ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
29/04/2018
CHCA-ს ორგანიზებით მედია კონკურსი ჩატარდა
ანაკლიაში, მედია კონკურსის გამარჯვებულები დასახელდნენ. მედია კონკურსი თემაზე „დევნილთა პრობლემები და გამოწვევები საქართველოში“ საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთისა“ და კონსორციუმი „სამართლებრივი დახმარება საქართველოს“ ინიციატივით მოეწყო. კონკურსში თბილისის, გორის, ქუთაისის და ზუგდიდის ტელევიზიის, რადიოსა და ონლაინ მედიის 18-მა ჟურნალისტმა მიიღო მონაწილეობა.
პირველი ადგილი - ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტმა სოფო მთივლიშვილმა მოიპოვა, ნაშრომით
„რას ნიშნავს იყო დევნილი“. სოფოს ვიდეო სიუჟეტი ჟიურის რჩეული გახდა და საუკეთესო შეფასებაც დაიმსახურა.
კონკურსის მონაწილეთა ნაშრომები შემდეგი თანმიმდევრობით გადანაწილდა:
მეორე ადგილი - გვანცა დოლუაშვილი
„სოფელი 10 წლის ისტორიით“, რადიო „მოზაიკა“, ქ. გორი;
მესამე ადგილი - სალომე ფაცაცია
„სენაკის ყოფილ სამხედრო დასახლებაში მაცხოვრებლებს პრობლემები ემუქრებათ“, რადიო „ათინათი“, ქ. ზუგდიდი;
ქსელი „პრო-ინტეგრაციის“ რჩეული - გვანცა დოლუაშვილი
„სოფელი 10 წლის ისტორიით“, რადიო „მოზაიკა“, ქ. გორი;
ორგანიზაციის შესახებ
კონკურსი პროექტ “სამართლიანი საზოგადოებისკენ“ ფარგლებში ჩატარდა. კონკურსის
ორგანიზატორია : საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ (CHCA), კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველო (LAG)
დონორი: სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფონდი (CISU) / ლტოლვილთა დანიის საბჭო (DRC)
წაკითხულია: 258