ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
28/02/2019
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
ქუთაისში „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ მიერ რეაბილიტირებული ორი სკოლა გაიხსნა
„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს” საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში, ქუთაისში ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლები გაიხსნა, რის შედეგადაც 2000-მდე მოსწავლეს გაუუმჯობესდა სასწავლო გარემო.
30-ე და 36-ე საჯარო სკოლები, რომლებშიც სრულად რეაბილიტირდა სასწავლო ინფრასტრუქტურა და აღიჭურვა საბუნებისმეტყველო ლაბორატორიით, აშშ-ის ელჩის მოადგილემ, ელიზაბეთ რუდმა, ,,ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა, მაგდა მაღრაძემ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ნათია ზედგინიძემ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, შავლეგო ტაბატაძემ და სხვა ოფიციალურმა პირებმა გახსნეს.
,,ფონდი განაგრძობს საჯარო სკოლების რეაბილიტაციას საქართველოს რეგიონებში. იმერეთში 17 სკოლის რეაბილიტაციას ვახორციელებთ, საიდანაც 8 ქუთაისში მდებარეობს. წლის ბოლომდე, 91 სკოლის სრული რეაბილიტაცია და ლაბორატორიებით აღჭურვაა დაგეგმილი, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყანაში სწავლა-სწავლების პროცესის წარმატებით განხორციელებას,” -აღნიშნა „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, მაგდა მაღრაძემ.
ფონდი საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო პროექტს აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) გრანტით ახორციელებს.
,,ძალიან მიხარია, რომ ამ სკოლების მოსწავლეებს უკვე ექნებათ კომფორტული და უსაფრთხო სასწავლო გარემო, თანამედროვე საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები და კეთილმოწყობილი საკლასო ოთახები. სკოლების რეაბილიტაციის პროექტი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის 140 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს განათლების სისტემის გაძლიერებას,“ - აღნიშნა აშშ-ის ელჩის მოადგილემ, ელიზაბეთ რუდმა.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, ნათია ზედგენიძის განაცხადებით, მსგავსი ტიპის გამართული, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს განათლების სისტემის განვითარებას, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის წინსვლისთვის.
,,ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო” დასავლეთ საქართველოში 2018 წლიდან აწარმოებს 33 საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციას. 2014-2019 წლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღიჭურვა 71 საჯარო სკოლა, რის შედეგადაც სასწავლო გარემო 30,000-ზე მეტი მოსწავლისთვის გაუმჯობესდა. დღემდე, ფონდის მხარდაჭერით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 175 ათასამდე კვადრატულ მეტრ ფართს, რისთვისაც 31,811,871 აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.
საჯარო სკოლებს ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში 91-მდე საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია და მათი საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღჭურვაა დაგეგმილი.
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 112
ფაბლისითი ჯგუფი -ის ნიუსრუმი
ყველა ინფორმაცია ერთ სივრცეში
ინფორმაცია
ისტორია
PUBLICITY.GE სამ ძირითად მომსახურებას გთავაზობთ. რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მომსახურებების შესაძენად, დაინტერესებული ორგანიზაცია რეგისტრირდება PUBLICITY.GE - ზე და ხსნის მისი ორგანიზაციის პროფილს. ეს ავტომატურად ნიშნავს ორგანიზაციის ნიუსრუმის გვერდის შექმნას შემდეგი დომანური სახელით: publicity.ge/yourcompany. ნიუსრუმი, ეს არის თქვენი ორგანიზაციის დამატებითი ვეგვერდი ინტერნეტში, სადაც მედიისთვის მნიშვნელოვანი ინფორამციაა განთავსებული თქვენს ორგანიზაციაზე. ნიუსრუმის შექმნა და მასზე თქვენს შესახებ ინფორმაციის განთავსება უფასოა. მას შემდეგ, რაც თქვენმა ორგანიზაციამ შექმნა საკუთარი პროფილი PUBLICITY.GE - ზე და უკვე გააჩნია ნიუსრუმი, თქვენ შეგიძლიათ შემდეგი მომსახურებებით სარგებლობა: მომსახურება 1 - მედია მასალის განთავსება მოამზადეთ მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი მულტიმედია ფორმატში მარტივი, ონლაინ ფორმის შევსების გზით, რომელსაც თქვენი პროფილიდან შექმნით. აირჩიეთ ის მედია საშუალებები, ჟურნალისტები და სხვა მომხმარებლები, რომლებიც არიან დარეგისტრირებულები PUBLICITY.GE - ზე და ღილაკზე ერთი დაწკაპუნებით გაავრცელეთ თქვენს მიერ მომზადებული მულტიმედია სიახლე ხელმომწერებში. მათ თქვენი გზავნილი მეილზე ბმულის სახით მიუვათ. გარდა ამისა, თქვენი მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი ავტომატურად განთავსდება PUBLICITY.GE - ს თემატურ კატეგორიაში და ის ხელმისაწვდომი იქნება ამ საიტის ვიზიტორებისათვის. მომსახურება 2 - მედიაში გარანტირებული გავრცელება თუ თქვენ დაინტერესებული ხართ, რომ თქვენი მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი გარანტირებულად რომელიმე თქვენთვის სასურველ მედია საშუალებაში გავრცელდეს, აირჩიეთ გარანტირებული გავრცელება, მონიშნეთ ერთი ან რამოდენიმე მედია საშუალება, სადაც გინდათ რომ ინფორმაცია თქვენზე გარანტირებულად გავრცელდეს და დააწკაპუნეთ გაგზავნის ღილაკს. თქვენი სიახლე გაიგზავნება თქვენს მიერ შერჩეულ ხელმომწერებში, ის ავტომატურად აისახება საიტზე PUBLICITY.GE და გარანტირებულად, 2 დღის განმავლობაში გავრცელდება თქვენს მიერ შერჩეულ მედია საშუალებაში. მომსახურება 3 - მედია მასალის მომზადება თუ თქვენს ორგანიზაციას არ ყავს მედია მასალის მომზადებაზე პასუხისმგებელი პირი, ან სხვა საქმეების გამო, მსგავსი მასალის მოსამზადებლად დრო არ გრჩებათ, ჩვენი თანამშრომლები დაგეხმარებიან მედია ანონსების, პრესრელიზებისა და ვიდეო რელიზების მომზადებაში. ჩვენ, ბოლო რამოდენიმე წელიწადია საკმაოდ დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა მსგავსი მასალების მომზადების საქმეში. ჩვენი გუნდი, თქვენს სიახლეს სწორ პოზიციონირებას მისცემს და მას წაკითხვადს გახდის. ჩვენი ბიზნეს მოდელი ერთი მხირვ, ჩვენი მომსახურება განკუთვნილია მედიის წარმომადგენლებისათვის. PUBLICITY.GE - ის საშუალებით, ჟურნალისტები მათ ელექტრონულ ფოსტაზე, ინტერნეტ ბმულის საშუალებით რეგულარულად იღებენ თქვენს მიერ გავრცელებულ მედია ანონსებს, პრესრელიზებსა და ვიდეო რელიზებს მულტიმედია ფორმატში. გარდა ჟურნალისტებისა, თქვენს მიერ გავრცელებულ მედია მასალებს, ელექტრონულ ფოსტაზე ასევე იღებს სხვა მომხმარებელი. ხელმომწერთა ბაზა რეგულარულად განახლებადია. მეორე მხრივ, ჩვენი მომსახურება განკუთვნილია სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ჩვენი სახით, სანდო და პროაქტიულ პარტნიორს იძენენ მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში, რაც ხელს უწყობს მათი ორგანიზაციების რეპუტაციის მართვას. მესამე მხრივ, ჩვენი სერვისი შეიძლება განხილულ იქნას, როგორც დამატებითი მედია საშუალება, WEB 2 პლათფორმა, რომელიც საკუთარ სივრცეში სამუდამოდ განათავსებს თქვენს მედია ანონსს, პრესრელიზს, ვიდეო რელიზს და თქვენი ორგანიზაციის ნიუსრუმს. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება ყველა ინტერნეტ მომხმარებლისთვის. ინტერნეტში თქვენი ინფორმაციის უფრო ფართოდ გავრცელების მიზნით, ჩვენი სოციალური მედია პლათფორმების საშუალებით, ჩვენ ხელს ვუწყობთ თქვენი სიახლის ფართო წრეებში გაზიარებას და ამ მხრივ, თქვენი ონლაინ ცნობადობის ზრდას.
ფაქტების ფურცელი
წლიური ანგარიშები
ბიბლიოთეკა
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
მედია ჩვენზე
სოციალური მედია არხები
ვებგვერდი
მედია კონტაქტები
მაია ჩიტაშვილი
პიარ ექსპერტი
593260906
maiko@publicity.ge