ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
06/10/2020
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
სკიჯის ისტორია: მეჩირეობიდან საოჯახო სასტუმრომდე
დარეჯან ბერძენიშვილი მეწარმე ქალია ჩოხატაურიდან. ქუთაისში სკოლისა და უმაღლესის დამთავრების შემდეგ საკუთარი ძალები დედაქალაქში მოსინჯა და წლების განმავლობაში სხვადასხვა სფეროში მუშაობდა.
„ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად ვიცვლიდი კვალიფიკაციას და. ასე გავხდი ინჟინერ ქიმიკოსი, ჯერ დამკაბადონებელი, მერე ოფისის მენეჯერი, მარკეტინგის მენეჯერი, ბუღალტერი, ფინანსური მენეჯერი. მაგრამ არც ერთი სფერო არ იყო ჩემთვის საინტერესო, განსაკუთრებით უინტერესო იყო დიდ ქალაქში ცხოვრება,- ამბობს დარეჯანი.

2015 წელს დარეჯანმა პირველი დაფინანსება მოიპოვა და 2015 წელს, გურიის სოფელ ხიდისთავში, ოჯახის მამაპაპისეულ სახლში დაბრუნდა და საკუთარი პირველი საწარმო „სკიჯი“ დააფუძნა. მან ოჯახის წევრებთან ერთად სხვადასხვა ხილის სახეობებისგან ჩირის დამზადება დაიწყო. ჩირზე პირველი ექსპერიმენტები სწორედ მის საწარმოში დაიწყო.
„გავხდი მეჩირე, დავიწყე იმ ხილის შრობა, რაც ჩვენს სოფელში მოდის, დავიწყე ექსპერიმენტების კეთება, ვაშრობდი ისეთ ხილს, რომლიც არ იყო აღიარებული საჩირე მასალად და ნელ-ნელა კიდევ უფრო გავაფართოვე საკუთარი წარმოება“, ამბობს ქალი მეწარმე.

რამოდენიმე წელიწადში დარეჯანმა საკუთარ წარმოებას ახალი საქმიანობაც დაამატა, კიდევ უფრო გააფართოვა ბიზნესი და ჩოხატაურის რაიონში საოჯახო სასტუმრო „სკიჯის სახლი“ დააფუძნა.

„5 წლის თავზე, ორივე ბიზნესის ახალ საფუხურზე გადასვლაა დაგეგმილი, ახალი თანადაფინანსებით. ეს იქნება გაერთიენებული საშუალო ბიზნესი - ასწლოვან გურულ ოდაში განთავსებული საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი ჩირის საწარმო, წარმოების გარშემო გაშენებული ხილის საჩვენებელი მეურნეობა და სასტუმრო ოდები. ავთენტური, გურული ელემენტებით და მხოლოდ სკიჯისთვის დამახასიათებელი გემოებით და მომსახურებით.
ბიზნესის გაფართოებასთან ერთად დარეჯანი აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა პროექტებში და ცდილობს უფრო მეტი ცოდნა შეიძინოს, რომ რაც შეიძლება წარმატებული გახადოს საკუთარი ბიზნესი. მიმდინარე წელს იგი ასევე ჩაერთო პროექტ USAID YES-Georgia-ის, ფარგლებში დაგეგმილ Buzz Georgia-ს ტრენინგებში და ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილეც გახდა.


საქართველოში, Buzz Georgia USAID-ის პროგრამის „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში (YES-Georgia)“ კომპონენტია, YES-Georgia ხორციელდება ფონდი კრისტალის მიერ, USAID-ის და ქალთა გლობალური განვითარების და კეთილდღეობის (W-GDP) ინიციატივის ფარგლებში, ამერიკელი ხალხისგან მიღებული ფინანსური დახმარებით. პროექტს დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალი.

ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 260
ფაბლისითი ჯგუფი -ის ნიუსრუმი
ყველა ინფორმაცია ერთ სივრცეში
ინფორმაცია
ისტორია
PUBLICITY.GE სამ ძირითად მომსახურებას გთავაზობთ. რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მომსახურებების შესაძენად, დაინტერესებული ორგანიზაცია რეგისტრირდება PUBLICITY.GE - ზე და ხსნის მისი ორგანიზაციის პროფილს. ეს ავტომატურად ნიშნავს ორგანიზაციის ნიუსრუმის გვერდის შექმნას შემდეგი დომანური სახელით: publicity.ge/yourcompany. ნიუსრუმი, ეს არის თქვენი ორგანიზაციის დამატებითი ვეგვერდი ინტერნეტში, სადაც მედიისთვის მნიშვნელოვანი ინფორამციაა განთავსებული თქვენს ორგანიზაციაზე. ნიუსრუმის შექმნა და მასზე თქვენს შესახებ ინფორმაციის განთავსება უფასოა. მას შემდეგ, რაც თქვენმა ორგანიზაციამ შექმნა საკუთარი პროფილი PUBLICITY.GE - ზე და უკვე გააჩნია ნიუსრუმი, თქვენ შეგიძლიათ შემდეგი მომსახურებებით სარგებლობა: მომსახურება 1 - მედია მასალის განთავსება მოამზადეთ მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი მულტიმედია ფორმატში მარტივი, ონლაინ ფორმის შევსების გზით, რომელსაც თქვენი პროფილიდან შექმნით. აირჩიეთ ის მედია საშუალებები, ჟურნალისტები და სხვა მომხმარებლები, რომლებიც არიან დარეგისტრირებულები PUBLICITY.GE - ზე და ღილაკზე ერთი დაწკაპუნებით გაავრცელეთ თქვენს მიერ მომზადებული მულტიმედია სიახლე ხელმომწერებში. მათ თქვენი გზავნილი მეილზე ბმულის სახით მიუვათ. გარდა ამისა, თქვენი მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი ავტომატურად განთავსდება PUBLICITY.GE - ს თემატურ კატეგორიაში და ის ხელმისაწვდომი იქნება ამ საიტის ვიზიტორებისათვის. მომსახურება 2 - მედიაში გარანტირებული გავრცელება თუ თქვენ დაინტერესებული ხართ, რომ თქვენი მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი გარანტირებულად რომელიმე თქვენთვის სასურველ მედია საშუალებაში გავრცელდეს, აირჩიეთ გარანტირებული გავრცელება, მონიშნეთ ერთი ან რამოდენიმე მედია საშუალება, სადაც გინდათ რომ ინფორმაცია თქვენზე გარანტირებულად გავრცელდეს და დააწკაპუნეთ გაგზავნის ღილაკს. თქვენი სიახლე გაიგზავნება თქვენს მიერ შერჩეულ ხელმომწერებში, ის ავტომატურად აისახება საიტზე PUBLICITY.GE და გარანტირებულად, 2 დღის განმავლობაში გავრცელდება თქვენს მიერ შერჩეულ მედია საშუალებაში. მომსახურება 3 - მედია მასალის მომზადება თუ თქვენს ორგანიზაციას არ ყავს მედია მასალის მომზადებაზე პასუხისმგებელი პირი, ან სხვა საქმეების გამო, მსგავსი მასალის მოსამზადებლად დრო არ გრჩებათ, ჩვენი თანამშრომლები დაგეხმარებიან მედია ანონსების, პრესრელიზებისა და ვიდეო რელიზების მომზადებაში. ჩვენ, ბოლო რამოდენიმე წელიწადია საკმაოდ დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა მსგავსი მასალების მომზადების საქმეში. ჩვენი გუნდი, თქვენს სიახლეს სწორ პოზიციონირებას მისცემს და მას წაკითხვადს გახდის. ჩვენი ბიზნეს მოდელი ერთი მხირვ, ჩვენი მომსახურება განკუთვნილია მედიის წარმომადგენლებისათვის. PUBLICITY.GE - ის საშუალებით, ჟურნალისტები მათ ელექტრონულ ფოსტაზე, ინტერნეტ ბმულის საშუალებით რეგულარულად იღებენ თქვენს მიერ გავრცელებულ მედია ანონსებს, პრესრელიზებსა და ვიდეო რელიზებს მულტიმედია ფორმატში. გარდა ჟურნალისტებისა, თქვენს მიერ გავრცელებულ მედია მასალებს, ელექტრონულ ფოსტაზე ასევე იღებს სხვა მომხმარებელი. ხელმომწერთა ბაზა რეგულარულად განახლებადია. მეორე მხრივ, ჩვენი მომსახურება განკუთვნილია სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ჩვენი სახით, სანდო და პროაქტიულ პარტნიორს იძენენ მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში, რაც ხელს უწყობს მათი ორგანიზაციების რეპუტაციის მართვას. მესამე მხრივ, ჩვენი სერვისი შეიძლება განხილულ იქნას, როგორც დამატებითი მედია საშუალება, WEB 2 პლათფორმა, რომელიც საკუთარ სივრცეში სამუდამოდ განათავსებს თქვენს მედია ანონსს, პრესრელიზს, ვიდეო რელიზს და თქვენი ორგანიზაციის ნიუსრუმს. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება ყველა ინტერნეტ მომხმარებლისთვის. ინტერნეტში თქვენი ინფორმაციის უფრო ფართოდ გავრცელების მიზნით, ჩვენი სოციალური მედია პლათფორმების საშუალებით, ჩვენ ხელს ვუწყობთ თქვენი სიახლის ფართო წრეებში გაზიარებას და ამ მხრივ, თქვენი ონლაინ ცნობადობის ზრდას.
ფაქტების ფურცელი
წლიური ანგარიშები
ბიბლიოთეკა
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
მედია ჩვენზე
სოციალური მედია არხები
ვებგვერდი
მედია კონტაქტები
მაია ჩიტაშვილი
პიარ ექსპერტი
593260906
maiko@publicity.ge