ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
06/03/2018
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
ფერმერობა - ჰობი და ბიზნესი
22 მარტს დედაქალაქი მეწარმეთა სივრცე 2018-ს მასპინძლებს. ფესტივალის ორგანიზატორია პროექტი Yes Georgia, რომლის ერთ-ერთი ბენეფიციარი ახალგაზრდა მეწარმე მამუკა ჯუღელია.
მამუკა ჯუღელი თბილისის სახ. უნივერსიტეტის, პოლიტიკისა და სოციალური მეცნიერებების სტუდენტია. ბოლო ერთი წელია, 20 წლის ახალგაზრდამ აქტიურ სტუდენტურ ცხოვრებას, კიდევ ერთი საქმიანობა შემატა და მესამე კურსზე სწავლისას მეწარმეობაც გადაწყვიტა.
გასულ წელს, დამწყები მეწარმე „საქართველოში ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის პროგრამის’’ (YES-Georgia) ბენეფიციარი გახდა. აუცილებელი ცოდნა და გამოცდილებაც სწორედ აღნიშნულ პროექტში მიიღო, ხოლო თანადაფინანსების მოპოვების შემდეგ სოფელ ბაკურციხეში მებოცვრეობის ფერმერული მეურნოებაც გააშენა.
“The BO” ანუ „საუკეთესო შესაძლებლობა“ სუფთა ჯიშის სხვადასხვა ტიპის ბოცვრის არაერთ ნაირსახეობას ითვლის. The BO დღეს უკვე ერთ-ერთი სწრაფად მზარდი ფერმაა ბაკურციხეში, სადაც მომხმარებელს ნატურალური, დიეტური და ეკოლოგიურად სუფთა ხორც-პროდუქტის შეძენის შესაძლებლობა აქვთ.
„ფერმა ჯერ მხოლოდ საწყის ეტპაზეა, თუმცა ინტერესი ამ ტიპის პროდუქტისადმი დიდია. გვინდა მომხმარებელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიეტური და ჯანსაღი ხორცი შევთავაზოთ. ჩვენი ბიზნესი USAID-ის პროექტ YES-Georgia-ს ფარგლებში რამოდნეიმე თვის წინ შეიქმნა. საწარმო ამ ეტაპზე სხვადასხვა ჯიშის განსაკუთრებული ზომისა და წონის ბოცვერს ითვლის. იმედია ჩვენი წარმოება კიდევ უფრო ბევრ ახალგაზრდას უბიძგებს, რომ ფერმერობითა და მეწარმეობით დაინტერესდეს“. - აღნიშნა ახალგაზრდა მეწარმემ
მამუკა ჯუღელის ფერმა ერთ-ერთი გამორჩეულია. აქ განსაკუთრებული ჯიშის ბოცვერის ნაირსახეობას აშენებს ახალგაზრდა მეწარმე, რომლის წონა და ზომა 3-4 ჯერ აღემატება გავრცელებულ ჯიშებს. ფერმერს იმედი აქვს, რომ მეურნეობას კიდევ უფრო გაზრდის და წარმოებაც სრული ტემპით ამუშავდება.
22 მარტს, თბილისი მოლში დაგეგმილ ფესტივალზე „მეწარმეთა სივრცე-2018“ დამთვალიერებლებს დამწყები მეწარმეების პროდუქციის გაცნობისა და შეძენის საშუალებაც ექნებათ.
ორგანიზაციის შესახებ
„მეწარმეთა სივრცე - 2018“ ‘’საქართველოში ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის პროგრამის’’ (YES-Georgia) ფარგლებში ხორციელდება.
პროგრამას ფონდი კრისტალი ახორციელებს საერთაშორისო ორგანიზაცია PH International და სს მისო „კრისტალთან“ ერთად.
პროგრამას ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და სს მისო „კრისტალი“.
ვებგვერდი: www.yesstartup.ge. ფესტივალში მონაწილეობა უფასოა!
წაკითხულია: 738
ფაბლისითი ჯგუფი -ის ნიუსრუმი
ყველა ინფორმაცია ერთ სივრცეში
ინფორმაცია
ისტორია
PUBLICITY.GE სამ ძირითად მომსახურებას გთავაზობთ. რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მომსახურებების შესაძენად, დაინტერესებული ორგანიზაცია რეგისტრირდება PUBLICITY.GE - ზე და ხსნის მისი ორგანიზაციის პროფილს. ეს ავტომატურად ნიშნავს ორგანიზაციის ნიუსრუმის გვერდის შექმნას შემდეგი დომანური სახელით: publicity.ge/yourcompany. ნიუსრუმი, ეს არის თქვენი ორგანიზაციის დამატებითი ვეგვერდი ინტერნეტში, სადაც მედიისთვის მნიშვნელოვანი ინფორამციაა განთავსებული თქვენს ორგანიზაციაზე. ნიუსრუმის შექმნა და მასზე თქვენს შესახებ ინფორმაციის განთავსება უფასოა. მას შემდეგ, რაც თქვენმა ორგანიზაციამ შექმნა საკუთარი პროფილი PUBLICITY.GE - ზე და უკვე გააჩნია ნიუსრუმი, თქვენ შეგიძლიათ შემდეგი მომსახურებებით სარგებლობა: მომსახურება 1 - მედია მასალის განთავსება მოამზადეთ მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი მულტიმედია ფორმატში მარტივი, ონლაინ ფორმის შევსების გზით, რომელსაც თქვენი პროფილიდან შექმნით. აირჩიეთ ის მედია საშუალებები, ჟურნალისტები და სხვა მომხმარებლები, რომლებიც არიან დარეგისტრირებულები PUBLICITY.GE - ზე და ღილაკზე ერთი დაწკაპუნებით გაავრცელეთ თქვენს მიერ მომზადებული მულტიმედია სიახლე ხელმომწერებში. მათ თქვენი გზავნილი მეილზე ბმულის სახით მიუვათ. გარდა ამისა, თქვენი მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი ავტომატურად განთავსდება PUBLICITY.GE - ს თემატურ კატეგორიაში და ის ხელმისაწვდომი იქნება ამ საიტის ვიზიტორებისათვის. მომსახურება 2 - მედიაში გარანტირებული გავრცელება თუ თქვენ დაინტერესებული ხართ, რომ თქვენი მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი გარანტირებულად რომელიმე თქვენთვის სასურველ მედია საშუალებაში გავრცელდეს, აირჩიეთ გარანტირებული გავრცელება, მონიშნეთ ერთი ან რამოდენიმე მედია საშუალება, სადაც გინდათ რომ ინფორმაცია თქვენზე გარანტირებულად გავრცელდეს და დააწკაპუნეთ გაგზავნის ღილაკს. თქვენი სიახლე გაიგზავნება თქვენს მიერ შერჩეულ ხელმომწერებში, ის ავტომატურად აისახება საიტზე PUBLICITY.GE და გარანტირებულად, 2 დღის განმავლობაში გავრცელდება თქვენს მიერ შერჩეულ მედია საშუალებაში. მომსახურება 3 - მედია მასალის მომზადება თუ თქვენს ორგანიზაციას არ ყავს მედია მასალის მომზადებაზე პასუხისმგებელი პირი, ან სხვა საქმეების გამო, მსგავსი მასალის მოსამზადებლად დრო არ გრჩებათ, ჩვენი თანამშრომლები დაგეხმარებიან მედია ანონსების, პრესრელიზებისა და ვიდეო რელიზების მომზადებაში. ჩვენ, ბოლო რამოდენიმე წელიწადია საკმაოდ დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა მსგავსი მასალების მომზადების საქმეში. ჩვენი გუნდი, თქვენს სიახლეს სწორ პოზიციონირებას მისცემს და მას წაკითხვადს გახდის. ჩვენი ბიზნეს მოდელი ერთი მხირვ, ჩვენი მომსახურება განკუთვნილია მედიის წარმომადგენლებისათვის. PUBLICITY.GE - ის საშუალებით, ჟურნალისტები მათ ელექტრონულ ფოსტაზე, ინტერნეტ ბმულის საშუალებით რეგულარულად იღებენ თქვენს მიერ გავრცელებულ მედია ანონსებს, პრესრელიზებსა და ვიდეო რელიზებს მულტიმედია ფორმატში. გარდა ჟურნალისტებისა, თქვენს მიერ გავრცელებულ მედია მასალებს, ელექტრონულ ფოსტაზე ასევე იღებს სხვა მომხმარებელი. ხელმომწერთა ბაზა რეგულარულად განახლებადია. მეორე მხრივ, ჩვენი მომსახურება განკუთვნილია სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ჩვენი სახით, სანდო და პროაქტიულ პარტნიორს იძენენ მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში, რაც ხელს უწყობს მათი ორგანიზაციების რეპუტაციის მართვას. მესამე მხრივ, ჩვენი სერვისი შეიძლება განხილულ იქნას, როგორც დამატებითი მედია საშუალება, WEB 2 პლათფორმა, რომელიც საკუთარ სივრცეში სამუდამოდ განათავსებს თქვენს მედია ანონსს, პრესრელიზს, ვიდეო რელიზს და თქვენი ორგანიზაციის ნიუსრუმს. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება ყველა ინტერნეტ მომხმარებლისთვის. ინტერნეტში თქვენი ინფორმაციის უფრო ფართოდ გავრცელების მიზნით, ჩვენი სოციალური მედია პლათფორმების საშუალებით, ჩვენ ხელს ვუწყობთ თქვენი სიახლის ფართო წრეებში გაზიარებას და ამ მხრივ, თქვენი ონლაინ ცნობადობის ზრდას.
ფაქტების ფურცელი
წლიური ანგარიშები
ბიბლიოთეკა
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
მედია ჩვენზე
სოციალური მედია არხები
ვებგვერდი
მედია კონტაქტები
მაია ჩიტაშვილი
პიარ ექსპერტი
593260906
maiko@publicity.ge