ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
14/03/2017
Eurasian mobile Challenge ის გამარჯვებული სტარტაპი Treepex მსოფლიო მობილურ კონგრესზე წარსდგა
თბილისი (13 მარტი, 2017) – ტელეკომუნიკაციებისა და ახალი ტექნოლოგიების კომპანია ბილაინის ხელშეწყობით, პირველად მსოფლიო მობილურ კონგრესის ისტორიაში ქართული სტარტაპები თავინთი ინოვაციური პროქეტებით წარსდგნენ.
Eurasia Mobile Challenge -ის გამარჯვებულმა სტარტაპი Trepex, რომელიც 2500-ზე მეტ მონაწილეს შორის ტოპ ხუთეულში მოხვდა, არის ინოვაციური მიდგომა ხეების დარგვის მიმართ. ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, ერთის მხრივ, treepex სთავაზობს მომხმარებლებს, რომ ხის დარგვა გამოიყენონ, როგორც საჩუქარი სხვადასხვა შემთხვევებისთვის. ხოლო კომპანიებს სთავაზობს, როგორც მწვანე მარკეტინგულ ინსტრიუმენტს, რათა შეძლონ უფრო მეტი მომხმარებლის მოზიდვა და შესაბამისად გაყიდვების ზრდა.
მსოფლიო მობილურ კონგრესზე ასევე წარმოდგენილი იყო ქართული სტარტაპი RehabGlove. ეს არის ელექტრონული ხელთათმანი, რომელიც სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით მომხმარებლებს ეხმარება ინსულტის და სხვა ტრავმების შედეგად დაზიანებული კიდურების რეაბილიტაციაში.
Mobile World Congress ყოველწელიურად ბარსელონაში იმართება. სადაც მსოფლიო ახალ ტექნოლოლგიურ მიღწევებს და ტენდენციებს ეცნობა. წელს Mobile World Congress ესწრებოდა 108,000 სტუმარი 208 ქვეყნიდან. გამოფენაში მონაწილეობა მიიღო 2,500 ზე მეტმა კომპანიამ, რომელთაც ინვესტირებისთვის და კონგრესის სტუმრებისთვის წარმოდგენილი ჰქონდათ თავიანთი ინოვაციური პროეტები .
“ჩვენ ამაყები ვართ, რომ მსოფლიო ტექნოლოგიურ რუკაზე წელს საქართველოც არის აღბეჭდილი და ამაში ბილაინის მცირედი წვლილიც არის. კონკურსის, „Eurasia Mobile Challenge“ აპლიკანტების რაოდენობა წლიდან წლამდე საგრძნობლად იზრდება და დარწმუნებულნი ვართ, რომ კიდევ ბევრ ნიჭიერ ახალგზრდას აღმოვაჩენთ ახალი, ინოვაციურო და საინტერესო პროექტებით” - აღნიშნა ბილაინის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ტყეშელაშვილმა.
ორგანიზაციის შესახებ
Eurasia Mobile Challenge კომპანია ბილაინის სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიის, MAKE YOUR MARK-ის ფარგლებში ყოველ წელს ტარდება.
კონკურსის მიზანია, თანამედროვედ მოაზროვნე, ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენა, რომელთაც აქვთ პოტენციალი შექმნან გაუმჯობესებული, ფინანსურად მომგებიანი პროდუქტი, რათა მიეცეთ შესაძლებლობა მიაღწიონ წარმატებას რეგიონალურ და გლობალურ ბაზრებზე, რაც, შემდგომ, მათ მომავალს უზრუნველყოფს
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს: www.eurasiamobilechallenge.com
###

საკონტაქტო ინფორმაცია:
ბილაინის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
ნათია ღლონტი
nglonti@beeline.ge
ტელ: +955 5 97970337
წაკითხულია: 227