2019 წლის 11-12 თებერვალს, „ფაბრიკაში“ (მისამართი - თბილისი, ეგნატე ნინოშვილის ქუჩა, #8), ტრადიციული პროექტი „სპორტფოტო“ გაიმართება. ისევე როგორც წინა წლებში, ამჟამადაც, პროექტი თბილისის მერიის მხარდაჭერითა და დაფინანსებით ტარდება.
მეორე წელია, პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია. „სპორტფოტოს“ ტრადიციული პარტნიორია „ფოტოსამყარო“. ინტერნეტ-პარტნიორი „პროსერვისი“, ხოლო მედია-მხარდამჭერები Mysports.ge და Tsff.ge.