ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
09/01/2018
საქართველოში პოლონურ-ქართული სავაჭრო პალატა შეიქმნა
პირველად საქართველოში, პოლონურ-ქართული სავაჭრო და ეკონომიკური პალატა შეიქმნა. პალატის შექმნაში, მონაწილეობა მიიღო, სხვადასხვა სექტორში არსებულმა 20-მა პოლონურმა და ქართულმა ორგანიზაციამ. პროცესებში ჩართული იყო, როგორც პოლონეთის საელჩო საქართველოში, ასევე საქართველოს საელჩო პოლონეთში. სავაჭრო პალატის პარტნიორები არიან პოლონური ინვესტიციის და სავაჭრო სააგენტო (Polish investment and trade Agency) და აწარმოე საქართველოში (Enterprise Georgia).
პალატის ეფექტურ მუშაობას, განაპირობებს დიდი გამოცდილების მქონე პროფესიონალთა გუნდი, საიმედო პარტნიორების არსებობა და მყარი ინვესტიციები.
სერვისები, რომელსაც ორგანიზაციები პალატაში გაწევრიანების შემგდეგ მიიღებენ:

1) ორგანიზაციის გაფართოების გეგმა პოლონეთის ბაზარზე.
2) პოლონეთში კომპანიის ცნობადობის ეფექტური გაზრდა.
3) სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრების შესაძლებლობა.
4) პირდაპირი კონტაქტი სხვა პალატის წევრ კომპანიებთან - პოლონეთში.
5) მიმზიდველი ტენდერების ყოველთვიური ჩამონათვალი პოლონეთში.
6) ყოველთვიური საინფორმაციო ბიულეტენი - პოლონეთიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ბიზნეს ინფორმაცია.
7) ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობა, რაც ხელს შეუწყობს თქვენს ბიზნესს, მათ შორის: თავისუფალი დაშვება CRM- ს სისტემაში.
8) მონაწილეობა პოლონეთის ბიზნეს, კულტურული და ინტეგრაციის ღონისძიებებში.
“საქართველო, პოლონეთისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორი სამხრეთ კავკასიაში, ეს არის ბაზარი, რომელიც ყოველ წელს იზრდება. სავაჭრო პალატის ძირითადი მიზანია, დაეხმაროს პოლონეთი-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების პროცესს, გაზარდოს ქართული ნაწარმის ექსპორტი, განხორციელდეს ქართული ბიზნესის გაფართოება და მისი ცნობადობის გაზრდა პოლონეთში. პოლონეთის და საქართველოს 25-წლიანი მეგობრული ურთიერთობიდან გამომიდინარე, საერთო სავაჭრო პალატის ჩამოყალიბება უმნიშვნელოვანესი ფაქტია. ვიმედოვნებთ, რომ ამ ორი ქვეყნის გამოცდილების გაცვლა-გაზიარება ბევრ სფეროში იქნება ნაყოფიერი, როგორც ქართული, ასევე პოლონური ბიზნეს სექტორისთვის.” - აცხადებს პოლონურ-ქართული სავაჭრო პალატის ვიცე პრეზიდენტი ბნ. მარჩინ რუტოვიჩი.
ორგანიზაციის შესახებ
კონტაქტი: m.rutowicz@pol-ge.com
წაკითხულია: 733