ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
12/03/2021
„დიო“-ს სამონტაჟო ჯგუფის წევრები ,,მედიქლაბ ჯორჯია”-ს ტრენინგს დაესწრნენ
კომპანია „დიო“-ს სამონტაჟო ჯგუფის თანამშრომლები „მედიქლაბ ჯორჯია“-ს მიერ ჩატარებულ ტრენინგს დაესწრნენ, რომელიც როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებას მოიცავდა შემდეგ საკითხებზე:
- გულ-ფილტვის რეანიმაცია;
- პირველადი დახმარება სასუნთქი გზების ობსტრუქციის დროს (მოზრდილებში);
- სხვადასხვა სახის ჭრილობები, სისხლდენის ტიპები, სისხლდენის შეჩერება (ნახვევის წორად დადება)
- სხვადასხვა სახის ტრავმული დაზიანებები, დამწვრობა - თერმული, ქიმიური;
- კიდურების იმობილიზაციის მეთოდები.

შეგახსენებთ, კომპანია „დიო“-სთვის თანამშრომლების ცოდნის , შესაძლებლობებისა და სხვა მახასიათებლების სრულყოფა , კვალიფიკაციის ამაღლება / გადამზადება, პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება და უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია.

სწორედ თანამშრომელთა საჭიროებების გათვალისწინებით, ტრენინგები და სხვადასხვა მიმართულებით აქტივობები კომპანიაში, ისევე როგორც კომპანიის გარეთ მუდმვივად ხორციელდება.

„დიო“-ში ადამიანური რესურსების განვითარება კომპლექსური და სისტემატური პროცესია.
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 193