ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
24/09/2018
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
სკოლის დირექტორებისთვის “სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენცია“ გაიმართა
„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს” მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტმა, რომელსაც სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს, 22-23 სექტემბერს საჯარო სკოლის დირექტორების მეორე საერთაშორისო “სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენციას“ უმასპინძლა.
კონფერენციის მიზანი სკოლის მართვისა და ლიდერობის საკითხებზე საქართველოში დაგროვებული და ასევე საერთაშორისო საუკეთესო გამოცდილების გაზიარება იყო.

კონფერენციაზე 200-ზე მეტი საჯარო სკოლის დირექტორი და 50-ზე მეტი განათლების სპეციალისტი, საჯარო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას. აღნიშნული ღონისძიება განთლების სპეციალისტებს აძლევს შესაძლებლობას, ერთმანეთს სკოლის მართვისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკა გაუზიარონ და განათლების მართვის სფეროში არსებული ტენდენციების, მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ იმსჯელონ.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ სკოლის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ ისაუბრა.

მოწვეულმა ექსპერტებმა გერმანიიდან, ნიდერლანდებიბდან და სამხრეთ აფრიკიდან იმსჯელეს სკოლის თვით-შეფასებისა და ხარისხის კონტროლის მექანიზმებზე სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად, ასევე საერთაშორისო კვლევების მონაცემების გამოყენებაზე სკოლის მართვისა და პოლიტიკის ჩამოყალიბებაში. ნიდერლანდების საჯარო სკოლის დირექტორმა ისაუბრა პროფესიული ორიენტაციისა და კარიერული დაგეგმვის პროგრამაზე საშუალო სკოლის ბაზაზე.

„იმედი გვაქვს, რომ თქვენ, დირექტორები აქტიურად განაგრძობთ თანამშრომლობას, სკოლებში სიახლეების შეტანას, ხელს შეუწყობთ თანამედროვე, 21-ე საუკუნის სწავლების მეთოდოლოგიის დანერგვას, რაც, სასიკეთოდ აისახება მოსწავლეების აკადემიურ მიღწევებსა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე. ჩვენი ფონდის მისიაა, ხელი შევუწყოთ საქართველოში მიმდინარე განათლების რეფორმების განხორციელებას და დავნერგოთ შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროგრამები ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის. ადამიანური კაპიტალის განვითარება დღეს



საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია,“ განაცხადა ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს - აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძემ.

“ვისაუბრეთ ზოგად, და საერთაშორისო პრაქტიკაზე სკოლის წარმატებული მართვის მიმართულებით. ვიმსჯელეთ იმ გეგმებზე, რომელიც აქვს განათლების სამინისტროს ზოგად განათლებაში მართვის გასაუმჯობესებლად. ასევე გავეცანით სხვადასხვა სკოლების გამოცდილებაზე, რაც უმნიშვნელოვანესი პლატფორმაა სკოლების დირექტორებისთბის. ეს განათლების ხარისხის გაუმჯობესებისკენაა მიმართული“ - აღნიშნა განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძემ.

„წარმატებული სკოლის ლიდერი სწორედ ისეთი სასწავლო გარემოს ჩამოყალიბებას უნდა უწყობდეს ხელს, რომელიც მოსწავლეს შესაბამისი უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციების განვითარებაში დაეხმარება, რათა მან შეძლოს არა მხოლოდ აწმყოში არსებულ გამოწვევებსა და მოთხოვნებთან გამკლავება, არამედ ახალ გარემოსთან ადაპტირება და წარმატების მიღწევა. შესაბამისად, XXI საუკუნის სკოლის დირექტორი უპირველეს ყოვლისა უნდა იყოს სასწავლო ლიდერი. მას უნდა შეეძლოს მისაღწევი შედეგების სწორად განსაზღვრა, მიზნის მისაღწევად საჭირო რესურსისა და მხარდაჭერის უზრუნველყოფა, ასევე მიღწეული შედეგების მუდმივი მონიტორინგი და კრიტიკული შეფასება სკოლის უწყვეტი განვითარებისთვის,“ განაცხადა სწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის მენეჯერმა ნატალია ედიშერაშვილმა.

კონფერენციის მოერე დღე დაეთმო კონკურსის წესით შერჩეული საჯარო სკოლების დირექტორების პრეზენტაციებს და განიხილეს ინკლუზიური განათლებისა და თანასწორობის ხელშეწყობის გზები, სკოლაში ძალადობის, პრევენციისა და მასზე რეაგირების საშუალებები.

სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენცია ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ზოგადი განთლების „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითრების პროექტის“ ფარგლებში. 2016 წლის აგვისტოდან დაიწყო ლიდერობის აკადემია, რომელიც 2018 წლის ჩათვლით საჯარო სკოლების დირექტორებს სთავაზობს პროფესიული განვითარების გრძელვადიან კურსს. ლიდერობის აკადემიის ეტაპები გაიარა 1700-ზე მეტმა საჯარო სკოლის დირექტორმა. ლიდერობის აკადემიის ფარგლებში დაგემგილია ყველა საჯარო სკოლის დირექტორის გადამზადება.
ორგანიზაციის შესახებ
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს პროექტს აფინანსებს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია და ახორციელებს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია IREX- ის ექსპერტული მხარდაჭერითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.
წაკითხულია: 193
ფაბლისითი ჯგუფი -ის ნიუსრუმი
ყველა ინფორმაცია ერთ სივრცეში
ინფორმაცია
ისტორია
PUBLICITY.GE სამ ძირითად მომსახურებას გთავაზობთ. რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მომსახურებების შესაძენად, დაინტერესებული ორგანიზაცია რეგისტრირდება PUBLICITY.GE - ზე და ხსნის მისი ორგანიზაციის პროფილს. ეს ავტომატურად ნიშნავს ორგანიზაციის ნიუსრუმის გვერდის შექმნას შემდეგი დომანური სახელით: publicity.ge/yourcompany. ნიუსრუმი, ეს არის თქვენი ორგანიზაციის დამატებითი ვეგვერდი ინტერნეტში, სადაც მედიისთვის მნიშვნელოვანი ინფორამციაა განთავსებული თქვენს ორგანიზაციაზე. ნიუსრუმის შექმნა და მასზე თქვენს შესახებ ინფორმაციის განთავსება უფასოა. მას შემდეგ, რაც თქვენმა ორგანიზაციამ შექმნა საკუთარი პროფილი PUBLICITY.GE - ზე და უკვე გააჩნია ნიუსრუმი, თქვენ შეგიძლიათ შემდეგი მომსახურებებით სარგებლობა: მომსახურება 1 - მედია მასალის განთავსება მოამზადეთ მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი მულტიმედია ფორმატში მარტივი, ონლაინ ფორმის შევსების გზით, რომელსაც თქვენი პროფილიდან შექმნით. აირჩიეთ ის მედია საშუალებები, ჟურნალისტები და სხვა მომხმარებლები, რომლებიც არიან დარეგისტრირებულები PUBLICITY.GE - ზე და ღილაკზე ერთი დაწკაპუნებით გაავრცელეთ თქვენს მიერ მომზადებული მულტიმედია სიახლე ხელმომწერებში. მათ თქვენი გზავნილი მეილზე ბმულის სახით მიუვათ. გარდა ამისა, თქვენი მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი ავტომატურად განთავსდება PUBLICITY.GE - ს თემატურ კატეგორიაში და ის ხელმისაწვდომი იქნება ამ საიტის ვიზიტორებისათვის. მომსახურება 2 - მედიაში გარანტირებული გავრცელება თუ თქვენ დაინტერესებული ხართ, რომ თქვენი მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი გარანტირებულად რომელიმე თქვენთვის სასურველ მედია საშუალებაში გავრცელდეს, აირჩიეთ გარანტირებული გავრცელება, მონიშნეთ ერთი ან რამოდენიმე მედია საშუალება, სადაც გინდათ რომ ინფორმაცია თქვენზე გარანტირებულად გავრცელდეს და დააწკაპუნეთ გაგზავნის ღილაკს. თქვენი სიახლე გაიგზავნება თქვენს მიერ შერჩეულ ხელმომწერებში, ის ავტომატურად აისახება საიტზე PUBLICITY.GE და გარანტირებულად, 2 დღის განმავლობაში გავრცელდება თქვენს მიერ შერჩეულ მედია საშუალებაში. მომსახურება 3 - მედია მასალის მომზადება თუ თქვენს ორგანიზაციას არ ყავს მედია მასალის მომზადებაზე პასუხისმგებელი პირი, ან სხვა საქმეების გამო, მსგავსი მასალის მოსამზადებლად დრო არ გრჩებათ, ჩვენი თანამშრომლები დაგეხმარებიან მედია ანონსების, პრესრელიზებისა და ვიდეო რელიზების მომზადებაში. ჩვენ, ბოლო რამოდენიმე წელიწადია საკმაოდ დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა მსგავსი მასალების მომზადების საქმეში. ჩვენი გუნდი, თქვენს სიახლეს სწორ პოზიციონირებას მისცემს და მას წაკითხვადს გახდის. ჩვენი ბიზნეს მოდელი ერთი მხირვ, ჩვენი მომსახურება განკუთვნილია მედიის წარმომადგენლებისათვის. PUBLICITY.GE - ის საშუალებით, ჟურნალისტები მათ ელექტრონულ ფოსტაზე, ინტერნეტ ბმულის საშუალებით რეგულარულად იღებენ თქვენს მიერ გავრცელებულ მედია ანონსებს, პრესრელიზებსა და ვიდეო რელიზებს მულტიმედია ფორმატში. გარდა ჟურნალისტებისა, თქვენს მიერ გავრცელებულ მედია მასალებს, ელექტრონულ ფოსტაზე ასევე იღებს სხვა მომხმარებელი. ხელმომწერთა ბაზა რეგულარულად განახლებადია. მეორე მხრივ, ჩვენი მომსახურება განკუთვნილია სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ჩვენი სახით, სანდო და პროაქტიულ პარტნიორს იძენენ მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში, რაც ხელს უწყობს მათი ორგანიზაციების რეპუტაციის მართვას. მესამე მხრივ, ჩვენი სერვისი შეიძლება განხილულ იქნას, როგორც დამატებითი მედია საშუალება, WEB 2 პლათფორმა, რომელიც საკუთარ სივრცეში სამუდამოდ განათავსებს თქვენს მედია ანონსს, პრესრელიზს, ვიდეო რელიზს და თქვენი ორგანიზაციის ნიუსრუმს. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება ყველა ინტერნეტ მომხმარებლისთვის. ინტერნეტში თქვენი ინფორმაციის უფრო ფართოდ გავრცელების მიზნით, ჩვენი სოციალური მედია პლათფორმების საშუალებით, ჩვენ ხელს ვუწყობთ თქვენი სიახლის ფართო წრეებში გაზიარებას და ამ მხრივ, თქვენი ონლაინ ცნობადობის ზრდას.
ფაქტების ფურცელი
წლიური ანგარიშები
ბიბლიოთეკა
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
მედია ჩვენზე
სოციალური მედია არხები
ვებგვერდი
მედია კონტაქტები
მაია ჩიტაშვილი
პიარ ექსპერტი
593260906
maiko@publicity.ge