
ისტორია
შვედეთის მხარდაჭერით საქართველოში ახალი პროექტი „ქართული
ბიზნესი ახლოს ევროპასთან“ იწყება. პროექტს ახორციელებს
„ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ (EPRC) სააგენტო
„აწარმოე საქართველოსთან“ თანამშრომლობით. პროექტის მიზანია
მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, მათი ცნობადობის გაზრდა
ევროპის ბაზარზე და ინტერნაციონალიზაციის ახალი შესაძლებლობების
შექმნა. პროექტის ჯამური ბიუჯეტი 2,3 მილიონი აშშ დოლარია და იგი
3 წლის განმავლობაში გაგრძელდება.