ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
29/01/2019
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
„ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“ - ათასწლეულის გამოწვევის ფონდი კონკურსს აცხადებს
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო აცხადებს კონკურსს - „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“. კონკურსის შესახებ პრესკონფერენციას ფონდი 30 იანვარს, 13:00 საათზე „თბილისი მერიოტში“ გამართავს.
კონკურსის შედეგად გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან საქართველოში მოქმედი კომპანიები, რომლებიც ხელს უწყობენ ქალების განათლებას, პროფესიულ განვითარებას და წინსვლას.
გენდერული უთანასწორობა მნიშვნელოვნად აფერხებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. ამდენად, ათასწლეულის გამოწვევის ფონდისთვის გენდერული საკითხები ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა კი მნიშვნელოვანია გენდერული თანასწორობის მისაღწევად.
პროფესიასა და კარიერაში ქალების განვითარების ხელშეწყობის კონკურსი წელს მეოთხედ ტარდება. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია კერძო სექტორში მოქმედ კომპანიებს, რომლებიც ამკვიდრებენ ქალების პროფესიული განვითარების და წინსვლის საორგანიზაციო კულტურას და უზრუნველყოფენ თავიანთ კომპანიებში თანასწორ გარემოს, თანაბარ წვდომას რესურსებსა და შესაძლებლობებზე.
ყოველწლიური კონკურსი ტრადიციულ ხასიათს ატარებს და წელს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი აღნიშნულ კონკურსს ბიზნეს ლიდერთა ფედერაციასთან „ქალები მომავლისთვის“ ერთად ატარებს, რათა უზრუნველყოს მისი მდგრადობა და გაგრძელება მომავალში. საკონკურსო მოთხოვნები ითვალისწინებს თანასწორი სამუშაო გარემოს შექმნას, ქალების მონაწილეობის ხელშეწყობას სხვადასხვა საგანმანათლებლო და შემეცნებით საქმიანობაში, მათი მოტივაციის ამაღლებასა და მუდმივი პროფესიული ზრდის უზრუნველყოფას.
წინა წლების კონკურსებში გამარჯვებული კომპანიები არიან: თიბისი ბანკი, ბრითიშ პეტროლეუმი საქართველო, ლივინგსტონი, ასოციაცია „ქართული ღვინო“, დიო, შავი ზღვის უნივერსიტეტი და ჯეოსელი, აჭარა ჯგუფი, ჯიპისი ჰოლდინგი, პროფესიული სწავლებისა და ტრენინგის ცენტრი ქუთაისში.

აღსანიშნავია, რომ გამარჯვებული კომპანიების უმრავლესობამ, კონკურსის დასრულების შემდეგ არ შეწყვიტა გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკა და არ შეცვალა განვითარების კურსი. რამდენიმე კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორებმა ხელი მოაწერეს ქალთა უფლებების გაფართოების პრინციპების „მხარდამჭერ განცხადებას“, რომლიც თანახმად მათ საჯაროდ აიღეს ვალდებულება საკუთარ კომპანიებში ისეთი პოლიტიკის შემუშავებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს გენდერულ თანასწორობას. ამ განცხადების ხელმოწერით ბიზნეს ლიდერები საჯაროდ გამოთქვამენ მზადყოფნას ჩაერთონ ქალთა უფლებების გაფართოების საქმეში და უზრუნველყონ ის ყველა დონეზე. ქალებისა და კაცების მიმართ თანასწორი დამოკიდებულება წარმოადგენს არა მხოლოდ სწორი პოზიციას, არამედ მრავალფეროვანი გარემო სასარგებლოა თავად ბიზნესისთვის. ქალების სრულფასოვანი და სრულუფლებიანი ჩართვა სამუშაო პროცესებში შესაძლებელს ხდის მდგრადი განვითარებისა და კორპორატიული პასუხისმგებლობის განხორციელებას. ქალთა უფლებების გაფართოების შვიდ საფეხურიანი პროგრამა ეხმარება კომპანიებს გეგმების რეალიზებაში, ბიზნესისა და საზოგადოების გაჯანსაღებაში და თანასწორობის მიღწევაში.
მონაწილეობის მსურველმა კომპანიებმა უნდა შეავსონ საკონკურსო განაცხადი, რომელშიც საკუთარი საქმიანობისა და გამოცდილების მაგალითზე წარმოაჩენენ თუ როგორ არის შესაძლებელი რეალურად შეუწყონ ხელი ქალების განათლებას, სწავლებასა და პროფესიულ განვითარებას.
საკონკურსო განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 15 თებერვალი.
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 396
ფაბლისითი ჯგუფი -ის ნიუსრუმი
ყველა ინფორმაცია ერთ სივრცეში
ინფორმაცია
ისტორია
PUBLICITY.GE სამ ძირითად მომსახურებას გთავაზობთ. რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მომსახურებების შესაძენად, დაინტერესებული ორგანიზაცია რეგისტრირდება PUBLICITY.GE - ზე და ხსნის მისი ორგანიზაციის პროფილს. ეს ავტომატურად ნიშნავს ორგანიზაციის ნიუსრუმის გვერდის შექმნას შემდეგი დომანური სახელით: publicity.ge/yourcompany. ნიუსრუმი, ეს არის თქვენი ორგანიზაციის დამატებითი ვეგვერდი ინტერნეტში, სადაც მედიისთვის მნიშვნელოვანი ინფორამციაა განთავსებული თქვენს ორგანიზაციაზე. ნიუსრუმის შექმნა და მასზე თქვენს შესახებ ინფორმაციის განთავსება უფასოა. მას შემდეგ, რაც თქვენმა ორგანიზაციამ შექმნა საკუთარი პროფილი PUBLICITY.GE - ზე და უკვე გააჩნია ნიუსრუმი, თქვენ შეგიძლიათ შემდეგი მომსახურებებით სარგებლობა: მომსახურება 1 - მედია მასალის განთავსება მოამზადეთ მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი მულტიმედია ფორმატში მარტივი, ონლაინ ფორმის შევსების გზით, რომელსაც თქვენი პროფილიდან შექმნით. აირჩიეთ ის მედია საშუალებები, ჟურნალისტები და სხვა მომხმარებლები, რომლებიც არიან დარეგისტრირებულები PUBLICITY.GE - ზე და ღილაკზე ერთი დაწკაპუნებით გაავრცელეთ თქვენს მიერ მომზადებული მულტიმედია სიახლე ხელმომწერებში. მათ თქვენი გზავნილი მეილზე ბმულის სახით მიუვათ. გარდა ამისა, თქვენი მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი ავტომატურად განთავსდება PUBLICITY.GE - ს თემატურ კატეგორიაში და ის ხელმისაწვდომი იქნება ამ საიტის ვიზიტორებისათვის. მომსახურება 2 - მედიაში გარანტირებული გავრცელება თუ თქვენ დაინტერესებული ხართ, რომ თქვენი მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი გარანტირებულად რომელიმე თქვენთვის სასურველ მედია საშუალებაში გავრცელდეს, აირჩიეთ გარანტირებული გავრცელება, მონიშნეთ ერთი ან რამოდენიმე მედია საშუალება, სადაც გინდათ რომ ინფორმაცია თქვენზე გარანტირებულად გავრცელდეს და დააწკაპუნეთ გაგზავნის ღილაკს. თქვენი სიახლე გაიგზავნება თქვენს მიერ შერჩეულ ხელმომწერებში, ის ავტომატურად აისახება საიტზე PUBLICITY.GE და გარანტირებულად, 2 დღის განმავლობაში გავრცელდება თქვენს მიერ შერჩეულ მედია საშუალებაში. მომსახურება 3 - მედია მასალის მომზადება თუ თქვენს ორგანიზაციას არ ყავს მედია მასალის მომზადებაზე პასუხისმგებელი პირი, ან სხვა საქმეების გამო, მსგავსი მასალის მოსამზადებლად დრო არ გრჩებათ, ჩვენი თანამშრომლები დაგეხმარებიან მედია ანონსების, პრესრელიზებისა და ვიდეო რელიზების მომზადებაში. ჩვენ, ბოლო რამოდენიმე წელიწადია საკმაოდ დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა მსგავსი მასალების მომზადების საქმეში. ჩვენი გუნდი, თქვენს სიახლეს სწორ პოზიციონირებას მისცემს და მას წაკითხვადს გახდის. ჩვენი ბიზნეს მოდელი ერთი მხირვ, ჩვენი მომსახურება განკუთვნილია მედიის წარმომადგენლებისათვის. PUBLICITY.GE - ის საშუალებით, ჟურნალისტები მათ ელექტრონულ ფოსტაზე, ინტერნეტ ბმულის საშუალებით რეგულარულად იღებენ თქვენს მიერ გავრცელებულ მედია ანონსებს, პრესრელიზებსა და ვიდეო რელიზებს მულტიმედია ფორმატში. გარდა ჟურნალისტებისა, თქვენს მიერ გავრცელებულ მედია მასალებს, ელექტრონულ ფოსტაზე ასევე იღებს სხვა მომხმარებელი. ხელმომწერთა ბაზა რეგულარულად განახლებადია. მეორე მხრივ, ჩვენი მომსახურება განკუთვნილია სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ჩვენი სახით, სანდო და პროაქტიულ პარტნიორს იძენენ მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში, რაც ხელს უწყობს მათი ორგანიზაციების რეპუტაციის მართვას. მესამე მხრივ, ჩვენი სერვისი შეიძლება განხილულ იქნას, როგორც დამატებითი მედია საშუალება, WEB 2 პლათფორმა, რომელიც საკუთარ სივრცეში სამუდამოდ განათავსებს თქვენს მედია ანონსს, პრესრელიზს, ვიდეო რელიზს და თქვენი ორგანიზაციის ნიუსრუმს. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება ყველა ინტერნეტ მომხმარებლისთვის. ინტერნეტში თქვენი ინფორმაციის უფრო ფართოდ გავრცელების მიზნით, ჩვენი სოციალური მედია პლათფორმების საშუალებით, ჩვენ ხელს ვუწყობთ თქვენი სიახლის ფართო წრეებში გაზიარებას და ამ მხრივ, თქვენი ონლაინ ცნობადობის ზრდას.
ფაქტების ფურცელი
წლიური ანგარიშები
ბიბლიოთეკა
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
მედია ჩვენზე
სოციალური მედია არხები
ვებგვერდი
მედია კონტაქტები
მაია ჩიტაშვილი
პიარ ექსპერტი
593260906
maiko@publicity.ge