ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
19/05/2017
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
Brain Drain - გონების გადატვირთვა საქმიანი ადამიანებისთვის
საერთაშორისო კომპანია „ბრეინ დრეინმა“ (Brain Drain) მორიგი სიახლე შესთავაზა ქართველ მომხმარებლებს. სიახლე ორგანიზაციებისთვის სპეციალურ ინოვაციურ გასართობ სერვისს გულისხმობს. სპეციალურად თანამშრომლებისთვის შექმნილი გუნდური თამაშების სერია ბრეინ დრეინმა მოწვეულ სპეციალისტებთან და ფსიქოლოგებთან ერთად შეიმუშავა და იგი “თიმ ბილდინგისთვისაა” შედგენილი. ასრებული პროგრამა საკმაოდ წარმატებით გამოიყენება სხვადასახვა ქევეყანაში, თუმცა ქართული ბაზრისთვის ჯერ-ჯერობით ნოვატორულია.
“ბრეინ დრეინის” მიერ შემუშავებული პროგრამა, რომელიც “ქვესტების” თამაშს მოიცავს, ხელს უწყობს თანამშრომლებში გუნდური უნარების განვითარებას, კადრების წარმომადგენლებს უადვილებს თანამშრომლების უკეთ გასხნასა და ახალი თვისებების ამოცნობას, როლური პრინციპით გადანაწილებული თამაში ასევე კომპანიის სიახლის გამოცდის საუკეთესო საშუალებაა, ისევე როგორც იდეალური განტვირთვაა კრიზისული სიტუაციების შემდეგ.
გარდა ამისა, „ქვესტის“ მოთამაშეს (თანამშრომლებს) საშუალება ეძლევა სრულიად ახალი ძალებით ჩაერთოს ცხოვრების რიტმში. თამაშის შემდგომ მოთამაშეები უკეთ აცნობიერებენ საკუთარ შესაძლებლობებს და ხდება ჯერ კიდევ არარეალიზებული უნარების საქმეში გამოცდა.
ბოლო დაკვირვებების თანახმად, მსოფლიოში პოპულარული თამაშების „რეალითი ქვესტის“ ერთჯერადი თამაშიც კი საქმიან ადამიანებს ეხმარება დაძლიონ ყოველდღიური დაძაბულობა და სტრესული სიტუაციები; ისინი უფრო უკეთ კონცენტრირდებიან რუტინული საქმის დროს, უუმჯობესდებათ მეხსიერება და კიდევ უფრო მიზანსწრაფულნი ხდებიან.
ამ ეტაპზე კომპანია 5 სხვადასხვა სათამაშო ქვესტ-ოთახით ფუნქციონირებს, რომლის მიზანიც ორგანიზაციებისთვის მასზე მორგებული, ინოვაციური და თანამედროვე აქტიური დასვენების შეთავაზებაა.
ორგანიზაციის შესახებ
გართობის რა ფორმაა ბრეინ დრეინი: „ბრეინ დრეინი“ დასვენების, ახლებური გართობისა და თამაშის ადაპტირებულ ფორმას წარმოადგენს, რომელიც ცნობილი „ფორტ ბოიარდისა“ და კომპიუტერული თამაშების ერთგვარი ნაზავია. „ბრეინ დრეინს“ (Brain Drain) 2, 5 ან 10 ადამიანისგან შემდგარი გუნდი თამაშობს. ერთი საათის განმავლობაში ერთდროულად 30 ადამიანს შეუძლია ითამაშოს სხვადასხვა ქვესტი. რეალითი ქვესტი, როგორც გართობის ახლებური ფორმატი სრულიად უცხოა თბილისელებისთვის. გართობის ინოვაციური მოდელი ფაქტიურად რევოლუციური მიდგომაა ამ სფეროში. მოთამაშეები ერთი საათის განმავლობაში სხვადასხვა ფილმებისა და ისტორიული მოვლენების მთავარი გმირები ხდებიან. ისინი ხსნიან თავსატეხებს, იმარჯვებენ სხვადასხვა დაბრკოლებებზე და თავად განიცდიან მათთვის ჯერ კიდევ უცნაურ ემოციებს.
კომპანია „ბრეინ დრეინი“ (Brain Drain) ბაზარზე ამ ეტაპზე 5 ახალი სათამაშო ოთახით ემსახურება მომხარებლებს, ასაკობრივი კატეგორიაა 12-დან - 65 წლამდე. „ქვესტების“ გარდა, კომპანია ქართველ მომხამრებელს სხვადასხვა წვეულებების, არაფორალური შეხვედრებისა და კორპორატიული ღონისძიებების დაგეგმვასაც სთავაზობს.
წაკითხულია: 101
ფაბლისითი ჯგუფი -ის ნიუსრუმი
ყველა ინფორმაცია ერთ სივრცეში
ინფორმაცია
ისტორია
PUBLICITY.GE სამ ძირითად მომსახურებას გთავაზობთ. რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მომსახურებების შესაძენად, დაინტერესებული ორგანიზაცია რეგისტრირდება PUBLICITY.GE - ზე და ხსნის მისი ორგანიზაციის პროფილს. ეს ავტომატურად ნიშნავს ორგანიზაციის ნიუსრუმის გვერდის შექმნას შემდეგი დომანური სახელით: publicity.ge/yourcompany. ნიუსრუმი, ეს არის თქვენი ორგანიზაციის დამატებითი ვეგვერდი ინტერნეტში, სადაც მედიისთვის მნიშვნელოვანი ინფორამციაა განთავსებული თქვენს ორგანიზაციაზე. ნიუსრუმის შექმნა და მასზე თქვენს შესახებ ინფორმაციის განთავსება უფასოა. მას შემდეგ, რაც თქვენმა ორგანიზაციამ შექმნა საკუთარი პროფილი PUBLICITY.GE - ზე და უკვე გააჩნია ნიუსრუმი, თქვენ შეგიძლიათ შემდეგი მომსახურებებით სარგებლობა: მომსახურება 1 - მედია მასალის განთავსება მოამზადეთ მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი მულტიმედია ფორმატში მარტივი, ონლაინ ფორმის შევსების გზით, რომელსაც თქვენი პროფილიდან შექმნით. აირჩიეთ ის მედია საშუალებები, ჟურნალისტები და სხვა მომხმარებლები, რომლებიც არიან დარეგისტრირებულები PUBLICITY.GE - ზე და ღილაკზე ერთი დაწკაპუნებით გაავრცელეთ თქვენს მიერ მომზადებული მულტიმედია სიახლე ხელმომწერებში. მათ თქვენი გზავნილი მეილზე ბმულის სახით მიუვათ. გარდა ამისა, თქვენი მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი ავტომატურად განთავსდება PUBLICITY.GE - ს თემატურ კატეგორიაში და ის ხელმისაწვდომი იქნება ამ საიტის ვიზიტორებისათვის. მომსახურება 2 - მედიაში გარანტირებული გავრცელება თუ თქვენ დაინტერესებული ხართ, რომ თქვენი მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი გარანტირებულად რომელიმე თქვენთვის სასურველ მედია საშუალებაში გავრცელდეს, აირჩიეთ გარანტირებული გავრცელება, მონიშნეთ ერთი ან რამოდენიმე მედია საშუალება, სადაც გინდათ რომ ინფორმაცია თქვენზე გარანტირებულად გავრცელდეს და დააწკაპუნეთ გაგზავნის ღილაკს. თქვენი სიახლე გაიგზავნება თქვენს მიერ შერჩეულ ხელმომწერებში, ის ავტომატურად აისახება საიტზე PUBLICITY.GE და გარანტირებულად, 2 დღის განმავლობაში გავრცელდება თქვენს მიერ შერჩეულ მედია საშუალებაში. მომსახურება 3 - მედია მასალის მომზადება თუ თქვენს ორგანიზაციას არ ყავს მედია მასალის მომზადებაზე პასუხისმგებელი პირი, ან სხვა საქმეების გამო, მსგავსი მასალის მოსამზადებლად დრო არ გრჩებათ, ჩვენი თანამშრომლები დაგეხმარებიან მედია ანონსების, პრესრელიზებისა და ვიდეო რელიზების მომზადებაში. ჩვენ, ბოლო რამოდენიმე წელიწადია საკმაოდ დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა მსგავსი მასალების მომზადების საქმეში. ჩვენი გუნდი, თქვენს სიახლეს სწორ პოზიციონირებას მისცემს და მას წაკითხვადს გახდის. ჩვენი ბიზნეს მოდელი ერთი მხირვ, ჩვენი მომსახურება განკუთვნილია მედიის წარმომადგენლებისათვის. PUBLICITY.GE - ის საშუალებით, ჟურნალისტები მათ ელექტრონულ ფოსტაზე, ინტერნეტ ბმულის საშუალებით რეგულარულად იღებენ თქვენს მიერ გავრცელებულ მედია ანონსებს, პრესრელიზებსა და ვიდეო რელიზებს მულტიმედია ფორმატში. გარდა ჟურნალისტებისა, თქვენს მიერ გავრცელებულ მედია მასალებს, ელექტრონულ ფოსტაზე ასევე იღებს სხვა მომხმარებელი. ხელმომწერთა ბაზა რეგულარულად განახლებადია. მეორე მხრივ, ჩვენი მომსახურება განკუთვნილია სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ჩვენი სახით, სანდო და პროაქტიულ პარტნიორს იძენენ მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში, რაც ხელს უწყობს მათი ორგანიზაციების რეპუტაციის მართვას. მესამე მხრივ, ჩვენი სერვისი შეიძლება განხილულ იქნას, როგორც დამატებითი მედია საშუალება, WEB 2 პლათფორმა, რომელიც საკუთარ სივრცეში სამუდამოდ განათავსებს თქვენს მედია ანონსს, პრესრელიზს, ვიდეო რელიზს და თქვენი ორგანიზაციის ნიუსრუმს. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება ყველა ინტერნეტ მომხმარებლისთვის. ინტერნეტში თქვენი ინფორმაციის უფრო ფართოდ გავრცელების მიზნით, ჩვენი სოციალური მედია პლათფორმების საშუალებით, ჩვენ ხელს ვუწყობთ თქვენი სიახლის ფართო წრეებში გაზიარებას და ამ მხრივ, თქვენი ონლაინ ცნობადობის ზრდას.
ფაქტების ფურცელი
წლიური ანგარიშები
ბიბლიოთეკა
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
მედია ჩვენზე
სოციალური მედია არხები
ვებგვერდი
მედია კონტაქტები
მაია ჩიტაშვილი
პიარ ექსპერტი
593260906
maiko@publicity.ge