ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
12/03/2017
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260609 | maiko@publicity.ge
ქართველმა ახალგაზრდამ შშმ პირებისთვის ინოვაციური ეტლი შექმნა
დემირელის კოლეჯის მოსწავლე კარლო ხუციშვილი საზოგადოებას კიდევ ერთ ინოვაციურ გამოგონებას სთავაზობს. Non stop – ასე ქვია მოდერნიზირებულ ეტლს, რომელიც მეთორმეტე კლასელმა ინოვატორმა შექმნა.
დამამთავრებელი კლასის მოსწავლე უკვე არაერთი პროექტის ავტორია. ახალგზარდა გამომგონებელი უკვე სამჯერ იყო მილენიუმის გამომგონებელთა პროექტის ფინალისტი. მის სხვადასხვა გამარჯვებებსა და წარმატებებს შორისაა: ნასაში მოგზაურობა, წლის ინოვატორის ტიტული, IYIPO-ს ოქროს მედალი, პირველი ადგილის ათასწლეულის გამომგონებელთა კონკურსში და სხვა მრავალი აღიარება.
წელს კარლომ ახალი პროექტი თავის მეგობრებთან, ეტლით მოსარგებლე ახალგაზრდებთან ერთად შექმნა და მილენიუმი გამომგონებელთა პროექტის ფინალშიც მოხვდნენ. პროექტი Non Stop - შშმპ ეტლების უსაზღვრო შესაძლებლობების სრულიად ახალი მოდელია. მასზე კარლომ ნინო აბელაშვილთან ერთად იმუშავა. ახალტექნოლოგიური გამოგონება ეტლით მოსარგებლეთათვისაა შექმნილი, რომლის საშუალებითაც შშმ პირები ფაქტობრივად "შეუჩერებლად"-დაბრკოლებების სწრაფი გადალახვით შეძლებენ გადაადგილებას და დანიშნულების ადგილის მიღწევას.
ახალი გამოგონების საშუალებით, შესაძლებელია ეტლით მოსარგებლისთვის უსაფრთხოდ გადაადგილება სხვისი დახმარების გარეშე. იგი იძლევა გზის კონტროლის და ეტლის ამინდის შესაბამისად ადაპტირების საშუალებას. ამასთან, აღნიშნული პროექტით შეიძლება ეტლის მორგება ხელის მტევნის პრობლემის მქონე, ეტლით მოსარგებლე პირებზე. მნიშვნელოვანია ისი, რომ სპეციალური პროგრამა და GPS აგვარებს პარკირების პრობლემას.
ორგანიზაციის შესახებ
ახალგაზრდების პროექტისადმი ინტერესი საკმაოდ დიდია და გამომგონებლების შემდგომი ეტაპი ინოვაციური ეტლის მაქსიმალურად დახვეწა, გაუმჯობესება და ბიზნეს პარტნიორის მოძიებაა.
წაკითხულია: 1079
შპს დემირელის კოლეჯი -ის ნიუსრუმი
ყველა ინფორმაცია ერთ სივრცეში
ინფორმაცია
ისტორია
ფაქტების ფურცელი
წლიური ანგარიშები
ბიბლიოთეკა
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
მედია ჩვენზე
სოციალური მედია არხები
ვებგვერდი
მედია კონტაქტები
მაია ჩიტაშვილი
პიარ ექსპერტი
593260609
maiko@publicity.ge