. შესაძლებლობა მქონდა მივსალმებოდი საქართველოში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რიგით მეხუთე მიღების სტუდენტებს, რომლებიც ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მხარდაჭერით განხორციელდა. ასევე, გავხსენით ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ რეაბილიტირებული 91 სკოლათაგან ერთ-ერთი", - აღნიშნა კეირნკროსმა.
შონ კეირნკროსმა, ასევე აღნიშნა რომ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის კომპაქტის განხორციელებაში დიდი წვლილი მიუძღვით პარტნიორ ქვეყნებს, რომლებიც აქტიურად მუშაობენ საკუთარ ქვეყნებში მდგრადი ეკონომიკური განვითარების მიღწევისთვის.

„მოხარულები ვართ, რომ საქართველოში განხორციელებულმა ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტმა ასეთი მაღალი შეფასება მიიღო. საქართველოს კომპაქტი ერთერთი სამაგალითოა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ განხორციელებულ კომპაქტებს შორის. როგორც მოგეხსენებათ, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი 140 მილიონი აშშ დოლარის გრანტის (კომპაქტის) მეშვეობით, ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა განახორციელა პროექტები ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სექტორში, რომლის მიზანია საქართველოში შრომის ბაზრის მოთხოვნებზე დაფუძნებული განათლების სისტემის დანერგვა“, - განაცხადა მაგდა მაღრაძემ, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა.
2014-2019 წლებში, აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის შედეგად საქართველოს რეგიონებში 91 საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, სასწავლო გარემო გაუმჯობესდა 40 ათასამდე საქართველოს მოსწავლისთვის, 20 ათასზე მეტმა განმანათლებელმა გაიარა პროფესიული განვითარების გრძელვადიანი კურსი, 51 ახალი პროფესიული განათლების პროგრამა შემუშავდა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის STEM პროგრამებზე 600-მდე სტუდენტი იღებს ამერიკულ განათლებას.
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 747
ფაბლისითი ჯგუფი -ის ნიუსრუმი
ყველა ინფორმაცია ერთ სივრცეში
ინფორმაცია
ისტორია
PUBLICITY.GE სამ ძირითად მომსახურებას გთავაზობთ. რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მომსახურებების შესაძენად, დაინტერესებული ორგანიზაცია რეგისტრირდება PUBLICITY.GE - ზე და ხსნის მისი ორგანიზაციის პროფილს. ეს ავტომატურად ნიშნავს ორგანიზაციის ნიუსრუმის გვერდის შექმნას შემდეგი დომანური სახელით: publicity.ge/yourcompany. ნიუსრუმი, ეს არის თქვენი ორგანიზაციის დამატებითი ვეგვერდი ინტერნეტში, სადაც მედიისთვის მნიშვნელოვანი ინფორამციაა განთავსებული თქვენს ორგანიზაციაზე. ნიუსრუმის შექმნა და მასზე თქვენს შესახებ ინფორმაციის განთავსება უფასოა. მას შემდეგ, რაც თქვენმა ორგანიზაციამ შექმნა საკუთარი პროფილი PUBLICITY.GE - ზე და უკვე გააჩნია ნიუსრუმი, თქვენ შეგიძლიათ შემდეგი მომსახურებებით სარგებლობა: მომსახურება 1 - მედია მასალის განთავსება მოამზადეთ მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი მულტიმედია ფორმატში მარტივი, ონლაინ ფორმის შევსების გზით, რომელსაც თქვენი პროფილიდან შექმნით. აირჩიეთ ის მედია საშუალებები, ჟურნალისტები და სხვა მომხმარებლები, რომლებიც არიან დარეგისტრირებულები PUBLICITY.GE - ზე და ღილაკზე ერთი დაწკაპუნებით გაავრცელეთ თქვენს მიერ მომზადებული მულტიმედია სიახლე ხელმომწერებში. მათ თქვენი გზავნილი მეილზე ბმულის სახით მიუვათ. გარდა ამისა, თქვენი მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი ავტომატურად განთავსდება PUBLICITY.GE - ს თემატურ კატეგორიაში და ის ხელმისაწვდომი იქნება ამ საიტის ვიზიტორებისათვის. მომსახურება 2 - მედიაში გარანტირებული გავრცელება თუ თქვენ დაინტერესებული ხართ, რომ თქვენი მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი გარანტირებულად რომელიმე თქვენთვის სასურველ მედია საშუალებაში გავრცელდეს, აირჩიეთ გარანტირებული გავრცელება, მონიშნეთ ერთი ან რამოდენიმე მედია საშუალება, სადაც გინდათ რომ ინფორმაცია თქვენზე გარანტირებულად გავრცელდეს და დააწკაპუნეთ გაგზავნის ღილაკს. თქვენი სიახლე გაიგზავნება თქვენს მიერ შერჩეულ ხელმომწერებში, ის ავტომატურად აისახება საიტზე PUBLICITY.GE და გარანტირებულად, 2 დღის განმავლობაში გავრცელდება თქვენს მიერ შერჩეულ მედია საშუალებაში. მომსახურება 3 - მედია მასალის მომზადება თუ თქვენს ორგანიზაციას არ ყავს მედია მასალის მომზადებაზე პასუხისმგებელი პირი, ან სხვა საქმეების გამო, მსგავსი მასალის მოსამზადებლად დრო არ გრჩებათ, ჩვენი თანამშრომლები დაგეხმარებიან მედია ანონსების, პრესრელიზებისა და ვიდეო რელიზების მომზადებაში. ჩვენ, ბოლო რამოდენიმე წელიწადია საკმაოდ დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა მსგავსი მასალების მომზადების საქმეში. ჩვენი გუნდი, თქვენს სიახლეს სწორ პოზიციონირებას მისცემს და მას წაკითხვადს გახდის. ჩვენი ბიზნეს მოდელი ერთი მხირვ, ჩვენი მომსახურება განკუთვნილია მედიის წარმომადგენლებისათვის. PUBLICITY.GE - ის საშუალებით, ჟურნალისტები მათ ელექტრონულ ფოსტაზე, ინტერნეტ ბმულის საშუალებით რეგულარულად იღებენ თქვენს მიერ გავრცელებულ მედია ანონსებს, პრესრელიზებსა და ვიდეო რელიზებს მულტიმედია ფორმატში. გარდა ჟურნალისტებისა, თქვენს მიერ გავრცელებულ მედია მასალებს, ელექტრონულ ფოსტაზე ასევე იღებს სხვა მომხმარებელი. ხელმომწერთა ბაზა რეგულარულად განახლებადია. მეორე მხრივ, ჩვენი მომსახურება განკუთვნილია სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ჩვენი სახით, სანდო და პროაქტიულ პარტნიორს იძენენ მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში, რაც ხელს უწყობს მათი ორგანიზაციების რეპუტაციის მართვას. მესამე მხრივ, ჩვენი სერვისი შეიძლება განხილულ იქნას, როგორც დამატებითი მედია საშუალება, WEB 2 პლათფორმა, რომელიც საკუთარ სივრცეში სამუდამოდ განათავსებს თქვენს მედია ანონსს, პრესრელიზს, ვიდეო რელიზს და თქვენი ორგანიზაციის ნიუსრუმს. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება ყველა ინტერნეტ მომხმარებლისთვის. ინტერნეტში თქვენი ინფორმაციის უფრო ფართოდ გავრცელების მიზნით, ჩვენი სოციალური მედია პლათფორმების საშუალებით, ჩვენ ხელს ვუწყობთ თქვენი სიახლის ფართო წრეებში გაზიარებას და ამ მხრივ, თქვენი ონლაინ ცნობადობის ზრდას.
ფაქტების ფურცელი
წლიური ანგარიშები
ბიბლიოთეკა
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
მედია ჩვენზე
სოციალური მედია არხები
ვებგვერდი
მედია კონტაქტები
მაია ჩიტაშვილი
პიარ ექსპერტი
593260906
maiko@publicity.ge