ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
05/06/2019
ქუთაისში ახლადრეაბილიტირებული 10-ე და 32 საჯარო სკოლები გაიხსნება
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში, ქუთაისში 10-ე და 32-ე საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა, რის შედეგადაც, 1450 მდე მოსწავლეს გაუუმჯობესდა სასწავლო გარემო. საქართველოსა და აშშ-ის მთავრობების ერთობლივი ძალისხმევით, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში აღნიშნული სკოლების სასწავლო ინფრასტრუქტურა სრულად რეაბილიტირდა და აღიჭურვა თანამედროვე საბუნებისმეტყველო ლაბორატორიით.
ახლადრეაბილიტირებული ქუთაისის #10 საჯარო სკოლა 6 ივნისს 12:30 საათზე, ხოლო 32-ე სკოლა - 13 საათზე ოფიციალურად გაიხსნება. ღონისძიებას ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტი ენტონი უელჩერი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ნათია ზედგენიძე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბედ რუდი და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები დაესწრებიან. ფონდი საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო პროექტს აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტით/გრანტით ახორციელებს.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის დაფინანსებით, საქართველოს რეგიონებში 78 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია და აღჭურვა განხორციელდა, რომელთაგან 8 სკოლა ქუთაისში მდებარეობს.
ჯამში, 91 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციის შედეგად, სასწავლო გარემო 40 ათასამდე მოსწავლეს გაუუმჯობესდება. პროექტის ბიუჯეტი 54 მილიონი აშშ დოლარია.
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 331