ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
17/02/2021
შემოქმედებითი ინდუსტრიების პლატფორმა სექტორის საჭიროებების კვლევის შედეგებს აქვეყნებს
შემოქმედებითი ინდუსტრიების სექტორის საჭიროებების კვლევა ჩატარდა 2020 წლის ნოემბერი-დეკემბერში. კვლევის მიზანია იმ საჭიროებების გამოკვეთა, რომელიც სექტორის განვითარებას და მდგრადობას შეუწყობს ხელს. კვლევაში კულტურის სექტორში ჩართული 400-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
კვლევის შედეგად გაირკვა, რომ სამ ძირითად გამოწვევად სექტორში მიიჩნევა სახელმწიფოსთვის კულტურის სფერო არაპრიორიტეტულობა (55.8%), საკანონმდებლო ბაზაში ცვლილებების შეტანის აუცილებლობა (35.2%) და კულტურის სფეროში ფართო, ხარისხიანი კვლევის ჩატარების აუცილებლობა (33.9%).
ყველაზე მეტად შემოქმედებითი ინდუსტრიების წარმომადგენლები შემდეგ სერვისებს საჭიროებენ: რეგულარული ინფორმაციის მიღება სექტორის ადგილობრივი, რეგიონული და საერთაშორისო სიახლეების შესახებ (60.1%), საგანმანათლებლო აქტივობაში მონაწილეობა (53.3%), პროფესიულ ნეთვორქინგს, რაც გულისხმობს ინფორმაციის ურთიერთგაცვლის, მხარდაჭერისა და კავშირების სისტემას (42.2%) და სხვა.

კვლევის შედეგები სრულად იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3arajsA
შემოქმედებითი ინდუსტრიების პლატფორმა შეიქმნა 2020 წელს და დღეისთვის სფეროს 700-ზე მეტ წარმომადგენელს აერთიანებს. პლატფორმის მუშაობის ძირითადი მიმართულებებია სხვადასხვა მასშტაბის დარგობრივი კვლევები, სექტორში დასაქმებული პროფესიონალებისთვის არაფორმალური განათლების ხელშეწყობა და კომუნიკაციის გამარტივება შემოქმედებითი ინდუსტრიების და სხვა დაინტერესებულ ადამინებს / სექტორებს შორის (საჯარო სექტორი, ბიზნეს სექტორი, სტარტაპერები, მედია, სტუდენტები).
ორგანიზაციის შესახებ
საკონტაქტო პირი:
ნინო წითლანაძე
593750349
წაკითხულია: 210