ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ვიდეო რელიზი
24/11/2016
საქს ინვესტმენტის პრეზენტაცია
საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიამ საქს ინვესტმენტმა ნოემბერის თვეში საქართველოში პირველ ოფისი გახსნა.
საქს ინვესტმნეტი საერთაშორისო კორპორაციაა, რომლის ცენტრალური ოფისი ჰონგ კონგში მდებარეობს.
საერთაშორისო ორგანიზაცია შესაძლებლობას აძლევს სტარტ აპებს დაიწყონ, ან განავითარონ საკუთარი ბიზნესი. კომპანია ხელს უწყობს კომპანიებს, რათა გახდეს კონკურენტუნაიანი ბაზარზე თავის სექტორში.
საქს ინვესტმენტი თანამშრომლობს კომპანიებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ საინვესტიციო ქსელის გაფართოვებას. როგორც კომპანიის წარმომადგენელი ამირან აზალაძე აცხადებს: “კომპანია ორიენტირებულია ინვესტორების მოზიდვაზე. ჩვენ ვცდილობთ მათთვის საქართველოს ბაზარი მომგებიან და საინტერესო საინვესტიციო სექტორად წარმოვაჩინოთ, რითაც ხელი შეეწყობა სახელმწიფოს ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ჩვენ ვეძებთ გზებს, რათა მოხდეს დამატებითი კაპიტალის შემოტანა ქვეყანაში, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ქართული ბიზნესის განვითარებას. ეს კი, რა თქმა უნდა გავლენას მოახდენს საქართველოზე, ქვეყანაზე, სადაც სარფიანი საინვესტიციო გარემოა ყველასთვის.“
საინვესტიციო კომპანიის პროდუქტების ჩამონათვალშია: ფინანსური განათლება; ფინანსური კონსულტაცია; საინვესტიციო მომსახურება; საბროკერო მომსახურება; ტექნიკური და პროგრამული მომსახურება.
ორგანიზაციის შესახებ
საქს ინვესტმენტი დაფუძნებულია 7 წლიან გამოცდილებაზე და მოღვაწეობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. კომპანია წარმოდგენილია აზიის, ევროპის, ავსტრალიის და აფრიკის კონტინენტებზე. კომპანია ფლობს აქტივებს, რომელიც განთავსებულია შვეიცარიის ერთ-ერთ უმსხვლეს ბანკში. გასათვალისწინებელია, რომ კომპანია არ არის დარეგისტრირებული ოფშორულ ზონაში, რაც ხელს უწყობს მოზიდული კაპიტალის უსაფრთხოებას და მეტ დაცულობას.
წაკითხულია: 1309
Sachs Investment -ის ნიუსრუმი
ყველა ინფორმაცია ერთ სივრცეში
ინფორმაცია
ისტორია
ფაქტების ფურცელი
წლიური ანგარიშები
ბიბლიოთეკა
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
მედია ჩვენზე
სოციალური მედია არხები
ვებგვერდი
მედია კონტაქტები