ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
01/03/2018
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
Yes Georgia-ს ბენეფიციარის საწარმო ხურვალეთში
ზაურ კუდუხოვი 22 წლისაა. იგი იძულებით გადაადგილებული პირია და ამჟამად სოფელ ხურვალეთის დევნილთა ჩასახლებაში ცხოვრობს. ჯერ კიდევ მცირეწლოვანი იყო ზაური, როდესაც, 2008 წლის ომის დროს იძულებული გახდა ოჯახთან ერთად დაეტოვებინა მშობლიური საცხოვრებელი ადგილი და ხურვალეთში დასახლებულიყო.
დევნილობაში მყოფმა ახალგაზრდამ გადაწყვიტა ოჯახის სარჩენად საკუთარი ბიზნესი დაეწყო და ისეთი რამ გაეკეთებინა რაც გარკვეულ ფინანსურ მოგებას მოუტანდა და გაფართოების პერსპექტივაც ექნებოდა.
ზაურმა თავისი რესურსით გამოიკვლია ქართული ბაზარი, თუ რომელი პროდუქტის ნაკლებობა ან დეფიციტი შეინიშნებოდა დახლებზე. კვლევების შემდეგ დამწყებმა ფერმერმა გადაწყვიტა ბაზარზე ნაკლებად დომინანტური პროდუქტი: მწყრის ხორცი და კვერცხის წარმეობა დაეწყო. თუმცა ამისთვის ჯერ საწყისი კაპიტალიც არ ჰქონდა. დამწყებმა მეწარმემ მწირი რესუსრსით გახსნა ანაბარი და მცირე დანაზოგით ფულის შეგროვება დაიწყო. ყოველ ჩარიცხულ და გადადებულ თანხაზე იცოდა, რომ მიზანს უფრო უახლოვდებოდა. როდესაც გარკვეულ თანხას თავი მოუყარა, საკუთარ ეზოში მინი ფერმა ააშენა და პროდუქციის წარმოებაც დაიწყო. პარალელურად პროექტის „საქართველოში ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის პროგრამის’’ მონაწილეც გახდა, რომლის ფარგლებშიც ცოდნასთან ერთად, საკუთარი წარმოებისთვის თანადაფინსებაც მოიპოვა. ზაურმა USAID-ის პროექტ Yes-Georgia-ს ფარგლებში მიღებული ფინანსური მხარდაჭერით ყველა საჭირო ინვენტარი შეიძინა, რომელიც აუცილებელი იყო მეწარმეობისთვის. დღეს ზაურის ბიზნესი კიდევ უფრო წარმატებული და მომგებიანია. იგი კვერცხისა და მწყრის ხორცით უკვე გორის რაიონს ამარაგებს. ახალგაზრდა სტარტაპერის მიზანია გააფართოოს წარმოება და ქართული ბაზრის ლიდერი მიმწოდებელი გახდეს კვერცხისა და ხორცის წარმოებაში.
ფერმერი საკუთარ პროდუქციასა და სტენდს მომხამერებლებს 22 მარტს დაგეგმილ მეწარმეთა ფესტივალზე, „მეწარმეთა სივრცე-2018“ გააცნობს, რომელიც ‘’საქართველოში ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის პროგრამის’’ (YES-Georgia) ფარგლებში ხორციელდება.
ორგანიზაციის შესახებ
პროგრამას ფონდი კრისტალი ახორციელებს საერთაშორისო ორგანიზაცია PH International და სს მისო „კრისტალთან“ ერთად. ფინანსურ მხარდამჭერი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და სს მისო „კრისტალია“.
წაკითხულია: 734
ფაბლისითი ჯგუფი -ის ნიუსრუმი
ყველა ინფორმაცია ერთ სივრცეში
ინფორმაცია
ისტორია
PUBLICITY.GE სამ ძირითად მომსახურებას გთავაზობთ. რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მომსახურებების შესაძენად, დაინტერესებული ორგანიზაცია რეგისტრირდება PUBLICITY.GE - ზე და ხსნის მისი ორგანიზაციის პროფილს. ეს ავტომატურად ნიშნავს ორგანიზაციის ნიუსრუმის გვერდის შექმნას შემდეგი დომანური სახელით: publicity.ge/yourcompany. ნიუსრუმი, ეს არის თქვენი ორგანიზაციის დამატებითი ვეგვერდი ინტერნეტში, სადაც მედიისთვის მნიშვნელოვანი ინფორამციაა განთავსებული თქვენს ორგანიზაციაზე. ნიუსრუმის შექმნა და მასზე თქვენს შესახებ ინფორმაციის განთავსება უფასოა. მას შემდეგ, რაც თქვენმა ორგანიზაციამ შექმნა საკუთარი პროფილი PUBLICITY.GE - ზე და უკვე გააჩნია ნიუსრუმი, თქვენ შეგიძლიათ შემდეგი მომსახურებებით სარგებლობა: მომსახურება 1 - მედია მასალის განთავსება მოამზადეთ მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი მულტიმედია ფორმატში მარტივი, ონლაინ ფორმის შევსების გზით, რომელსაც თქვენი პროფილიდან შექმნით. აირჩიეთ ის მედია საშუალებები, ჟურნალისტები და სხვა მომხმარებლები, რომლებიც არიან დარეგისტრირებულები PUBLICITY.GE - ზე და ღილაკზე ერთი დაწკაპუნებით გაავრცელეთ თქვენს მიერ მომზადებული მულტიმედია სიახლე ხელმომწერებში. მათ თქვენი გზავნილი მეილზე ბმულის სახით მიუვათ. გარდა ამისა, თქვენი მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი ავტომატურად განთავსდება PUBLICITY.GE - ს თემატურ კატეგორიაში და ის ხელმისაწვდომი იქნება ამ საიტის ვიზიტორებისათვის. მომსახურება 2 - მედიაში გარანტირებული გავრცელება თუ თქვენ დაინტერესებული ხართ, რომ თქვენი მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი გარანტირებულად რომელიმე თქვენთვის სასურველ მედია საშუალებაში გავრცელდეს, აირჩიეთ გარანტირებული გავრცელება, მონიშნეთ ერთი ან რამოდენიმე მედია საშუალება, სადაც გინდათ რომ ინფორმაცია თქვენზე გარანტირებულად გავრცელდეს და დააწკაპუნეთ გაგზავნის ღილაკს. თქვენი სიახლე გაიგზავნება თქვენს მიერ შერჩეულ ხელმომწერებში, ის ავტომატურად აისახება საიტზე PUBLICITY.GE და გარანტირებულად, 2 დღის განმავლობაში გავრცელდება თქვენს მიერ შერჩეულ მედია საშუალებაში. მომსახურება 3 - მედია მასალის მომზადება თუ თქვენს ორგანიზაციას არ ყავს მედია მასალის მომზადებაზე პასუხისმგებელი პირი, ან სხვა საქმეების გამო, მსგავსი მასალის მოსამზადებლად დრო არ გრჩებათ, ჩვენი თანამშრომლები დაგეხმარებიან მედია ანონსების, პრესრელიზებისა და ვიდეო რელიზების მომზადებაში. ჩვენ, ბოლო რამოდენიმე წელიწადია საკმაოდ დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა მსგავსი მასალების მომზადების საქმეში. ჩვენი გუნდი, თქვენს სიახლეს სწორ პოზიციონირებას მისცემს და მას წაკითხვადს გახდის. ჩვენი ბიზნეს მოდელი ერთი მხირვ, ჩვენი მომსახურება განკუთვნილია მედიის წარმომადგენლებისათვის. PUBLICITY.GE - ის საშუალებით, ჟურნალისტები მათ ელექტრონულ ფოსტაზე, ინტერნეტ ბმულის საშუალებით რეგულარულად იღებენ თქვენს მიერ გავრცელებულ მედია ანონსებს, პრესრელიზებსა და ვიდეო რელიზებს მულტიმედია ფორმატში. გარდა ჟურნალისტებისა, თქვენს მიერ გავრცელებულ მედია მასალებს, ელექტრონულ ფოსტაზე ასევე იღებს სხვა მომხმარებელი. ხელმომწერთა ბაზა რეგულარულად განახლებადია. მეორე მხრივ, ჩვენი მომსახურება განკუთვნილია სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ჩვენი სახით, სანდო და პროაქტიულ პარტნიორს იძენენ მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში, რაც ხელს უწყობს მათი ორგანიზაციების რეპუტაციის მართვას. მესამე მხრივ, ჩვენი სერვისი შეიძლება განხილულ იქნას, როგორც დამატებითი მედია საშუალება, WEB 2 პლათფორმა, რომელიც საკუთარ სივრცეში სამუდამოდ განათავსებს თქვენს მედია ანონსს, პრესრელიზს, ვიდეო რელიზს და თქვენი ორგანიზაციის ნიუსრუმს. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება ყველა ინტერნეტ მომხმარებლისთვის. ინტერნეტში თქვენი ინფორმაციის უფრო ფართოდ გავრცელების მიზნით, ჩვენი სოციალური მედია პლათფორმების საშუალებით, ჩვენ ხელს ვუწყობთ თქვენი სიახლის ფართო წრეებში გაზიარებას და ამ მხრივ, თქვენი ონლაინ ცნობადობის ზრდას.
ფაქტების ფურცელი
წლიური ანგარიშები
ბიბლიოთეკა
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
მედია ჩვენზე
სოციალური მედია არხები
ვებგვერდი
მედია კონტაქტები
მაია ჩიტაშვილი
პიარ ექსპერტი
593260906
maiko@publicity.ge