ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
15/12/2019
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
Meliora 2019-ის რიგით მეორე დაჯილდოება გაიმართა!
12 დეკემბერს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერითა და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში, „საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora”-ს რიგით მეორე დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.
ეროვნული მასშტაბის კონკურსი, რომელიც უკვე მეორე წელია წარმატებით ტარდება, აჯილდოებს საქართველოში მოქმედ ბიზნეს კომპანიებს მათ მიერ განხორციელებული საუკეთესო პროექტებისა და ინიციატივებისათვის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) სფეროში. კონკურსის მიზანია საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარება და საზოგადოებაში მისი პოპულარიზაცია; კომპანიების წახალისება, დანერგონ საკუთარ საქმიანობაში CSR-პრინციპები და მიდგომები და გახდნენ სამაგალითო სხვებისთვის.
საზეიმო ღონისძიებას დაესწრო 250 ადამიანი, მათ შორის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობის წევრები, სფეროს ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნეს-კომპანიების წარმომადგენლები.
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის დირექტორი, ეკა ურუშაძე, მიესალმა სტუმრებს: „იმისათვის, რომ საზოგადოება განვითარდეს ეკონომიკური და გარემოსდაცვითი მიმართულებით, უმნიშვნელოვანესია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ბიზნესის წარმოების ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილი გახდეს. შესაბამისად, კონკურსის საშუალებით საქართველოში განხორციელებული შესანიშნავი და საზოგადოების კეთილდღეობაზე ორიენტირებული CSR ინიციატივების გაზიარება და დაფასება მხოლოდ და მხოლოდ ხელს შეუწყობს ამ პროცესს.“
Meliora 2019-ის გამარჯვებულები შემდეგი კომპანიები გახდნენ:
1) წლის პასუხისმგებელი მსხვილი კომპანიის წოდება პროკრედიტ ბანკმა მოპოვა - ჯილდო გადასცა დიმინიკა სკუბიდამ, ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში, ატაშე;
2) წლის პასუხისმგებელი მცირე და საშუალო კომპანია ალტიტუდა გახდა - ჯილდო გადასცა არჩილ ბაკურაძემ, Meliora 2018-ის გრანპრის მფლობელი კომპანიის კრისტალის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ;
3) მწვანე ინიციატივა:
მოცემულ კატეგორიაში გაიმარჯვა თიბისი ბანკმა, პროექტით „მწვანე ავტოპარკი“ - გამარჯვებულს პრიზი გადასცა შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, პატრიკ ფრანცენმა;
4) პასუხისმგებელი დამსაქმებელი:
ა) გაიმარჯვა კომპანიამ ნექსია თიეი, პროექტით „თანამშრომელი-ყველაზე მაღალი ღირებულება“- მას პრიზი იტალიის რესპუბლიკის ელჩის მოადგილემ, ნიკოლა იორიომ გადასცა;
ბ) ამავე კატეგორიაში ჯიპიაი ჰოლდინგის პროექტმა „მოქმედების დღე“ გამორჩეული პროექტის წოდება მოიპოვა - პრიზი კონკურსის საერთაშორისო ჯიურის წევრმა, ბირმინგემის უნივერსიტეტის პროფესორმა, ანგუს მაკქეიბმა გადასცა;
5) საზოგადოების მხარდაჭერა:
ა) კატეგორიაში საზოგადოების მხარდაჭერა, ჯიპიაი ჰოლდინგმა გაიმარჯვა პროექტით „ეკოისტი“- ჯილდო გადასცა ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, არად ბენკომ;
ბ) ამავე კატეგორიაში ფონდი ფეა თრიიზ (მცირე/ საშუალო ზომის კომპანია) დაჯილდოვდა, პროექტისათვის - “ფეა თრიიზის ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკა” - ჯილდო გადასცა გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების აღმასრულებელმა დირექტორმა, თომას ქიმესვინგერმა;
6) სექტორთა პარტნიორობა - გაზიარებული პასუხისმგებლობა:
ამ კატეგორიაში, გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის საელჩოს ეკონომიკისა და თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსმა, თომას შოლმა თიბისი ბანკი დააჯილდოვა პროექტისათვის „დავით კაკაბაძის შემოქმედების გამოფენა და თანამედროვე არტისტებისთვის ინსპირაციის მიცემა“;
7) კეთილსინდისიერი საქმიანობა ბაზარზე:
მოცემულ კატეგორიაში გამარჯვებული არ გამოვლენილა, თუმცა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ, სცენაზე გამორჩეული პროექტი, „უნივერს ბიზნეს გრუპი“ წარმოადგინა, პროექტისათვის „უფასო ტრენინგების და კონსულტაციების გაწევა კომპანიებისათვის“;
8) CSR-ის შესახებ კომუნიკაცია:
ამ კატეგორიაშიც გამარჯვებული არ გამოვლენილა, ხოლო გამორჩეული პროექტის წოდება მოიპოვა თიბისი ბანკის პროექტმა „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის 2018 წლის ანგარიში“ - სერტიფიკატი გადასცა ელენ კოენმა, საკონსულტაციო კომპანია Beyond Business-ის დამფუძნებელმა და Meliora-ს საერთაშორისო ჯიურის წევრმა;
9) წლის CSR მენეჯერი:
წლის CSR მენეჯერი თამთა ასლანიშვილი გახდა, რომელიც კომპანია ემბისის (მიკრო ბიზნეს კაპიტალი) CSR მიმართულებას ხელმძღვანელობს - პრიზი გადასცა უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ვიქტორია ჰორვატიმ;
10) შემოქმედებითი CSR - მოცემული კატეგორიის მხარდამჭერი საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ქსელი (ACAG) იყო:
ამ კატეგორიის გამარჯვებული Watergunz გახდა პროექტით „გულგრილობის ხმა“ - პრიზი გადასცა დიდი ბრიტანეთის პასუხისმგებელი ბიზნესის ქსელის მენეჯერმა და Meliora-ს საერთაშორისო ჯიურის წევრმა, ალექს ფერანდმა;
11) ნარჩენების მართვაზე ორიენტირებული ინიციატივა - მოცემული კატეგორია ჩატარდა USAID-ის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტთან „ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში, ფაზა II“, თანამშრომლობით, რომელსაც ახორციელებს სენნ:
მოცემულ კატეგორიაში დაჯილდოვდა მცირე და საშუალო კომპანია „ჯეომულჩი“ პროექტით „ტყის და ქალაქი სანიტარი - ნარჩენების გადამამუშავებელი უნარჩენო წარმოება“ – პრიზი გადასცა USAID-ის ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორმა, მარიკა ოლსენმა.

Meliora 2019 კონკურსის ჟიური შედგებოდა წამყვანი უცხოელი (დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია, ისრაელი, სლოვაკეთი, ავსტრია, შვედეთი, დანია, გერმანია და აშშ) და ქართველი ექპერტებისაგან, საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან და აკადემიური წრეებიდან.
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 319
ფაბლისითი ჯგუფი -ის ნიუსრუმი
ყველა ინფორმაცია ერთ სივრცეში
ინფორმაცია
ისტორია
PUBLICITY.GE სამ ძირითად მომსახურებას გთავაზობთ. რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მომსახურებების შესაძენად, დაინტერესებული ორგანიზაცია რეგისტრირდება PUBLICITY.GE - ზე და ხსნის მისი ორგანიზაციის პროფილს. ეს ავტომატურად ნიშნავს ორგანიზაციის ნიუსრუმის გვერდის შექმნას შემდეგი დომანური სახელით: publicity.ge/yourcompany. ნიუსრუმი, ეს არის თქვენი ორგანიზაციის დამატებითი ვეგვერდი ინტერნეტში, სადაც მედიისთვის მნიშვნელოვანი ინფორამციაა განთავსებული თქვენს ორგანიზაციაზე. ნიუსრუმის შექმნა და მასზე თქვენს შესახებ ინფორმაციის განთავსება უფასოა. მას შემდეგ, რაც თქვენმა ორგანიზაციამ შექმნა საკუთარი პროფილი PUBLICITY.GE - ზე და უკვე გააჩნია ნიუსრუმი, თქვენ შეგიძლიათ შემდეგი მომსახურებებით სარგებლობა: მომსახურება 1 - მედია მასალის განთავსება მოამზადეთ მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი მულტიმედია ფორმატში მარტივი, ონლაინ ფორმის შევსების გზით, რომელსაც თქვენი პროფილიდან შექმნით. აირჩიეთ ის მედია საშუალებები, ჟურნალისტები და სხვა მომხმარებლები, რომლებიც არიან დარეგისტრირებულები PUBLICITY.GE - ზე და ღილაკზე ერთი დაწკაპუნებით გაავრცელეთ თქვენს მიერ მომზადებული მულტიმედია სიახლე ხელმომწერებში. მათ თქვენი გზავნილი მეილზე ბმულის სახით მიუვათ. გარდა ამისა, თქვენი მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი ავტომატურად განთავსდება PUBLICITY.GE - ს თემატურ კატეგორიაში და ის ხელმისაწვდომი იქნება ამ საიტის ვიზიტორებისათვის. მომსახურება 2 - მედიაში გარანტირებული გავრცელება თუ თქვენ დაინტერესებული ხართ, რომ თქვენი მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი გარანტირებულად რომელიმე თქვენთვის სასურველ მედია საშუალებაში გავრცელდეს, აირჩიეთ გარანტირებული გავრცელება, მონიშნეთ ერთი ან რამოდენიმე მედია საშუალება, სადაც გინდათ რომ ინფორმაცია თქვენზე გარანტირებულად გავრცელდეს და დააწკაპუნეთ გაგზავნის ღილაკს. თქვენი სიახლე გაიგზავნება თქვენს მიერ შერჩეულ ხელმომწერებში, ის ავტომატურად აისახება საიტზე PUBLICITY.GE და გარანტირებულად, 2 დღის განმავლობაში გავრცელდება თქვენს მიერ შერჩეულ მედია საშუალებაში. მომსახურება 3 - მედია მასალის მომზადება თუ თქვენს ორგანიზაციას არ ყავს მედია მასალის მომზადებაზე პასუხისმგებელი პირი, ან სხვა საქმეების გამო, მსგავსი მასალის მოსამზადებლად დრო არ გრჩებათ, ჩვენი თანამშრომლები დაგეხმარებიან მედია ანონსების, პრესრელიზებისა და ვიდეო რელიზების მომზადებაში. ჩვენ, ბოლო რამოდენიმე წელიწადია საკმაოდ დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა მსგავსი მასალების მომზადების საქმეში. ჩვენი გუნდი, თქვენს სიახლეს სწორ პოზიციონირებას მისცემს და მას წაკითხვადს გახდის. ჩვენი ბიზნეს მოდელი ერთი მხირვ, ჩვენი მომსახურება განკუთვნილია მედიის წარმომადგენლებისათვის. PUBLICITY.GE - ის საშუალებით, ჟურნალისტები მათ ელექტრონულ ფოსტაზე, ინტერნეტ ბმულის საშუალებით რეგულარულად იღებენ თქვენს მიერ გავრცელებულ მედია ანონსებს, პრესრელიზებსა და ვიდეო რელიზებს მულტიმედია ფორმატში. გარდა ჟურნალისტებისა, თქვენს მიერ გავრცელებულ მედია მასალებს, ელექტრონულ ფოსტაზე ასევე იღებს სხვა მომხმარებელი. ხელმომწერთა ბაზა რეგულარულად განახლებადია. მეორე მხრივ, ჩვენი მომსახურება განკუთვნილია სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ჩვენი სახით, სანდო და პროაქტიულ პარტნიორს იძენენ მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში, რაც ხელს უწყობს მათი ორგანიზაციების რეპუტაციის მართვას. მესამე მხრივ, ჩვენი სერვისი შეიძლება განხილულ იქნას, როგორც დამატებითი მედია საშუალება, WEB 2 პლათფორმა, რომელიც საკუთარ სივრცეში სამუდამოდ განათავსებს თქვენს მედია ანონსს, პრესრელიზს, ვიდეო რელიზს და თქვენი ორგანიზაციის ნიუსრუმს. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება ყველა ინტერნეტ მომხმარებლისთვის. ინტერნეტში თქვენი ინფორმაციის უფრო ფართოდ გავრცელების მიზნით, ჩვენი სოციალური მედია პლათფორმების საშუალებით, ჩვენ ხელს ვუწყობთ თქვენი სიახლის ფართო წრეებში გაზიარებას და ამ მხრივ, თქვენი ონლაინ ცნობადობის ზრდას.
ფაქტების ფურცელი
წლიური ანგარიშები
ბიბლიოთეკა
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
მედია ჩვენზე
სოციალური მედია არხები
ვებგვერდი
მედია კონტაქტები
მაია ჩიტაშვილი
პიარ ექსპერტი
593260906
maiko@publicity.ge