ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
07/09/2020
საკონტაქტო პირი:
მაიკო ჩიტაშვილი | 593260609 | chitasvhili.maiko@gmail.com
GEclose2EU-ს ბენეფიციარი კომპანიები თბილისის საბავშვო ფესტივალში ჩაერთვნენ
მუშტაიდის ბაღში თბილისის საბავშვო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის (EPRC) ცენტრის მხარდაჭერით წელს ქართული სათამაშოებისა და საბავშვო ტანსაცმელის მწარმოებელი 30 ბენეფიციარი კომპანია ჩაერთო, რომელიც პროექტ GEclose2EU-ს ფარგლებში შეირჩა.
ღონისძიებას გამოფენა-გაყიდვის სახე ჰქონდა და მოსულ სტუმრებს საშუალება მიეცათ პირადად გაიცნობოდნენ ქართველ მწარმოებლებს, შეეძინათ მათი ნაწარმი და ჩაერთულიყვნენ სხვადასხვა სახალისო აქტივობებში, რომელიც პროექტის ფარგლებში ჩატარდა. ფესტივალის საერთო სივრცე რამოდენიმე ზონადა იყო წარმოდგენილი, სადაც სპეციალური ადგილი, სწორედ საბავშვო ტანსაცმელსა და ქართულ სათამაშოებს დაეთმო. ამ კომპანიებმა პროექტ GEclose2EU-ს კონკურსში გაიმარჯვეს. მათი პროდუქცია წარმატებით იყიდება როგორც საქართველოში, ისე უცხოურ ბაზარზე. თავის მხრივ ქართველ მეწარმეებს შესაძლებლობა მიეცათ გაიცნოთ ადგილობრივი მეწარმეები, პოტენციური პარტნიორები და ამით კიდევ უფრო გაზარდონ საკუთარი ბრენდების ცნობადობა.
პროექტი „ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან" GEclose2EU ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) მიერ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ თანამშრომლობით და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა და მათი ცნობადობის გაზრდა ადგილობრივ და ევროპის ბაზარზე. პროექტის ფარგლებში უკვე ჩატარდა რამდენიმე სამეწარმეო ბაზრობა, სადაც GEclose2EU-ს ფარგლებში შერჩეულმა ასობით კომპანიამ და მეწარმემ მიიღო მონაწილეობა. ერთი წლის განმავლობაში დაიგეგმა და ჩატარდა არაერთი ტრენინგი და მასტერკლასი, რომლებშიც 400-ზე მეტმა მცირე და საშუალო მეწარმემ მიიღო მონაწილეობა. პროექტის ფარგლებში ჯამში 100-მდე გამარჯვებულ კომპანიას, რომლებიც მოვაწეობენ ბიზნეს-კონსალტინგის, IT, არქიტექტურა და დიზაინის, საბავშვო ტანსაცმლისა და სათამაშოების წარმოების მიმართულებით, გაეწია ტექნიკური მხარდაჭერა. პროექტის ბოლომდე კომპანიებისთვის ასევე დაგეგმილია რამოდენიმე მასშტაბური გამოფენა და სასწავლო ტური შვედეთში.
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 220
Geclose2EU -ის ნიუსრუმი
ყველა ინფორმაცია ერთ სივრცეში
ინფორმაცია
ისტორია
შვედეთის მხარდაჭერით საქართველოში ახალი პროექტი „ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან“ იწყება. პროექტს ახორციელებს „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ (EPRC) სააგენტო „აწარმოე საქართველოსთან“ თანამშრომლობით. პროექტის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, მათი ცნობადობის გაზრდა ევროპის ბაზარზე და ინტერნაციონალიზაციის ახალი შესაძლებლობების შექმნა. პროექტის ჯამური ბიუჯეტი 2,3 მილიონი აშშ დოლარია და იგი 3 წლის განმავლობაში გაგრძელდება.
ფაქტების ფურცელი
წლიური ანგარიშები
ბიბლიოთეკა
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
მედია ჩვენზე
სოციალური მედია არხები
ვებგვერდი
მედია კონტაქტები
მაიკო ჩიტაშვილი
მედიასთან ურთიერთობის კოორდინატორი
593260609
chitasvhili.maiko@gmail.com