ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
21/05/2018
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
12 წლის ქუთაისელი გოგონა კარნეგი ჰოლში მიიწვიეს
ანი ანაკიძე ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მე-7 კლასის მოსწავლეა.
12 წლის გოგონა მელიტონ ბალანჩივაძის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელის მოსწავლე და ნიკო ნიკოლაძის სკოლის მუსიკალური ბენდის წევრია. ვიოლინოს ტექნიკას ანი პედაგოგ დარეჯან ფურცხვანიძის კლასში ეუფლება. მხოლოდ მიმდინარე წელს ანიმ სამ საერთაშორისო და ერთ ეროვნულ კონკურსში მიიღო მონაწილეობა, სადაც საპრიზო ადგილებზე გავიდა და ლაურიატის წოდებაც მიენიჭა. ამჟამად პატარა მევიოლინე ამერიკაში გასამგზავრებლად ემზადება. ანი წელს გამართულ საერთაშორისო კონკურსზე „AMERIKAN PROTÉGÉ” მეორე პრემიის ლაურიატი გახდა და ივნისის ბოლოს კარნეგი ჰოლში გალა კონცერტზეც მიიწვიეს, სადაც იგი დიმიტრი კაბალევსკის სავიოლინო კონცერტს შეასრულებს.
„ჩემთვის დიდი სიხარული და ბედნიერებაა კარნეგი ჰოლში დაკვრა. ერთ თვეში გავემგაზვრები ამერიკაში და ცოტა ვღელავ კიდეც. იმედია წინ კიდევ ბევრი კონცერტი და საინტერესო გამოსვლები მელოდება მსოფლიოს სხვადასხვა სცენებზე.“ - განაცხადა 12 წლის შემსრულებელმა.
ანიმ მუსიკისადმი სიყვარული პატარა ასაკშივე გამოამჟღავნა და 4 წლისა ვოკალზე შეიყვანეს. მალე ეროვნული კონკურსის „ჰარმონია“-ს ლაურიატი გახდა და მიიღო სპეციალური პრიზი ქართული მუსიკის საუკეთესოდ შესრულებისთვის. 6 წლისა მისივე სურვილით ჩაირიცხა მუსიკალურ სასწავლებელში ვიოლინოს განხრით. ანი ყოველთვის დიდი სიხარულით იღებდა მონაწილეობას კონცერტებსა თუ კონკურსებში. 2013 წელს, 7 წლის ასაკში თურქეთში გამართულ საერთაშორისო კონკურსზე, I პრემიის ლაურიატი გახდა. ამავე წელს, საერთაშორისო კონკურსი „მომავლის ვარსკვლავები“ ლაურიატის წოდება და ნომინაცია „პატარა ვირტუოზი“ მიენიჭა. 8 წლისამ ერევანში გამართულ საერთაშორისო ფესტივალშიც მიიღო პრიზი რთული ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისთვის. იგი რეგულარულად იღებს მონაწილეობას ეროვნულ და საერთაშორისო კონკურსებში, სადაც მუდამ ხვდება საპრიზო ადგილებზე.

წლევანდელი წელიც, როგორც სხვა დანარჩენი, მოზარდისთვის კიდევ უფრო ნაყოფიერი გამოდგა და იგი ახალი გამოწვევებისთვის ემზადება.

ანი გატაცებულია თეატრით და ოპერით. ის ბუნების დიდი მოყვარულია. პატარა მევიოლინეს ძალიან უყვარს მცენარეები, ყვავილები და ცხოველები. პარარელურად ჩართულია არაერთ სასკოლო პროექტშიც. ნიკო ნიკოლაძის სკოლის ბენდშიც ანი ერთ-ერთი გამორჩეული მუსიკოსია და იმედი აქვს კიდევ უფრო მეტ წარმატებას მოუტანს სკოლასა და ქვეყანას.
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 7188
ფაბლისითი ჯგუფი -ის ნიუსრუმი
ყველა ინფორმაცია ერთ სივრცეში
ინფორმაცია
ისტორია
PUBLICITY.GE სამ ძირითად მომსახურებას გთავაზობთ. რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მომსახურებების შესაძენად, დაინტერესებული ორგანიზაცია რეგისტრირდება PUBLICITY.GE - ზე და ხსნის მისი ორგანიზაციის პროფილს. ეს ავტომატურად ნიშნავს ორგანიზაციის ნიუსრუმის გვერდის შექმნას შემდეგი დომანური სახელით: publicity.ge/yourcompany. ნიუსრუმი, ეს არის თქვენი ორგანიზაციის დამატებითი ვეგვერდი ინტერნეტში, სადაც მედიისთვის მნიშვნელოვანი ინფორამციაა განთავსებული თქვენს ორგანიზაციაზე. ნიუსრუმის შექმნა და მასზე თქვენს შესახებ ინფორმაციის განთავსება უფასოა. მას შემდეგ, რაც თქვენმა ორგანიზაციამ შექმნა საკუთარი პროფილი PUBLICITY.GE - ზე და უკვე გააჩნია ნიუსრუმი, თქვენ შეგიძლიათ შემდეგი მომსახურებებით სარგებლობა: მომსახურება 1 - მედია მასალის განთავსება მოამზადეთ მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი მულტიმედია ფორმატში მარტივი, ონლაინ ფორმის შევსების გზით, რომელსაც თქვენი პროფილიდან შექმნით. აირჩიეთ ის მედია საშუალებები, ჟურნალისტები და სხვა მომხმარებლები, რომლებიც არიან დარეგისტრირებულები PUBLICITY.GE - ზე და ღილაკზე ერთი დაწკაპუნებით გაავრცელეთ თქვენს მიერ მომზადებული მულტიმედია სიახლე ხელმომწერებში. მათ თქვენი გზავნილი მეილზე ბმულის სახით მიუვათ. გარდა ამისა, თქვენი მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი ავტომატურად განთავსდება PUBLICITY.GE - ს თემატურ კატეგორიაში და ის ხელმისაწვდომი იქნება ამ საიტის ვიზიტორებისათვის. მომსახურება 2 - მედიაში გარანტირებული გავრცელება თუ თქვენ დაინტერესებული ხართ, რომ თქვენი მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი გარანტირებულად რომელიმე თქვენთვის სასურველ მედია საშუალებაში გავრცელდეს, აირჩიეთ გარანტირებული გავრცელება, მონიშნეთ ერთი ან რამოდენიმე მედია საშუალება, სადაც გინდათ რომ ინფორმაცია თქვენზე გარანტირებულად გავრცელდეს და დააწკაპუნეთ გაგზავნის ღილაკს. თქვენი სიახლე გაიგზავნება თქვენს მიერ შერჩეულ ხელმომწერებში, ის ავტომატურად აისახება საიტზე PUBLICITY.GE და გარანტირებულად, 2 დღის განმავლობაში გავრცელდება თქვენს მიერ შერჩეულ მედია საშუალებაში. მომსახურება 3 - მედია მასალის მომზადება თუ თქვენს ორგანიზაციას არ ყავს მედია მასალის მომზადებაზე პასუხისმგებელი პირი, ან სხვა საქმეების გამო, მსგავსი მასალის მოსამზადებლად დრო არ გრჩებათ, ჩვენი თანამშრომლები დაგეხმარებიან მედია ანონსების, პრესრელიზებისა და ვიდეო რელიზების მომზადებაში. ჩვენ, ბოლო რამოდენიმე წელიწადია საკმაოდ დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა მსგავსი მასალების მომზადების საქმეში. ჩვენი გუნდი, თქვენს სიახლეს სწორ პოზიციონირებას მისცემს და მას წაკითხვადს გახდის. ჩვენი ბიზნეს მოდელი ერთი მხირვ, ჩვენი მომსახურება განკუთვნილია მედიის წარმომადგენლებისათვის. PUBLICITY.GE - ის საშუალებით, ჟურნალისტები მათ ელექტრონულ ფოსტაზე, ინტერნეტ ბმულის საშუალებით რეგულარულად იღებენ თქვენს მიერ გავრცელებულ მედია ანონსებს, პრესრელიზებსა და ვიდეო რელიზებს მულტიმედია ფორმატში. გარდა ჟურნალისტებისა, თქვენს მიერ გავრცელებულ მედია მასალებს, ელექტრონულ ფოსტაზე ასევე იღებს სხვა მომხმარებელი. ხელმომწერთა ბაზა რეგულარულად განახლებადია. მეორე მხრივ, ჩვენი მომსახურება განკუთვნილია სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ჩვენი სახით, სანდო და პროაქტიულ პარტნიორს იძენენ მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში, რაც ხელს უწყობს მათი ორგანიზაციების რეპუტაციის მართვას. მესამე მხრივ, ჩვენი სერვისი შეიძლება განხილულ იქნას, როგორც დამატებითი მედია საშუალება, WEB 2 პლათფორმა, რომელიც საკუთარ სივრცეში სამუდამოდ განათავსებს თქვენს მედია ანონსს, პრესრელიზს, ვიდეო რელიზს და თქვენი ორგანიზაციის ნიუსრუმს. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება ყველა ინტერნეტ მომხმარებლისთვის. ინტერნეტში თქვენი ინფორმაციის უფრო ფართოდ გავრცელების მიზნით, ჩვენი სოციალური მედია პლათფორმების საშუალებით, ჩვენ ხელს ვუწყობთ თქვენი სიახლის ფართო წრეებში გაზიარებას და ამ მხრივ, თქვენი ონლაინ ცნობადობის ზრდას.
ფაქტების ფურცელი
წლიური ანგარიშები
ბიბლიოთეკა
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
მედია ჩვენზე
სოციალური მედია არხები
ვებგვერდი
მედია კონტაქტები
მაია ჩიტაშვილი
პიარ ექსპერტი
593260906
maiko@publicity.ge