ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
29/11/2017
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
„კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (CSR) და შრომითი სტანდარტები“
საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით 30 ნოემბერს, 9:30 – 14:00 საათზე, სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში, გაიმართება დაინტერესებულ მხარეთა ფორუმი - „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და შრომითი სტანდარტები“.
ფორუმის მიზანია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობის წარმოჩენა შრომითი სტანდარტების დანერგვასა და საერთაშორისო ხელშეკრულებების მოთხოვნათა შესრულებაში; ევროპული ქვეყნების გამოცდილების გაზიარება და საკითხის გარშემო დისკურსის სტიმულირება.
ფორუმის მსვლელობისას ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები ისაუბრებენ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო, როგორიცაა საქართველოში შრომითი სტანდარტების დაცვა, სამუშაო გარემოს გაუმჯობესება და საერთაშორისო მოთხოვნების დაკმაყოფილება. საკითხი აქტუალურია როგორც მთავრობის, სამოქალაქო სექტორის, ბიზნეს სექტორისათვის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის.

საერთაშორისო პრაქტიკის შესახებ ისაუბრებენ: მარტინ ნეურეიტერი (ავსტრია) და ლუკას ბაკოსი (სლოვაკეთი), რომლებიც დარგის წამყვანი სპეციალისტები არიან არა მხოლოდ თავიანთ ქვეყნებში, არამედ საერთაშორისო მასშტაბით.
ღონისძიებას გახსნის:
ქ-ნი ეკა ურუშაძე, საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის (CSRDG), აღმასრულებელი დირექტორი;
ქ-ნი ნინო ბერძული, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვის მინისტრის მოადგილე;
ბ-ნი არად ბენკო, ავსტრიის ელჩი საქართველოში;
ბ-ნი რუდოლფ მიხალკა, სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში.
კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) განვითარება დადებით ზეგავლენას ახდენს ქვეყნის განვითარებაზე. ის განიხილება როგორც ქვეყნის ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის ზრდის, სოციალური და ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის, ვაჭრობისა და ინვესტიციების მოზიდვის, აგრეთვე მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის მექანიზმი. CSR საქართველოში შედარებით ახალი, თუმცა სწრაფად განვითარებადი კონცეფციაა. შრომითი უფლებების დაცვა CSR ერთ-ერთი ძირითადი თემაა, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლების ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ კეთილდღეობას. ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება, რომელშიც დიდი ნაწილი სწორედ შრომით უფლებებს ეხება, ერთ-ერთ მძლავრ სტიმულს წარმოადგენს ქვეყანაში შრომითი საქმიანობის სტანდარტების გასაუმჯობესებლად.
ორგანიზაციის შესახებ
ფორუმის შემდეგ გაიმართება მასტერკლასი: "კომპანია, როგორც პასუხისმგებელი დამსაქმებელი“ (CSR და შრომითი სტანდარტები). მასტერკლასი განკუთვნილია საქართველოში მოქმედი საშუალო და მსხვილი ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლებისათვის. მონაწილეები ასევე მიიღებენ პრაქტიკულ რჩევებს, თუ როგორ უნდა გახადონ შრომითი სტანდარტების დაცვა კომპანიის HR/CSR სტრატეგიის ნაწილი.
ღონისძიების მხარდამჭერია: ფრიდრიხ ებერტის ფონდი, საქართველოს შრომის; ჯანმრთელობის და სოცილაური დაცვის სამინისტრო;
მედია პარტნიორი: publicity.ge
წაკითხულია: 99
ფაბლისითი ჯგუფი -ის ნიუსრუმი
ყველა ინფორმაცია ერთ სივრცეში
ინფორმაცია
ისტორია
PUBLICITY.GE სამ ძირითად მომსახურებას გთავაზობთ. რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მომსახურებების შესაძენად, დაინტერესებული ორგანიზაცია რეგისტრირდება PUBLICITY.GE - ზე და ხსნის მისი ორგანიზაციის პროფილს. ეს ავტომატურად ნიშნავს ორგანიზაციის ნიუსრუმის გვერდის შექმნას შემდეგი დომანური სახელით: publicity.ge/yourcompany. ნიუსრუმი, ეს არის თქვენი ორგანიზაციის დამატებითი ვეგვერდი ინტერნეტში, სადაც მედიისთვის მნიშვნელოვანი ინფორამციაა განთავსებული თქვენს ორგანიზაციაზე. ნიუსრუმის შექმნა და მასზე თქვენს შესახებ ინფორმაციის განთავსება უფასოა. მას შემდეგ, რაც თქვენმა ორგანიზაციამ შექმნა საკუთარი პროფილი PUBLICITY.GE - ზე და უკვე გააჩნია ნიუსრუმი, თქვენ შეგიძლიათ შემდეგი მომსახურებებით სარგებლობა: მომსახურება 1 - მედია მასალის განთავსება მოამზადეთ მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი მულტიმედია ფორმატში მარტივი, ონლაინ ფორმის შევსების გზით, რომელსაც თქვენი პროფილიდან შექმნით. აირჩიეთ ის მედია საშუალებები, ჟურნალისტები და სხვა მომხმარებლები, რომლებიც არიან დარეგისტრირებულები PUBLICITY.GE - ზე და ღილაკზე ერთი დაწკაპუნებით გაავრცელეთ თქვენს მიერ მომზადებული მულტიმედია სიახლე ხელმომწერებში. მათ თქვენი გზავნილი მეილზე ბმულის სახით მიუვათ. გარდა ამისა, თქვენი მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი ავტომატურად განთავსდება PUBLICITY.GE - ს თემატურ კატეგორიაში და ის ხელმისაწვდომი იქნება ამ საიტის ვიზიტორებისათვის. მომსახურება 2 - მედიაში გარანტირებული გავრცელება თუ თქვენ დაინტერესებული ხართ, რომ თქვენი მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი გარანტირებულად რომელიმე თქვენთვის სასურველ მედია საშუალებაში გავრცელდეს, აირჩიეთ გარანტირებული გავრცელება, მონიშნეთ ერთი ან რამოდენიმე მედია საშუალება, სადაც გინდათ რომ ინფორმაცია თქვენზე გარანტირებულად გავრცელდეს და დააწკაპუნეთ გაგზავნის ღილაკს. თქვენი სიახლე გაიგზავნება თქვენს მიერ შერჩეულ ხელმომწერებში, ის ავტომატურად აისახება საიტზე PUBLICITY.GE და გარანტირებულად, 2 დღის განმავლობაში გავრცელდება თქვენს მიერ შერჩეულ მედია საშუალებაში. მომსახურება 3 - მედია მასალის მომზადება თუ თქვენს ორგანიზაციას არ ყავს მედია მასალის მომზადებაზე პასუხისმგებელი პირი, ან სხვა საქმეების გამო, მსგავსი მასალის მოსამზადებლად დრო არ გრჩებათ, ჩვენი თანამშრომლები დაგეხმარებიან მედია ანონსების, პრესრელიზებისა და ვიდეო რელიზების მომზადებაში. ჩვენ, ბოლო რამოდენიმე წელიწადია საკმაოდ დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა მსგავსი მასალების მომზადების საქმეში. ჩვენი გუნდი, თქვენს სიახლეს სწორ პოზიციონირებას მისცემს და მას წაკითხვადს გახდის. ჩვენი ბიზნეს მოდელი ერთი მხირვ, ჩვენი მომსახურება განკუთვნილია მედიის წარმომადგენლებისათვის. PUBLICITY.GE - ის საშუალებით, ჟურნალისტები მათ ელექტრონულ ფოსტაზე, ინტერნეტ ბმულის საშუალებით რეგულარულად იღებენ თქვენს მიერ გავრცელებულ მედია ანონსებს, პრესრელიზებსა და ვიდეო რელიზებს მულტიმედია ფორმატში. გარდა ჟურნალისტებისა, თქვენს მიერ გავრცელებულ მედია მასალებს, ელექტრონულ ფოსტაზე ასევე იღებს სხვა მომხმარებელი. ხელმომწერთა ბაზა რეგულარულად განახლებადია. მეორე მხრივ, ჩვენი მომსახურება განკუთვნილია სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ჩვენი სახით, სანდო და პროაქტიულ პარტნიორს იძენენ მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში, რაც ხელს უწყობს მათი ორგანიზაციების რეპუტაციის მართვას. მესამე მხრივ, ჩვენი სერვისი შეიძლება განხილულ იქნას, როგორც დამატებითი მედია საშუალება, WEB 2 პლათფორმა, რომელიც საკუთარ სივრცეში სამუდამოდ განათავსებს თქვენს მედია ანონსს, პრესრელიზს, ვიდეო რელიზს და თქვენი ორგანიზაციის ნიუსრუმს. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება ყველა ინტერნეტ მომხმარებლისთვის. ინტერნეტში თქვენი ინფორმაციის უფრო ფართოდ გავრცელების მიზნით, ჩვენი სოციალური მედია პლათფორმების საშუალებით, ჩვენ ხელს ვუწყობთ თქვენი სიახლის ფართო წრეებში გაზიარებას და ამ მხრივ, თქვენი ონლაინ ცნობადობის ზრდას.
ფაქტების ფურცელი
წლიური ანგარიშები
ბიბლიოთეკა
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
მედია ჩვენზე
სოციალური მედია არხები
ვებგვერდი
მედია კონტაქტები
მაია ჩიტაშვილი
პიარ ექსპერტი
593260906
maiko@publicity.ge