ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
19/03/2021
შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო თუთუნი გამოავლინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა 45 კილოგრამი უაქციზო, დაუფასოებელი თუთუნი გამოავლინეს.
უწყების ინფორმაციით, საქმის მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, 45 კილოგრამი უაქციზო, დაუფასოებელი თუთუნი გამოავლინეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს საქონელი ჩამოერთვა. სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 72