ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
06/07/2018
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
ქუთაისში უნიკალური კრიოაბლაციის ოპერაციები დაინერგა
კრიო აბლაცია, რომელიც თბილისის შემდეგ უკვე ქუთაისის ცენტრალური სავადმყოფოშიც რეგულარულად ჩაატარდება წინაგულების ფიბრილაციის სამკურნალო პროცედურაა, რომლის დროსაც გამოიყენება ინოვაციური მოყინვის ტექნოლოგია. პროცედურის დროს Arctic Front Advance™ კათეტერით გაბერილ ბალონში გამაგრილებელი ნივთიერება შედის, ქსოვილს ყინავს და იმ არასასურველ ელექტრულ სქემებს თიშავს, რაც ხელს უწყობს წინაგულების ფიბრილაციას.
“ქუთაისში დანერგილი ეს მეთოდი - კრიოაბლაცია არის ინოვაცია. მისი მეშვეობით პაციენტებს ეძლევათ საშუალება გაიუმჯობესონ ცხოვრების ხარისხი. ეს პროცედურა, რომელიც 1-2 საათის განმავლობაში გრძელდება, არის კათეტერიზაცია, რომელიც არ საჭიროებს ღია ჭრილობის გაკეთებას გულ-მკერდის არეში. ოპერაციის მეორე დღესვე პაციენტებს შეუძლიათ განაგრძონ ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში და თავი იგრძნონ ბევრად უფრო კარგად, ჯანმრთელად. მისი ეფექტურობა სრულიად გარანტირებულია.” - განაცხადა უნგრელმა კარდიოქირურგმა, ჩაბა ფოლდეშმა.

“მოხარულები ვართ, რომ ქუთაისი უკვე ვატარებთ კრიო აბლაციის ოპერაციებს. კრიოაბლაცია, მინი-ინვაზიური პროცედურა არის საუკეთესო საშუალება, რომელიც უმაღლეს შედეგს იძლევა. პროცედურა არის უფრო ეფექტური, ადვილი, სწრაფი და რაც მთავარია ბევრად უფრო უსაფრთხო. რაც მთავარია ის იძლევა ძალიან კარგ შედეგს უმოკლეს დროში.” - აღნიშნა გიორგი ჩხოლარიამ.
წინაგულების ფიბრილაცია სერიოზული, საკმაოდ გავრცელებული გულის თანაბარი რითმის დარღვევაა. იგი მსოფლიო მასშტაბით 33.5 მილიონ ადამიანს აწუხებს. ამ მხრივ წინაგულების ფიბლაცია საქართველოშიც ერთ-ერთი მწვავე და გავრცელებული კარდიოლოგიური პრობლემაა. კრიოაბლაცია კი მაღალტექონოლიგიური ქირურგიული ოპერაციაა, რომელიც კონკრეტული პრობლემის დროს გამოიყენება. პროცედურის 80-90%-ს სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამა ანაზღაურებს. კრიოაბლაციის მეშვეობით ხდება არითმიის დიაგნოსტიკა და მისი მექანიზმის გარკვევა, შემდეგ არითმიის კერის (უჯრედების ჯგუფის, დამატებითი გამტარი გზის) მოშორება და ამ არითმიისგან პაციენტის საბოლოო განკურნება.

აღნიშნული ტექნოლოგია უკვე 370,000 პაციენტთან გამოიყენეს მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაში. თბილისში კი უკვე 100-ზე მეტი წარმატებული კრიოაბლაციის ოპერაცია ჩატარდა ერთ წელზე ნაკლები დროის განმავლობაში. ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფო ერთადერთ ჰოსპიტალს წარმოადგენს მთელს დასავლეთ საქართელოში, სადაც აღნიშნული უახლესი მეთოდი დაინერგა.

უნიკალური ოპერაციის დროს Arctic Front Advance™-ის ბალონის ფორმა საშუალებას მისცემს ექიმებს შეაღწიონ ფილტვის ვენებში და დაიწყონ მკურნალობა სწრაფად და რაც მთვარია, ეფექტურად.
სტატისტიკა: საქართველოში უეცარი კარდიული სიკვდილით ყოველწლიურად 3 700 ადამიანი იღუპება, რაც დღეში 10-11 ადამიანის სიკვდილს ნიშნავს. მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად 7 მილიონი უეცარი კარდიული სიკვდილი ფიქსირდება. ეს კი ყოველ 4 წამში ერთ გარდაცვლ ადამიანს ნიშნავს. სახიფათო არითმიის დაწყებიდან ყოველ 1 წთ-ში 8-10%-ით მცირდება პაციენტის გადარჩენის შანსი. ასეთი პაციენტების 95% კლინიკაში მოხვედრამდე იღუპება, ხოლო “ჩუმი”, აღმოუჩენელი წინაგულთა ფიბრილაცია გავრცელებული მიზეზია ინსულტისა და გაიდლაინებში მოცემულია რჩევა, რომ ჩატარდეს პირობითი და მიზნობრივი ინტენსიური ეკგ სკრინინგი წინაგულთა ფიბილაციის აღმოსაჩენად, ყველა პაციენტში, 65 წელს ზემოთ ან იმ პაციენტებში ვისაც აქვთ ინსულტი ან გარდამავალი იშემიური შეტევა.

პროცედურის შესახებ: კრიო აბლაცია მინი ინვაზიური პროცედურაა. ამ პროცედურის დროს ადგილობრივი ანესთეზია ბარძაყის ან ლავიწქვეშა მიდამოში კეთდება და შესაბამის ვენაში რამდენიმე კათეტერი დგება. აღნიშნული კათეტერების მეშვეობით გულში სადიაგნოსტიკო და სააბლაციო ელექტროდები შეჰყავთ. ელექტროდები გულში სათანადო ადგილებში თავსდება, მათი მეშვეობით, სათანადო ელექტრული იმპულსების გამოყენებით კი ხდება არითმიის ხელოვნური გამოწვევა და ინფორმაციის ჩაწერა. ზუსტი დიაგნოზისა და არითმიის მექანიზმის დადგენის შემდეგ უკვე იწყება კათეტერული აბლაცია.
კრიოაბლაციის დროს, სპეციალური კათეტერის საშუალებით ხდება არითმიის კერის (უჯრედების ჯგუფის, დამატებითი გზის) დაზიანება (მოყინვა). კრიოაბლაციის ხანგრძლივობა დაახლოებით 1-3 საათია.
ორგანიზაციის შესახებ
კლინიკის შესახებ: შპს ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფო (ყოფილი ქუთაისის რკინიგზის საავადმყოფო), მდებარეობს სოლომონ I-ის ქუჩა #10-ში. 2015 წლიდან საავადმყოფოს მართავს შპს ჯეო ჰოსპიტალსი, რომლის მფლობელობაშიც გადავიდა 2017 წლიდან. საავადმყოფოს გააჩნია შემდეგი პროფილები: ანესთეზიოლოგია რეანიმაცია, კარდიოლოგია (მათ შორის ინტერვენციული), ანგიოლოგია (მათ შორის ინტრევენციული), ქირურგია (მათ შორის ვისცერალური და მცირეინვაზიური ქირურგია), ორთოპედია ტრავმატოლოგია, ნეიროქირურგია, პროქტოლოგია, თერაპია, ნევროლოგია, ენდოკრინოლოგია და. ა. შ. საავადმყოფოში განვითარებულია დიაგნოსტიკური სამსახური. მათ შორის, რადიოლოგია ფართო სპექტრით (ზოგადი, კარდიო, ანგიო ულტრასონოგრაფია, რენტგენი, კომპიუტერული ტომოგრაფია), კარდიოფუნქციონალური დიაგნოსტიკა, სამკურნალო და დიაგნოსტიკური ენდოსკოპია; საავამდყოფოს გააჩნია განვითარების მძლავრი პოტენციალი. რისი გათვალისწინებითაც კომპანია ორიენტირებულია სამედიცინო სერვისების გაფართოებაზე,
დაწესებულებაში ოპერაციებს ატარებენ ადგილობრივი და ევროპის ამყვანი სამედიცინო დაესებულებებიდან მოწვეული სპეციალისტები;
კლინიკა დაკომპლექტებულია მაღალი პასუხისმგებლობის მქონე პროფესიონალი კადრებით, რომლებიც პერმანენტულად კვალიფიკაციას იმაღლებენ, ამერიკისა და ევროპის წამყვან კლინიკებში;
წაკითხულია: 405
ფაბლისითი ჯგუფი -ის ნიუსრუმი
ყველა ინფორმაცია ერთ სივრცეში
ინფორმაცია
ისტორია
PUBLICITY.GE სამ ძირითად მომსახურებას გთავაზობთ. რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მომსახურებების შესაძენად, დაინტერესებული ორგანიზაცია რეგისტრირდება PUBLICITY.GE - ზე და ხსნის მისი ორგანიზაციის პროფილს. ეს ავტომატურად ნიშნავს ორგანიზაციის ნიუსრუმის გვერდის შექმნას შემდეგი დომანური სახელით: publicity.ge/yourcompany. ნიუსრუმი, ეს არის თქვენი ორგანიზაციის დამატებითი ვეგვერდი ინტერნეტში, სადაც მედიისთვის მნიშვნელოვანი ინფორამციაა განთავსებული თქვენს ორგანიზაციაზე. ნიუსრუმის შექმნა და მასზე თქვენს შესახებ ინფორმაციის განთავსება უფასოა. მას შემდეგ, რაც თქვენმა ორგანიზაციამ შექმნა საკუთარი პროფილი PUBLICITY.GE - ზე და უკვე გააჩნია ნიუსრუმი, თქვენ შეგიძლიათ შემდეგი მომსახურებებით სარგებლობა: მომსახურება 1 - მედია მასალის განთავსება მოამზადეთ მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი მულტიმედია ფორმატში მარტივი, ონლაინ ფორმის შევსების გზით, რომელსაც თქვენი პროფილიდან შექმნით. აირჩიეთ ის მედია საშუალებები, ჟურნალისტები და სხვა მომხმარებლები, რომლებიც არიან დარეგისტრირებულები PUBLICITY.GE - ზე და ღილაკზე ერთი დაწკაპუნებით გაავრცელეთ თქვენს მიერ მომზადებული მულტიმედია სიახლე ხელმომწერებში. მათ თქვენი გზავნილი მეილზე ბმულის სახით მიუვათ. გარდა ამისა, თქვენი მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი ავტომატურად განთავსდება PUBLICITY.GE - ს თემატურ კატეგორიაში და ის ხელმისაწვდომი იქნება ამ საიტის ვიზიტორებისათვის. მომსახურება 2 - მედიაში გარანტირებული გავრცელება თუ თქვენ დაინტერესებული ხართ, რომ თქვენი მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი გარანტირებულად რომელიმე თქვენთვის სასურველ მედია საშუალებაში გავრცელდეს, აირჩიეთ გარანტირებული გავრცელება, მონიშნეთ ერთი ან რამოდენიმე მედია საშუალება, სადაც გინდათ რომ ინფორმაცია თქვენზე გარანტირებულად გავრცელდეს და დააწკაპუნეთ გაგზავნის ღილაკს. თქვენი სიახლე გაიგზავნება თქვენს მიერ შერჩეულ ხელმომწერებში, ის ავტომატურად აისახება საიტზე PUBLICITY.GE და გარანტირებულად, 2 დღის განმავლობაში გავრცელდება თქვენს მიერ შერჩეულ მედია საშუალებაში. მომსახურება 3 - მედია მასალის მომზადება თუ თქვენს ორგანიზაციას არ ყავს მედია მასალის მომზადებაზე პასუხისმგებელი პირი, ან სხვა საქმეების გამო, მსგავსი მასალის მოსამზადებლად დრო არ გრჩებათ, ჩვენი თანამშრომლები დაგეხმარებიან მედია ანონსების, პრესრელიზებისა და ვიდეო რელიზების მომზადებაში. ჩვენ, ბოლო რამოდენიმე წელიწადია საკმაოდ დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა მსგავსი მასალების მომზადების საქმეში. ჩვენი გუნდი, თქვენს სიახლეს სწორ პოზიციონირებას მისცემს და მას წაკითხვადს გახდის. ჩვენი ბიზნეს მოდელი ერთი მხირვ, ჩვენი მომსახურება განკუთვნილია მედიის წარმომადგენლებისათვის. PUBLICITY.GE - ის საშუალებით, ჟურნალისტები მათ ელექტრონულ ფოსტაზე, ინტერნეტ ბმულის საშუალებით რეგულარულად იღებენ თქვენს მიერ გავრცელებულ მედია ანონსებს, პრესრელიზებსა და ვიდეო რელიზებს მულტიმედია ფორმატში. გარდა ჟურნალისტებისა, თქვენს მიერ გავრცელებულ მედია მასალებს, ელექტრონულ ფოსტაზე ასევე იღებს სხვა მომხმარებელი. ხელმომწერთა ბაზა რეგულარულად განახლებადია. მეორე მხრივ, ჩვენი მომსახურება განკუთვნილია სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ჩვენი სახით, სანდო და პროაქტიულ პარტნიორს იძენენ მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში, რაც ხელს უწყობს მათი ორგანიზაციების რეპუტაციის მართვას. მესამე მხრივ, ჩვენი სერვისი შეიძლება განხილულ იქნას, როგორც დამატებითი მედია საშუალება, WEB 2 პლათფორმა, რომელიც საკუთარ სივრცეში სამუდამოდ განათავსებს თქვენს მედია ანონსს, პრესრელიზს, ვიდეო რელიზს და თქვენი ორგანიზაციის ნიუსრუმს. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება ყველა ინტერნეტ მომხმარებლისთვის. ინტერნეტში თქვენი ინფორმაციის უფრო ფართოდ გავრცელების მიზნით, ჩვენი სოციალური მედია პლათფორმების საშუალებით, ჩვენ ხელს ვუწყობთ თქვენი სიახლის ფართო წრეებში გაზიარებას და ამ მხრივ, თქვენი ონლაინ ცნობადობის ზრდას.
ფაქტების ფურცელი
წლიური ანგარიშები
ბიბლიოთეკა
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
მედია ჩვენზე
სოციალური მედია არხები
ვებგვერდი
მედია კონტაქტები
მაია ჩიტაშვილი
პიარ ექსპერტი
593260906
maiko@publicity.ge