ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
19/12/2019
საკონტაქტო პირი:
მაიკო ჩიტაშვილი | 593260609 | chitasvhili.maiko@gmail.com
„GEclose2EU"-ს ფარგლებში საშობაო გამოფენა-გაყიდვა იმართება
17 დეკემბრიდან 15 იანვრის ჩათვლით, „სითი მოლი - საბურთალოს" ეზოში საშობაო გამოფენა-გაყიდვა ტარდება. ყოველ დღე, 12:00 საათიდან 22:00 საათამდე საშობაო სოფელი ადგილობრივ მეწარმეებს მასპინძლობს, რომელებიც მოსულ სტუმრებს სხვადასხვა ტიპის პროდუქციას სთავაზებენ.
საშობაო გამოფენა-გაყიდვა პროექტის „GEclose2EU" ფარგლებში იმართება, რომელიც შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ (EPRC) მიერ, სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში“ პარტნიორობით.
პროექტში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარები იღებენ მონაწილეობას. მეწარმეებს საშუალება აქვთ ბაზრობის სტუმრებს პირადად გააცნონ საკუთარი პროდუქცია და გამოფენილი ნაწარმი. საშობაო სოფელში ასევე სხვადასხვა ტიპის გასართობი აქტივობები და ღონისძიებები ტარდება. მოსულ სტუმრებს საშუალება აქვთ ჩაერთონ საახალწლო ღონისძიებებში, დააგემოვნონ ქართული ღვინო და გლინტვეინი, ასევე შეიძინონ ქართული პროდუქცია, ნუგბარი, ხელნაკეთი ნივთები და აქსესუარები.
პროეტის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართველ მეწარმეებს, რაც შეიძლება ფართო აუდიტორიას გააცნოს ადგილობრივი ნაწარმი და დაეხმაროს მცირე და საშუალო მეწარმეებს საკუთარი პროდუქციის პოპულარიზაციაში.
საშობაო სოფელი ქავთარაძის N1-ში, „სითი მოლი - საბურთალოს" ეზოში 17 დეკემბერს გაიხსნება და 15 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. გამოფენა-გაყიდვაში 100-ზე მეტი მეწარმე მიიღებს მონაწილეობას.
„GEclose2EU"-ს შესახებ
შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით საქართველოში ახალი პროექტი „ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან“ („GEclose2EU") 2018 წლიდან დაიწყო. პროექტს ახორციელებს „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი" (EPRC) სააგენტო „აწარმოე საქართველოსთან“ თანამშრომლობით. პროექტის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, მათი ცნობადობის გაზრდა ევროპის ბაზარზე და ინტერნაციონალიზაციის ახალი შესაძლებლობების შექმნა. პროექტის ჯამური ბიუჯეტი 2,3 მილიონი აშშ დოლარია და იგი 3 წლის განმავლობაში გრძელდება.
უკვე დასასრულს მიუახლოვდა პროექტის პირველი ეტაპი, რომელიც კომპანიებისთვის ტექნიკური მხარდაჭერის გაწევას გულისხმობს. საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ბიზნეს კონსალტინგისა და არქიტექტურა-დიზაინის მიმართულებით მომუშავე მცირე და საშუალო ორგანიზაციებითვის კონკურსი მაისის თვეში გამოცხადდა. მასში მონაწილეობა 100-ზე მეტმა კომპანიამ მიიღო. საბოლოოდ კი შეირჩა 60 ორგანიზაცია, რომლებმაც მკაცრად განსაზღვრული კრიტერიუმები დააკმაყოფილეს და სამომავლო განვითარების სპეციალური გეგმა შეიმუშავეს. შერჩეული კომპანიებისთვის დაგეგმილია ტრენინგები და სემინარები, ხოლო მომავალ წელს გამარჯვებული ორგანიზაციები გაივლიან საინფორმაციო-საგანმანათებლო კურსს შვედეთში. კომპანიების დახმარების მეორე ეტაპზე იგეგმება 40 კომპანიის შერჩევა კვლევის შედეგად გამოვლენილი საბავშვო ტანსაცმლის და სათამაშოების წარმოების სექტორებიდან, რომლებიც ანალოგიური ტექნიკური მხარდაჭერით ისარგებლებენ. პროექტის კვლევით კომპონენტში ასევე დასრულდა საქართველოს რეგიონებში პერსპექტიული ბიზნეს-დარგების კვლევა და ევროპის ქვეყნებში იმ რეგულაციების კვლევა, რომელთა დაკმაყოფილება მოუწევთ საკომუნიკაციო და საინფორმაციო ტექნოლოგიების, ბიზნეს კონსალტინგისა და არქიტექტურა-დიზაინის მიმართულებით მომუშავე კომპანიებს ევროპის ბაზარზე შესვლის შემთხვევაში.
პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის ოქტომბერში ჩატარდა პირველი საინფორმაციო-საგანმანათლებლო მედიატური შვედეთში, რომელშიც 10 ჟურნალისტი მონაწილეობდა და მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, თავად გაცნობოდნენ იმ სპეციფიკასა და სამუშაო სტილს, რასაც შვედეთის მთავრობა იყენებს შვედური ბიზნესის მხარდაჭერისთვის. უკვე მომავალ წელს შვედი ჟურნალისტები ეწვევიან საქართველოს, რათა ახლოს გაიცნონ ქართული კომპანიები და მათ ევროპაში ცნობადობის ზრდაში დაეხმარონ.
პროექტი „GEclose2EU" ასევე მხარს უჭერს ონლაინ პლატფორმის - tradewithgeorgia.com-ის განვითარებას. ონლაინ კატალოგი სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით შეიქმნა და იგი პოპულარიზაციას უწევს ქართულ კომპანიებს მსოფლიო ბაზრებზე. ამ ეტაპზე საიმიჯო კატალოგში უკვე 100-ზე მეტი ორგანიზაციაა დარეგისტრირებული.
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 488
Geclose2EU -ის ნიუსრუმი
ყველა ინფორმაცია ერთ სივრცეში
ინფორმაცია
ისტორია
შვედეთის მხარდაჭერით საქართველოში ახალი პროექტი „ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან“ იწყება. პროექტს ახორციელებს „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ (EPRC) სააგენტო „აწარმოე საქართველოსთან“ თანამშრომლობით. პროექტის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, მათი ცნობადობის გაზრდა ევროპის ბაზარზე და ინტერნაციონალიზაციის ახალი შესაძლებლობების შექმნა. პროექტის ჯამური ბიუჯეტი 2,3 მილიონი აშშ დოლარია და იგი 3 წლის განმავლობაში გაგრძელდება.
ფაქტების ფურცელი
წლიური ანგარიშები
ბიბლიოთეკა
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
მედია ჩვენზე
სოციალური მედია არხები
ვებგვერდი
მედია კონტაქტები
მაიკო ჩიტაშვილი
მედიასთან ურთიერთობის კოორდინატორი
593260609
chitasvhili.maiko@gmail.com