ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
15/11/2018
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
შინმოვლის სასწავლო კურსი 400-მდე სტუდენტმა წარმატებით გაიარა
14 ნოემბერს, საქართველოს კარიტასის ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სერთიფიკატების გადაცემის საზეიმო ღონისძიება გაიმართა. სერთიფიკატები გადაეცა ყველა იმ სტუდენტს, ვინც შინმოვლის სასწავლო კურსი წარმატებით დაასრულა.

მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში, 400-ზე მეტმა სტუდენტმა თბილისიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან გაიარეს საქართველოს კარიტასის ჯანდაცვის პროგრამის სასწავლო ცენტრის, შინმოვლის სასწავლო კურსი. ცენტრში მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ხელს უწყობს პაციენტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდებას, საექთნო საქმის განვითარებას, სამედიცინო სასწავლებლების სტუდენტებისა და სამედიცინო დაწესებულებების პერსონალის პროფესიულ განვითარებას.

შეხვედრას ესწრებოდნენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, კერძო კოლეჯების, სამედიცინო დაწესებულებებისა და კერძო კოლეჯების ასოციაციის წარმომადგენლები.

დამსწრე სტუმრებმა და ტრენერებმა სტუდენტებს მიულოცეს სასწავლო კურსის დასრულება და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს საექთნო განათლების განვითარების მნიშვნელობას საქართველოში.

საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის მენეჯერის - გაიოზ ყუბანეიშვილის თქმით, სტუდენტების დაინტერესება წლიდან წლამდე მზარდია და დასაქმების მაჩვენებელიც საკმაოდ მაღალი - რადგანაც, მაღალკვალიფიციური პერსონალის საჭიროება არსებობს.
დაჯილდოების ცერემონიაზე ორგანიზატორებმა და სტუმრებმა სხვადასხვა მნიშვნელოვან თემებზე გაამახვილეს ყურადღება. საქართველოს კარიტასის დირექტორმა - ანაჰით მხოიანმა კურსდამთავრებულებს წარმატებები უსურვა და საექთნო საქმისადმი მამაკაცების მეტად დაინტერესების სურვილი გამოთქვა.

,,გაგიმართლათ, რადგანაც სერტიფიკატები გადმოგეცათ ამ სფეროში ყველაზე კვალიფიციური ორგანიზაციისგან“, - აღნიშნა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა - კახა ერაძემ.
სასწავლო კურსს ახორციელებს საქართველოს კარიტასის ჯანდაცვის პროგრამის სამედიცინო გუნდი შინმოვლის პროექტის ფარგლებში, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრო და გერმანიის კარიტასის ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის ფარგლებში, საშუალოდ, წელიწადში სხვადასხვა პროფესიული კოლეჯის 400 სტუდენტი იღებს ცოდნას შინმოვლის მიმართულებით. გეგმაშია, პედაგოგების მასშტაბური გადამზადებაც, რათა პროგრამამ რეგიონებიც მოიცვას.
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 325
ფაბლისითი ჯგუფი -ის ნიუსრუმი
ყველა ინფორმაცია ერთ სივრცეში
ინფორმაცია
ისტორია
PUBLICITY.GE სამ ძირითად მომსახურებას გთავაზობთ. რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მომსახურებების შესაძენად, დაინტერესებული ორგანიზაცია რეგისტრირდება PUBLICITY.GE - ზე და ხსნის მისი ორგანიზაციის პროფილს. ეს ავტომატურად ნიშნავს ორგანიზაციის ნიუსრუმის გვერდის შექმნას შემდეგი დომანური სახელით: publicity.ge/yourcompany. ნიუსრუმი, ეს არის თქვენი ორგანიზაციის დამატებითი ვეგვერდი ინტერნეტში, სადაც მედიისთვის მნიშვნელოვანი ინფორამციაა განთავსებული თქვენს ორგანიზაციაზე. ნიუსრუმის შექმნა და მასზე თქვენს შესახებ ინფორმაციის განთავსება უფასოა. მას შემდეგ, რაც თქვენმა ორგანიზაციამ შექმნა საკუთარი პროფილი PUBLICITY.GE - ზე და უკვე გააჩნია ნიუსრუმი, თქვენ შეგიძლიათ შემდეგი მომსახურებებით სარგებლობა: მომსახურება 1 - მედია მასალის განთავსება მოამზადეთ მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი მულტიმედია ფორმატში მარტივი, ონლაინ ფორმის შევსების გზით, რომელსაც თქვენი პროფილიდან შექმნით. აირჩიეთ ის მედია საშუალებები, ჟურნალისტები და სხვა მომხმარებლები, რომლებიც არიან დარეგისტრირებულები PUBLICITY.GE - ზე და ღილაკზე ერთი დაწკაპუნებით გაავრცელეთ თქვენს მიერ მომზადებული მულტიმედია სიახლე ხელმომწერებში. მათ თქვენი გზავნილი მეილზე ბმულის სახით მიუვათ. გარდა ამისა, თქვენი მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი ავტომატურად განთავსდება PUBLICITY.GE - ს თემატურ კატეგორიაში და ის ხელმისაწვდომი იქნება ამ საიტის ვიზიტორებისათვის. მომსახურება 2 - მედიაში გარანტირებული გავრცელება თუ თქვენ დაინტერესებული ხართ, რომ თქვენი მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი გარანტირებულად რომელიმე თქვენთვის სასურველ მედია საშუალებაში გავრცელდეს, აირჩიეთ გარანტირებული გავრცელება, მონიშნეთ ერთი ან რამოდენიმე მედია საშუალება, სადაც გინდათ რომ ინფორმაცია თქვენზე გარანტირებულად გავრცელდეს და დააწკაპუნეთ გაგზავნის ღილაკს. თქვენი სიახლე გაიგზავნება თქვენს მიერ შერჩეულ ხელმომწერებში, ის ავტომატურად აისახება საიტზე PUBLICITY.GE და გარანტირებულად, 2 დღის განმავლობაში გავრცელდება თქვენს მიერ შერჩეულ მედია საშუალებაში. მომსახურება 3 - მედია მასალის მომზადება თუ თქვენს ორგანიზაციას არ ყავს მედია მასალის მომზადებაზე პასუხისმგებელი პირი, ან სხვა საქმეების გამო, მსგავსი მასალის მოსამზადებლად დრო არ გრჩებათ, ჩვენი თანამშრომლები დაგეხმარებიან მედია ანონსების, პრესრელიზებისა და ვიდეო რელიზების მომზადებაში. ჩვენ, ბოლო რამოდენიმე წელიწადია საკმაოდ დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა მსგავსი მასალების მომზადების საქმეში. ჩვენი გუნდი, თქვენს სიახლეს სწორ პოზიციონირებას მისცემს და მას წაკითხვადს გახდის. ჩვენი ბიზნეს მოდელი ერთი მხირვ, ჩვენი მომსახურება განკუთვნილია მედიის წარმომადგენლებისათვის. PUBLICITY.GE - ის საშუალებით, ჟურნალისტები მათ ელექტრონულ ფოსტაზე, ინტერნეტ ბმულის საშუალებით რეგულარულად იღებენ თქვენს მიერ გავრცელებულ მედია ანონსებს, პრესრელიზებსა და ვიდეო რელიზებს მულტიმედია ფორმატში. გარდა ჟურნალისტებისა, თქვენს მიერ გავრცელებულ მედია მასალებს, ელექტრონულ ფოსტაზე ასევე იღებს სხვა მომხმარებელი. ხელმომწერთა ბაზა რეგულარულად განახლებადია. მეორე მხრივ, ჩვენი მომსახურება განკუთვნილია სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ჩვენი სახით, სანდო და პროაქტიულ პარტნიორს იძენენ მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში, რაც ხელს უწყობს მათი ორგანიზაციების რეპუტაციის მართვას. მესამე მხრივ, ჩვენი სერვისი შეიძლება განხილულ იქნას, როგორც დამატებითი მედია საშუალება, WEB 2 პლათფორმა, რომელიც საკუთარ სივრცეში სამუდამოდ განათავსებს თქვენს მედია ანონსს, პრესრელიზს, ვიდეო რელიზს და თქვენი ორგანიზაციის ნიუსრუმს. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება ყველა ინტერნეტ მომხმარებლისთვის. ინტერნეტში თქვენი ინფორმაციის უფრო ფართოდ გავრცელების მიზნით, ჩვენი სოციალური მედია პლათფორმების საშუალებით, ჩვენ ხელს ვუწყობთ თქვენი სიახლის ფართო წრეებში გაზიარებას და ამ მხრივ, თქვენი ონლაინ ცნობადობის ზრდას.
ფაქტების ფურცელი
წლიური ანგარიშები
ბიბლიოთეკა
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
მედია ჩვენზე
სოციალური მედია არხები
ვებგვერდი
მედია კონტაქტები
მაია ჩიტაშვილი
პიარ ექსპერტი
593260906
maiko@publicity.ge