ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
22/12/2016
„ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა“ ახალი ნაკადის მიღებას იწყებს
‘’საქართველოში ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის პროექტის’’ (YES-Georgia) ფარგლებში იწყება მიღება „ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში“. კონსკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 17-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს, განაცხადები მიიღება შემდეგ ქალაქებში: თბილისი, თელავი, მარნეული, დუშეთი, გორი, ბორჯომი, ახალციხე, ხაშური, ქუთაისი, ვანი, სამტრედია, ხონი, ბათუმი, ოზურგეთი, ლანჩხუთი, მარტვილი, სენაკი, ხობი, ზუგდიდი, ფოთი, მესტია.
პროგრამის პარტნიორები არიან “PH International”-ის ფილიალი საქართველოში და ფონდი „კრისტალი“. პროექტს ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და მისო ‘’კრისტალი’’.
ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა ითვალისწინებს ორ ეტაპიან სწავლებას. პირველ ეტაპზე მსმენელები შეისწავლიან ეფექტური კომუნიკაციის, მოლაპარაკების, ანალიზისა და გუნდური მუშაობის უნარებს. მეორე ეტაპზე თავად მონაწილეების მიერ მოხდება ბიზნეს პროექტების შექმნა - ბიზნეს-იდეიდან მასშტაბირებად ბიზნეს-მოდელამდე. მსმენელების მიერ შემუშავებული პროექტებიდან საუკეთესოები მიიღებენ თანადაფინანსებას კრისტალისგან
(http://crystalcrowd.ge/).
კურსი ჩატარდება 2 თვის განმავლობაში კვირაში ორჯერ თბილისსა და საქართველოს 20 ზემოთ აღნიშნულ ქალაქში მდებარე მისო ‘’კრისტალის’’ ფილიალებში. კურსის დამთავრების შემდეგ ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.

დაინტერესებულმა პირებმა 2017 წლის 31 იანვრის ჩათვლით უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა შემდეგ ბმულზე:
https://goo.gl/forms/v5ymbHrN66WziRng2
ინტერვიუზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები. დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: (0 431) 25 22 44.
ორგანიზაციის შესახებ
„ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის პროექტი საქართველოში’’ ხორციელდება ფონდი ‘’კრისტალის’’ მიერ, ორგანიზაცია ’PH International-თან და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ‘’კრისტალთან“ თანამშრომლობით, რომელსაც ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID). პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების თვითდასაქმებას და დასაქმებას სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების განვითარებით, ახალგაზრდების მიერ შექმნილი მცირე საწარმოების გაძლიერებით, ცოდნის და უნარების მიღების ინოვაციური საშუალებებით და თვისობრივად ახალი ინიციატივების წამოწყებით. პროექტის შედეგად, 2 თვიანი სასწავლო პროგრამის ფარგლებში, რომელიც სპეციალურად მომზადდა ქართველი და უცხოელი ექსპერტების მიერ, საქართველოს 21 ქალაქში 2 წლის განმავლობაში გადამზადდება 600-მდე ახალგაზრდა და დაფინანსდება 30 ბიზნეს-ინიციატივა. პარალელურად, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში სპეციალურად ამ პროგრამისთვის შერჩეულ 20 ბიზნეს კომპანიაში დაიწყება სტაჟირების პროგრამები სპეციალური გაიდლაინების გამოყენებით, რომელიც ასევე ექსკლუზიურად პროექტის ფარგლებში შეიქმნა. სტაჟირებას 400-მდე ახალგაზრდა გაივლის. პროექტის მიმდინარეობის პროცესში აქტიურად მოხდება მედიასთან და სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფებთან ურთიერთობა, რომ მოხდეს ახალგაზრდების თვითდასაქმებისა და დასაქმების საკითხების აქტუალიზაცია.

მედიასთან საკონტაქტო პირი: მაიკო ჩიტაშვილი, 593260609, maiko@publicity.ge
წაკითხულია: 792