ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
27/12/2018
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
საქართველოში ქრონიკული ჭრილობების მკურნალობის ცენტრი ამოქმედდა
ახალი სერვისი ქრონიკული ჭრილობების მქონე პაციენტებისთვის - „საქართველოს კარიტასი“ მსგავსი პრობლემის მქონე ადამიანებს „ქრონიკული ჭრილობების ცენტრში“ მკურნალობას სთავაზობს. ცენტრი თანამედროვე სტანდარტის სამკურნალო დაწესებულებაა და პაციენტებს გერმანელი სპეციალისტების მიერ გადამზადებული პერსონალი ემსახურება.
სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული ქრონიკული ჭრილობები მსოფლიო ეპიდემიის სახეს იძენს. ქრონიკულია ჭრილობა, რომელიც დიდი ხნის პერიოდში არ ხორცდება და ის სხვადასხვა დაავადების გართულებით არის განპირობებული. ქრონიკული ჭრილობები საქართველოშიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. როგორც „საქართველოს კარიტასის“ ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის მენეჯერი გაიოზ ყუბანეიშვილი ამბობს, მხოლოდ დიაბეტური ტერფის გართულების გამო ქვეყანაში, სტატისტიკურად, წელიწადში დაახლოვებით 800 შემთხვევა ტერფის ამპუტაციით მთავრდება. მსგავსი შემთხვევები კი არასწორი მკურნალობით არის გამოწვეული. ცენტრის ქირურგი ლაშა ღურწკაია ამბობს, რომ ჭრილობის არასათანადო მკურნალობას შეიძლება მოჰყვეს ჭრილობის დაინფიცირება, წითელი ქარი და სხვადასხვა ინფექციური გართულებები, ამიტომ სწორი მკურნალობა უმნიშვნელოვანესია გართულების თავიდან ასაცილებლად.
„საქართველოს კარიტრასის“ მიერ დაფუძნებული „ქრონიკული ჭრილობების ცენტრი“ პირველი მიზნობრივი ამბულატორიული დაწესებულებაა, რომელიც უშუალოდ მსგავსი ჭრილობების მკურნალობას ახორციელებს. გაიოზ ყუბენეიშვილის ინფორმაციით, მათი ცენტრი პაციენტებს სთავაზობს ქირურგის კონსულტაციას და შემდგომ მკურნალობას.
ცენტრი უზრუნველყოფს პაციენტების გრძელვადიან მკურნალობას მაშინ როდესაც ეს ხშირად შეუძლებელია სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამების ფარგლებში.
როგორც ცენტრის ქირურგი ლაშა ღურწკაია აღნიშნავს, ქრონიკული ჭრილობა სხვადასხვა დაავადებით არის განპირობებული, ამიტომ ცალკე აღებული მკურნალობა ხშირად შედეგს არ იძლევა საჭიროა აღმოიფხვრას ჭრილობის გამომწვევი მიზეზი. ამიტომ ასეთი ჭრილობის მკურნალობისათვის საჭიროა კომპლექსური მიდგომა სხვადასხვა პროფილის სპეციალისტების მონაწილეობით.
ქრონიკული ჭრილობა ძირითადად, ასაკოვანი ადამიანების პრობლემაა, თუმცა, როგორც ლაშა ღურწკაია ამბობს, მას ვხვდებით ახალგაზრდებშიც. ქირურგი განმარტავს, რომ გამომწვევი და ხელშემწყობი ფაქტორი მრავალია: ჭარბი წონა, ადინამია, თამბაქოს აქტიური მოხმარება, ქვემო კიდურების ვენების და არტერიების სხვადასხვა სახის დაავადებები, ახალგაზრდებში მძიმე ფორმით მიმდინარე შაქრიანი დიაბეტით გამოწვეული დიაბეტური ტერფი, ასევე ხანგრძლივად ლოგინად ჩავარდნილ პაციენტებში შეიძლება გაჩნდეს ნაწოლებიც.
ორგანიზაციის შესახებ
ცენტრში ჭრილობის მკურნალობა თანამედროვე მეთოდებით ხორციელდება. როგორც ლაშა ღურწკაია განმარტავს, მკურნალობის მრავალი თანამედროვე მეთოდი არსებობს და ის ნელ-ნელა საქართველოშიც ინერგება. ქირურგი ამბობს, რომ ბოლო წლების მანძილზე მზარდი პოპულარობა მოიპოვა ჭრილობის მკურნალობის მეთოდმა უარყოფითი წნევით. მრავალი ახალი შესახვევი მასალაა მოწოდებული, რომლებიც ინახავენ ჭრილობის ნოტიო, სტერილურ გარემოს, ახდენენ ჭრილობიდან გამონაჟონის, ლიზირებული და ნეკროზული ქსოვილების აბსორბციას და ამით ხელს უწყობენ ჭრილობების აქტიურად შეხორცებას. თანამედროვე მეთოდებთან ერთად გამოიყენება ჭრილობის დამუშავება-შეხვევის ზოგიერთი აპრობირებული მეთოდიც. საჭიროების შემთხვევაში მიმართავენ ქირურგიულ მკურნალობასაც.
წაკითხულია: 878
ფაბლისითი ჯგუფი -ის ნიუსრუმი
ყველა ინფორმაცია ერთ სივრცეში
ინფორმაცია
ისტორია
PUBLICITY.GE სამ ძირითად მომსახურებას გთავაზობთ. რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მომსახურებების შესაძენად, დაინტერესებული ორგანიზაცია რეგისტრირდება PUBLICITY.GE - ზე და ხსნის მისი ორგანიზაციის პროფილს. ეს ავტომატურად ნიშნავს ორგანიზაციის ნიუსრუმის გვერდის შექმნას შემდეგი დომანური სახელით: publicity.ge/yourcompany. ნიუსრუმი, ეს არის თქვენი ორგანიზაციის დამატებითი ვეგვერდი ინტერნეტში, სადაც მედიისთვის მნიშვნელოვანი ინფორამციაა განთავსებული თქვენს ორგანიზაციაზე. ნიუსრუმის შექმნა და მასზე თქვენს შესახებ ინფორმაციის განთავსება უფასოა. მას შემდეგ, რაც თქვენმა ორგანიზაციამ შექმნა საკუთარი პროფილი PUBLICITY.GE - ზე და უკვე გააჩნია ნიუსრუმი, თქვენ შეგიძლიათ შემდეგი მომსახურებებით სარგებლობა: მომსახურება 1 - მედია მასალის განთავსება მოამზადეთ მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი მულტიმედია ფორმატში მარტივი, ონლაინ ფორმის შევსების გზით, რომელსაც თქვენი პროფილიდან შექმნით. აირჩიეთ ის მედია საშუალებები, ჟურნალისტები და სხვა მომხმარებლები, რომლებიც არიან დარეგისტრირებულები PUBLICITY.GE - ზე და ღილაკზე ერთი დაწკაპუნებით გაავრცელეთ თქვენს მიერ მომზადებული მულტიმედია სიახლე ხელმომწერებში. მათ თქვენი გზავნილი მეილზე ბმულის სახით მიუვათ. გარდა ამისა, თქვენი მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი ავტომატურად განთავსდება PUBLICITY.GE - ს თემატურ კატეგორიაში და ის ხელმისაწვდომი იქნება ამ საიტის ვიზიტორებისათვის. მომსახურება 2 - მედიაში გარანტირებული გავრცელება თუ თქვენ დაინტერესებული ხართ, რომ თქვენი მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი გარანტირებულად რომელიმე თქვენთვის სასურველ მედია საშუალებაში გავრცელდეს, აირჩიეთ გარანტირებული გავრცელება, მონიშნეთ ერთი ან რამოდენიმე მედია საშუალება, სადაც გინდათ რომ ინფორმაცია თქვენზე გარანტირებულად გავრცელდეს და დააწკაპუნეთ გაგზავნის ღილაკს. თქვენი სიახლე გაიგზავნება თქვენს მიერ შერჩეულ ხელმომწერებში, ის ავტომატურად აისახება საიტზე PUBLICITY.GE და გარანტირებულად, 2 დღის განმავლობაში გავრცელდება თქვენს მიერ შერჩეულ მედია საშუალებაში. მომსახურება 3 - მედია მასალის მომზადება თუ თქვენს ორგანიზაციას არ ყავს მედია მასალის მომზადებაზე პასუხისმგებელი პირი, ან სხვა საქმეების გამო, მსგავსი მასალის მოსამზადებლად დრო არ გრჩებათ, ჩვენი თანამშრომლები დაგეხმარებიან მედია ანონსების, პრესრელიზებისა და ვიდეო რელიზების მომზადებაში. ჩვენ, ბოლო რამოდენიმე წელიწადია საკმაოდ დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა მსგავსი მასალების მომზადების საქმეში. ჩვენი გუნდი, თქვენს სიახლეს სწორ პოზიციონირებას მისცემს და მას წაკითხვადს გახდის. ჩვენი ბიზნეს მოდელი ერთი მხირვ, ჩვენი მომსახურება განკუთვნილია მედიის წარმომადგენლებისათვის. PUBLICITY.GE - ის საშუალებით, ჟურნალისტები მათ ელექტრონულ ფოსტაზე, ინტერნეტ ბმულის საშუალებით რეგულარულად იღებენ თქვენს მიერ გავრცელებულ მედია ანონსებს, პრესრელიზებსა და ვიდეო რელიზებს მულტიმედია ფორმატში. გარდა ჟურნალისტებისა, თქვენს მიერ გავრცელებულ მედია მასალებს, ელექტრონულ ფოსტაზე ასევე იღებს სხვა მომხმარებელი. ხელმომწერთა ბაზა რეგულარულად განახლებადია. მეორე მხრივ, ჩვენი მომსახურება განკუთვნილია სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ჩვენი სახით, სანდო და პროაქტიულ პარტნიორს იძენენ მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში, რაც ხელს უწყობს მათი ორგანიზაციების რეპუტაციის მართვას. მესამე მხრივ, ჩვენი სერვისი შეიძლება განხილულ იქნას, როგორც დამატებითი მედია საშუალება, WEB 2 პლათფორმა, რომელიც საკუთარ სივრცეში სამუდამოდ განათავსებს თქვენს მედია ანონსს, პრესრელიზს, ვიდეო რელიზს და თქვენი ორგანიზაციის ნიუსრუმს. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება ყველა ინტერნეტ მომხმარებლისთვის. ინტერნეტში თქვენი ინფორმაციის უფრო ფართოდ გავრცელების მიზნით, ჩვენი სოციალური მედია პლათფორმების საშუალებით, ჩვენ ხელს ვუწყობთ თქვენი სიახლის ფართო წრეებში გაზიარებას და ამ მხრივ, თქვენი ონლაინ ცნობადობის ზრდას.
ფაქტების ფურცელი
წლიური ანგარიშები
ბიბლიოთეკა
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
მედია ჩვენზე
სოციალური მედია არხები
ვებგვერდი
მედია კონტაქტები
მაია ჩიტაშვილი
პიარ ექსპერტი
593260906
maiko@publicity.ge