ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
20/03/2017
ფრანგი სპეციალისტები საქართველოში მესაქონლეობის დარგით დაინტერესდნენ
საფრანგეთის ეკონომიკის სამინისტროს პროექტის „კერძო სექტორის გაუმჯობესება“ ფარგლებში, საქართველოში სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის მეცხოველეობის ინსტიტუტის წარმომადგენლები იმყოფებიან.
ფრანგ სპეციალისტებს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილე ნოდარ ხატიაშვილი და ცენტრის მეცხოველეობის, ვეტერინარიისა და საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტის წარმომადგენლები შეხვდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გენეტიკური, რეპროდუქციული და ხელოვნური განაყოფიერების საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს მესაქონლეობაში არსებულ მდგომარეობას, ასევე სახელმწიფოს მხრიდან დარგის განვითარებისთვის განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებს. ფრანგულმა მხარემ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან ერთად მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ქართული ჯიშების გაუმჯობესების საკითხებში თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთს ჯიშთა გაუმჯობესების მიმართულებით დიდი გამოცდილება აქვს.
საფრანგეთის ეკონომიკის სამინისტროს პროექტი „კერძო სექტორის გაუმჯობესება“ სამ ეტაპად იყოფა. პირველი ეტაპი შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან შეხვედრებს გულისხმობს; მეორე, რომელიც აპრილში განხორციელდება, ადგილობრივი ფერმერების ბაზების დათვალიერებას, ტექნიკისა და ტექნოლოგიების გაცნობას, ხოლო მესამე ეტაპი, რომელიც სექტემბერშია დაგეგმილი, საფრანგეთის მეცხოველეობის ინტიტუტის წარმომადგენლების მიერ საქართველოს ბაზრის შესწავლსა და ეკონომიკური ანალიზის მოამზადებას ითვალისწინებს.
აღნიშნული ანალიზის გათვალისწინებით, საქართველოში, ინვესტორებთან ერთად, ორი საპილოტე ფერმის მოწყობა იგეგმება.
ორგანიზაციის შესახებ
სოფლის მეურნეობის სამინისტროს
სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი;
მის: მ. გელოვანის გამზ. #6;
www.srca.gov.ge; info@srca.gov.ge; 2 05 35 00;
წაკითხულია: 20