ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
15/11/2018
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
ჩემი ლექტორიც იმავე ხელფასზე მუშაობს, რაზეც მე - თამარ გოგრიჭიანის წარმატების ისტორია
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა, სამზარეულოში ფუსფუსი მისი გატაცება იყო და ამ სფეროში პროფესიული განათლების მიღებაც გადაწყვიტა. თუმცა, საყვარელმა საქმემ მის ცხოვრებაში დიდი ადგილი დაიკავა. დღეს თამარ გოგრიჭიანი მზარეულის პროფესიით არის დასაქმებული და ახლახანს პროფესიულ განათლებაში წლის საუკეთესო სტუდენტის ჯილდოც მოიპოვა- ათასწლეულის ფონდის მიერ ორგანიზებულ კონკურსში „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2018“-ის მფლობელი გახდა.
„საკმაოდ პრესტიჟული ჯილდოა და ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ. მიხარია, რომ მსგავს ღონისძიებებს ატარებენ და ზოგადად, პროფესიულ განათლებას ხელი ეწყობა. ეს დიდი მოტივაციის წყაროა ჩემთვის. ასეთ დროს უფრო თავდაჯერებული ხდები და უფრო მეტის კეთების სურვილი გიჩნდება,“- ამბობს თამარ გოგრიჭიანი.
მომავლის გეგმებზე საუბრისას, თამარ გოგრიჭიანი ამბობს, რომ მიუხედავად უმაღლესში მიღებული განათლებისა, საქმიანობას პროფესიული განათლების ფარგლებში შეძენილი პროფესიით განაგრძობს.
„აქ უფრო ვხედავ ჩემ თავს და ვფიქრობ, ამ მიმართულებით უფრო წარმატებული ვიქნები. ძალიან ბევრი რამ ვისწვალე კოლეჯში. ყველაზე მნიშვნელოვანი - ჩემი პროფესიის სიყვარული ვისწავლე. როცა იმას აკეთებ, რაც გიყვარს არასდროს იღლები. ეს შემოქმედებითი პროცესია და არა სამუშაო, რომელსაც მხოლოდ იმიტომ ასრულებ, რომ ანაზღაურება მიიღო,“- ამბობს თამარ გოგრიჭიანი.
თამარ გოგრიჭიანმა პროფესიულ კოლეჯში 2016 წელს ჩააბარა. სწავლის დაწყებიდან 7 თვეში სტაჟირება „ბილტმორში“ დაიწყო, რომელიც ერთ თვეში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, მეორე კვირას უკვე ანაზღაურებადი სამსახური შესთავაზეს. მას შემდეგ კარიერულ კიბეზე ორი საფეხურით დაწინაურდა. პარალულურად იღებდა შემოთავაზებებს სხვა კომპანიებისგან, თუმცა ამბობს, რომ გარემო სადაც მუშაობს, ოჯახურია, შეეჩვია და განვითარებისა და წინსვლის პერსპექტივასაც სწორედ აქ ხედავს. დღეს თამარ გოგრიჭიანს იმ ოდენობის ხელფასი აქვს, რამდენიც მის ლექტორს.
„ზოგადად, ამ სფეროში მაღალი ანაზღაურებაა. მაგალითისთვის გეტყვით, ლექტორთან ვსაუბრობდი უნივერსიტეტში და აღმოჩნდა, რომ ჩემი ლექტორიც იმავე ხელფასზე მუშაობს, რაზეც მე. ასოცირებული პროფესორია ეს ადამიანი, მე კი ამ სფეროში ახალი ვარ. 2 წლის სტაჟი მაქვს, ამხელა განსხვავებაა ჩვენს პროფესიულ განვითარებაში, მაგრამ ანაზღაურება ერთნაირი გვაქვს. ამასთან, კარიერულ განვითარებასთან ერთად, რა თქმა უნდა, ანაზღაურების გაზრდის პერსპექტივაც დიდია,“- ამბობს გოგრიჭიანი.
პროფესიული განათლება გაცვლით პროგრამებსაც მოიცავს. საზღვარგარეთ სტაჟირების გავლის დროს, საკმაოდ რეალურია იქ დასაქმებაც და ამის მაგალითებიც გვაქვს. თამარ გოგრიჭიანი იხსენებს, რომ ცოტა ხნის წინ, მსგავსი პროგრამით კოლეჯიდან გერმანიაში წასულ სტუდენტებს სამუშაოდ დარჩენა შესთავაზეს.

თამარ გოგრიჭიანის სამომავლო გეგმები მის ლამაზ მოგონებებს და რაჭაში, სოფელ გლოლაში გატარებულ ბავშვობის წლებს უკავშირდება.

„თბილისში დავიბადე, მაგრამ შემდეგ 5 წელი რაჭაში, სოფელ გლოლაში გავატარე. შესანიშნავი ბავშვობა მქონდა, პირველი კლასიდან მეხუთემდე ვცხოვრობდი იქ და ეს პერიოდი ჩემთვის დაუვიწყარი მოგონებებია. იქაურობა ისე მიყვარს, რაღაც პერიოდის შემდეგ, მგონია, აუცილებლად დავბრუნდები. ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ იქ პატარა რესტორანს გავაკეთებ,“- ამბობს თამარ გოგრიჭიანი.
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 155
ფაბლისითი ჯგუფი -ის ნიუსრუმი
ყველა ინფორმაცია ერთ სივრცეში
ინფორმაცია
ისტორია
PUBLICITY.GE სამ ძირითად მომსახურებას გთავაზობთ. რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მომსახურებების შესაძენად, დაინტერესებული ორგანიზაცია რეგისტრირდება PUBLICITY.GE - ზე და ხსნის მისი ორგანიზაციის პროფილს. ეს ავტომატურად ნიშნავს ორგანიზაციის ნიუსრუმის გვერდის შექმნას შემდეგი დომანური სახელით: publicity.ge/yourcompany. ნიუსრუმი, ეს არის თქვენი ორგანიზაციის დამატებითი ვეგვერდი ინტერნეტში, სადაც მედიისთვის მნიშვნელოვანი ინფორამციაა განთავსებული თქვენს ორგანიზაციაზე. ნიუსრუმის შექმნა და მასზე თქვენს შესახებ ინფორმაციის განთავსება უფასოა. მას შემდეგ, რაც თქვენმა ორგანიზაციამ შექმნა საკუთარი პროფილი PUBLICITY.GE - ზე და უკვე გააჩნია ნიუსრუმი, თქვენ შეგიძლიათ შემდეგი მომსახურებებით სარგებლობა: მომსახურება 1 - მედია მასალის განთავსება მოამზადეთ მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი მულტიმედია ფორმატში მარტივი, ონლაინ ფორმის შევსების გზით, რომელსაც თქვენი პროფილიდან შექმნით. აირჩიეთ ის მედია საშუალებები, ჟურნალისტები და სხვა მომხმარებლები, რომლებიც არიან დარეგისტრირებულები PUBLICITY.GE - ზე და ღილაკზე ერთი დაწკაპუნებით გაავრცელეთ თქვენს მიერ მომზადებული მულტიმედია სიახლე ხელმომწერებში. მათ თქვენი გზავნილი მეილზე ბმულის სახით მიუვათ. გარდა ამისა, თქვენი მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი ავტომატურად განთავსდება PUBLICITY.GE - ს თემატურ კატეგორიაში და ის ხელმისაწვდომი იქნება ამ საიტის ვიზიტორებისათვის. მომსახურება 2 - მედიაში გარანტირებული გავრცელება თუ თქვენ დაინტერესებული ხართ, რომ თქვენი მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი გარანტირებულად რომელიმე თქვენთვის სასურველ მედია საშუალებაში გავრცელდეს, აირჩიეთ გარანტირებული გავრცელება, მონიშნეთ ერთი ან რამოდენიმე მედია საშუალება, სადაც გინდათ რომ ინფორმაცია თქვენზე გარანტირებულად გავრცელდეს და დააწკაპუნეთ გაგზავნის ღილაკს. თქვენი სიახლე გაიგზავნება თქვენს მიერ შერჩეულ ხელმომწერებში, ის ავტომატურად აისახება საიტზე PUBLICITY.GE და გარანტირებულად, 2 დღის განმავლობაში გავრცელდება თქვენს მიერ შერჩეულ მედია საშუალებაში. მომსახურება 3 - მედია მასალის მომზადება თუ თქვენს ორგანიზაციას არ ყავს მედია მასალის მომზადებაზე პასუხისმგებელი პირი, ან სხვა საქმეების გამო, მსგავსი მასალის მოსამზადებლად დრო არ გრჩებათ, ჩვენი თანამშრომლები დაგეხმარებიან მედია ანონსების, პრესრელიზებისა და ვიდეო რელიზების მომზადებაში. ჩვენ, ბოლო რამოდენიმე წელიწადია საკმაოდ დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა მსგავსი მასალების მომზადების საქმეში. ჩვენი გუნდი, თქვენს სიახლეს სწორ პოზიციონირებას მისცემს და მას წაკითხვადს გახდის. ჩვენი ბიზნეს მოდელი ერთი მხირვ, ჩვენი მომსახურება განკუთვნილია მედიის წარმომადგენლებისათვის. PUBLICITY.GE - ის საშუალებით, ჟურნალისტები მათ ელექტრონულ ფოსტაზე, ინტერნეტ ბმულის საშუალებით რეგულარულად იღებენ თქვენს მიერ გავრცელებულ მედია ანონსებს, პრესრელიზებსა და ვიდეო რელიზებს მულტიმედია ფორმატში. გარდა ჟურნალისტებისა, თქვენს მიერ გავრცელებულ მედია მასალებს, ელექტრონულ ფოსტაზე ასევე იღებს სხვა მომხმარებელი. ხელმომწერთა ბაზა რეგულარულად განახლებადია. მეორე მხრივ, ჩვენი მომსახურება განკუთვნილია სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ჩვენი სახით, სანდო და პროაქტიულ პარტნიორს იძენენ მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში, რაც ხელს უწყობს მათი ორგანიზაციების რეპუტაციის მართვას. მესამე მხრივ, ჩვენი სერვისი შეიძლება განხილულ იქნას, როგორც დამატებითი მედია საშუალება, WEB 2 პლათფორმა, რომელიც საკუთარ სივრცეში სამუდამოდ განათავსებს თქვენს მედია ანონსს, პრესრელიზს, ვიდეო რელიზს და თქვენი ორგანიზაციის ნიუსრუმს. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება ყველა ინტერნეტ მომხმარებლისთვის. ინტერნეტში თქვენი ინფორმაციის უფრო ფართოდ გავრცელების მიზნით, ჩვენი სოციალური მედია პლათფორმების საშუალებით, ჩვენ ხელს ვუწყობთ თქვენი სიახლის ფართო წრეებში გაზიარებას და ამ მხრივ, თქვენი ონლაინ ცნობადობის ზრდას.
ფაქტების ფურცელი
წლიური ანგარიშები
ბიბლიოთეკა
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
მედია ჩვენზე
სოციალური მედია არხები
ვებგვერდი
მედია კონტაქტები
მაია ჩიტაშვილი
პიარ ექსპერტი
593260906
maiko@publicity.ge