ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
09/11/2017
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
BP – წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორია
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის" ფარგლებში, პროფესიული განათლების ეროვნული კონკურსი გაიმართა. პროექტის ფარგლებში რვა გამარჯვებული გამოვლინდა. „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2017”-ის ნომინაციაში წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი გამარჯვებული BP საქართველოა - საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობისთვის.
BP საქართველომ 2015 წელს დაიწყო თანამშრომლობა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან (სტუ-სთან) და 2016 წლის იანვარში გაფორმდა შეთანხმება ურთიერთანამშრომლობის შესახებ. შეთანხმების ფარგლებში მომზადდა სტუ-ს და BP საქართველოს ერთობლივი პროექტი „საქართველოს ტექნიკური გადამზადების ცენტრი“, რომელიც ათასწლეულის გამოწვევის ფონდ საქართველოს პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისათვის“ ფარგლებში დაფინანსდა.
პროექტის ფარგლებში შეიქმნა საქართველოს ტექნიკური გადამზადების ცენტრი, სადაც 2017 წლის ნოემბრიდან დაიწყება პროფესიული სწავლება ოთხი ტექნიკურ სპეციალობაზე: მექანიკის ინჟინერიის ტექნიკოსი (V საფეხური), მექატრონიკის ტექნიკოსი (V საფეხური), სამრეწველო ავტომატიზაციის ტექნიკოსი (V საფეხური), მაღალი ძაბვის ელექტროტექნიკოსი (IV საფეხური).
BP საქართველოს თანადაფინანსების ფარგლებში გერმანული კომპანია „ფესტოსგან“ შეძენილ იქნა თანამედროვე აღჭურვილობა და შესაბამისი ლაბორატორია მოეწყო სტუ-ს ადმინისტრაციულ კორპუსში. სტუ-სთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, თანადაფინანსების საერთო მოცულობა 600, 000 აშშ დოლარს, შეძენილი აღჭურვილობის ღირებულება კი 578,991 აშშ დოლარს შეადგენს.
ზემოაღნიშნული თანამედროვე აღჭურვილობის გამოყენებით, გამოცდილმა უცხოელმა ტრენერებმა უკვე ჩაუტარეს ტრენინგების სერია საქართველოს ტექნიკური გადამზადების ცენტრის მასწავლებლებს (ტრენინგები კიდევ გრძელდება). ე.წ. ტრენერთა ტრენინგი გულისხმობს როგორც შესაბამის თეორიულ კურსებს და ლაბორატორიული აღჭურვილობის გამოყენების სწავლებას, ისე ზოგადად პროფესიული სწავლების მეთოდოლოგიის და თანამედროვე მიდგომების, კერძოდ გერმანული მოდელის გაზიარებას ქართველი მასწავლებლებისათვის.
გამარჯვებული კომპანია განსაკუთრებით ყურადღებას აქცევს და ეხმარება დასაქმებულებს კვალიფიკაციის ამაღლებაში. კერძოდ, კომპანიაში შემუშავებულია სავალდებულო და რეკომენდირებული კურსებისა და ტრენინგ პროგრამების გეგმა, რომელსაც კომპანია შიდა რესურსებითა და კონტრაქტორი კომპანიების მეშვეობით ახორციელებს. ასევე, კომპანიაში ფუნქციონირებს სამწლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს აყვანილი სტუდენტების როგორც პრაქტიკულ, ასევე თეორიულ სწავლებას შესაბამისი მიმართულებებით.
ორგანიზაციის შესახებ
პროფესიული განათლების ეროვნული კონკურსი საქართველოში პირველად ჩატარდა და მისი მიზანია, პროფესიული განათლების იმიჯისა და რეპუტაციის ამაღლება.
დაჯილდოების გენერალური სპონსორია ინა გუდავაძე-პატარკაციშვილი.
წლევანდელი კონკურსი „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის" ფარგლებში ჩატარდა. იგი წარმოადგენს ათასწლეულის გამოწვევის ფონდის 16 მილიონი აშშ დოლარის პროექტს, რომელიც დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული მეორე 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში.
წაკითხულია: 63
ფაბლისითი ჯგუფი -ის ნიუსრუმი
ყველა ინფორმაცია ერთ სივრცეში
ინფორმაცია
ისტორია
PUBLICITY.GE სამ ძირითად მომსახურებას გთავაზობთ. რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მომსახურებების შესაძენად, დაინტერესებული ორგანიზაცია რეგისტრირდება PUBLICITY.GE - ზე და ხსნის მისი ორგანიზაციის პროფილს. ეს ავტომატურად ნიშნავს ორგანიზაციის ნიუსრუმის გვერდის შექმნას შემდეგი დომანური სახელით: publicity.ge/yourcompany. ნიუსრუმი, ეს არის თქვენი ორგანიზაციის დამატებითი ვეგვერდი ინტერნეტში, სადაც მედიისთვის მნიშვნელოვანი ინფორამციაა განთავსებული თქვენს ორგანიზაციაზე. ნიუსრუმის შექმნა და მასზე თქვენს შესახებ ინფორმაციის განთავსება უფასოა. მას შემდეგ, რაც თქვენმა ორგანიზაციამ შექმნა საკუთარი პროფილი PUBLICITY.GE - ზე და უკვე გააჩნია ნიუსრუმი, თქვენ შეგიძლიათ შემდეგი მომსახურებებით სარგებლობა: მომსახურება 1 - მედია მასალის განთავსება მოამზადეთ მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი მულტიმედია ფორმატში მარტივი, ონლაინ ფორმის შევსების გზით, რომელსაც თქვენი პროფილიდან შექმნით. აირჩიეთ ის მედია საშუალებები, ჟურნალისტები და სხვა მომხმარებლები, რომლებიც არიან დარეგისტრირებულები PUBLICITY.GE - ზე და ღილაკზე ერთი დაწკაპუნებით გაავრცელეთ თქვენს მიერ მომზადებული მულტიმედია სიახლე ხელმომწერებში. მათ თქვენი გზავნილი მეილზე ბმულის სახით მიუვათ. გარდა ამისა, თქვენი მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი ავტომატურად განთავსდება PUBLICITY.GE - ს თემატურ კატეგორიაში და ის ხელმისაწვდომი იქნება ამ საიტის ვიზიტორებისათვის. მომსახურება 2 - მედიაში გარანტირებული გავრცელება თუ თქვენ დაინტერესებული ხართ, რომ თქვენი მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი გარანტირებულად რომელიმე თქვენთვის სასურველ მედია საშუალებაში გავრცელდეს, აირჩიეთ გარანტირებული გავრცელება, მონიშნეთ ერთი ან რამოდენიმე მედია საშუალება, სადაც გინდათ რომ ინფორმაცია თქვენზე გარანტირებულად გავრცელდეს და დააწკაპუნეთ გაგზავნის ღილაკს. თქვენი სიახლე გაიგზავნება თქვენს მიერ შერჩეულ ხელმომწერებში, ის ავტომატურად აისახება საიტზე PUBLICITY.GE და გარანტირებულად, 2 დღის განმავლობაში გავრცელდება თქვენს მიერ შერჩეულ მედია საშუალებაში. მომსახურება 3 - მედია მასალის მომზადება თუ თქვენს ორგანიზაციას არ ყავს მედია მასალის მომზადებაზე პასუხისმგებელი პირი, ან სხვა საქმეების გამო, მსგავსი მასალის მოსამზადებლად დრო არ გრჩებათ, ჩვენი თანამშრომლები დაგეხმარებიან მედია ანონსების, პრესრელიზებისა და ვიდეო რელიზების მომზადებაში. ჩვენ, ბოლო რამოდენიმე წელიწადია საკმაოდ დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა მსგავსი მასალების მომზადების საქმეში. ჩვენი გუნდი, თქვენს სიახლეს სწორ პოზიციონირებას მისცემს და მას წაკითხვადს გახდის. ჩვენი ბიზნეს მოდელი ერთი მხირვ, ჩვენი მომსახურება განკუთვნილია მედიის წარმომადგენლებისათვის. PUBLICITY.GE - ის საშუალებით, ჟურნალისტები მათ ელექტრონულ ფოსტაზე, ინტერნეტ ბმულის საშუალებით რეგულარულად იღებენ თქვენს მიერ გავრცელებულ მედია ანონსებს, პრესრელიზებსა და ვიდეო რელიზებს მულტიმედია ფორმატში. გარდა ჟურნალისტებისა, თქვენს მიერ გავრცელებულ მედია მასალებს, ელექტრონულ ფოსტაზე ასევე იღებს სხვა მომხმარებელი. ხელმომწერთა ბაზა რეგულარულად განახლებადია. მეორე მხრივ, ჩვენი მომსახურება განკუთვნილია სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ჩვენი სახით, სანდო და პროაქტიულ პარტნიორს იძენენ მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში, რაც ხელს უწყობს მათი ორგანიზაციების რეპუტაციის მართვას. მესამე მხრივ, ჩვენი სერვისი შეიძლება განხილულ იქნას, როგორც დამატებითი მედია საშუალება, WEB 2 პლათფორმა, რომელიც საკუთარ სივრცეში სამუდამოდ განათავსებს თქვენს მედია ანონსს, პრესრელიზს, ვიდეო რელიზს და თქვენი ორგანიზაციის ნიუსრუმს. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება ყველა ინტერნეტ მომხმარებლისთვის. ინტერნეტში თქვენი ინფორმაციის უფრო ფართოდ გავრცელების მიზნით, ჩვენი სოციალური მედია პლათფორმების საშუალებით, ჩვენ ხელს ვუწყობთ თქვენი სიახლის ფართო წრეებში გაზიარებას და ამ მხრივ, თქვენი ონლაინ ცნობადობის ზრდას.
ფაქტების ფურცელი
წლიური ანგარიშები
ბიბლიოთეკა
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
მედია ჩვენზე
სოციალური მედია არხები
ვებგვერდი
მედია კონტაქტები
მაია ჩიტაშვილი
პიარ ექსპერტი
593260906
maiko@publicity.ge