ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
18/10/2018
„18 დღე აფრიკაში“
თბილისის მუზეუმების გაერთიანების ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი აგრძელებს სალონური შეხვედრების ციკლს „მოგზაურის დღიურები“ და 22 ოქტობერს, 18 საათზე გიწვევთ სალონურ შეხვედრაზე „18 დღე აფრიკაში“.
ველური ბუნება და ფერადი ადამიანები, სხვადასხვა ტომის მაცხოვრებლები და მათი ხასხასა ჩაცმულობა, ადამიანებისა და ბუნების თანაცხოვრების ჰარმონია. აფრიკაში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს ბლოგერები მარი ნიკურაძე და ელენე ჩხეიძე გაგვიზიარებენ.
ჯეოსელისა და National Geographic საქართველოს ინიციატივით განხორციელდა პროექტი „მოვლა“, რომლის მიზანი მობილური ინტერნეტის გამოყენებით დანაგვიანებული ლოკაციების დაფიქსირება და მათი დასუფთავება იყო. პროექტში გამარჯვებულმა ბლოგერებმა ელენე ჩხეიძემ, თამუნა ბაღაშვილმა და მარი ნიკურაძემ 18 დღე აფრიკაში, კენიასა და ზანზიბარში იმოგზაურეს. ჩვენი საღამოს სტუმრები მარი ნიკურაძე და ელენე ჩხეიძე იქნებიან.
ორგანიზაციის შესახებ
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:
Email: pr.tbilisi.museums.union@gmail.com
Tel: (+995) 577 26 50 61
ნინო ჩხეტია
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი

წაკითხულია: 118