ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
09/12/2018
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
მოციმციმე არითმიის ინოვაციური მკურნალობის მეთოდებზე სამედიცინო ფორუმი გაიმართა
,,საქართველოს გულის რიტმის ასოციაციისა“ და საერთაშორისო ორგანიზაცია ,,მედტრონიკის” ორგანიზებით, მედიკოსთა მასშტაბური ფორუმი გაიმართა. ღონისძიების მიზანი ექიმებისა და ჯანდაცვის სფეროს სხვა პროფესიონალებისთვის იმ ბოლო მიღწევების გაცნობა იყო, რაც წინაგულების ფიბრილაციის („მოციმციმე არითმიის“) სამკურნალოდ დაინერგა ქვეყნის მასშტაბით.
ღონისძიებას 100-მდე წამყვანი ექიმი ესწრებოდა, მათ შორის, ის კარდიოლოგები, რომლებმაც წარმატებით დანერგეს კრიოაბლაციით მკურნალობა საკუთარ პრატიკაში და არაერთი წარმატებული ოპერაციაც ჩაატარეს.
,,ეს მეთოდი ძალიან შედეგიანია სხვა ალტერნატიულ მკურნალობასთან - მაგალითად, წამლებთან შედარებით. მისი ეფექტურობიდან გამომდინარე, აბლაცია ფართოდაა დასანერგი. სწორედ ამიტომ გვსურდა, სამედიცინო საზოგადოებისთვის გაგვეცნო ეს ყველაფერი და მოგვესმინა მათი მოსაზრებებიც,” - აღნიშნა ,,საქართველოს გულის რიტმის ასოციაციის” ხელმძღვანელმა, გიორგი პაპიაშვილმა.
რესპუბლიკური საავადმყოფოს არითმიების განყოფილების ხელმძღვანელის, ზვიად მათოშვილის განცხადებით, მოციმციმე არითმიას ძალიან დიდი რისკები ახლავს, მათ შორის, ინსულტის განვითარების.
,,მხოლოდ წარმატებული და დროული აბლაციითაა შესაძლებელი ამის შეფერხება და სწორედ ინფორმაციის თუ გამოცდილების გაცვლას ემსახურებოდა ეს შეხვედრაც,“- აღნიშნა მან.

წინაგულების ფიბრილაცია საკმაოდ გავრცელებული გულის რითმის დარღვევაა, კრიოაბლაცია კი მაღალტექონოლიგიური მცირეინვაზიური პროცედურა, რომელიც ამ კონკრეტული დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება.
,,ეს არის უნარკოზო, სწრაფი და უსისხლო მეთოდი. როგორც წესი, მოციმციმე არითმიის მკურნალობა, საწყის ეტაპზე, მედიკამენტოზურია, თუმცა მისი ეფექტიანობა 25-30 %-ია მაშინ, როდესაც კრიოაბლაციის მეთოდით ის 70-80 %-ია,“- განაცხადა ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფოს კარდიოლოგ-არითმოლოგმა, გიორგი ჩხოლარიამ.
კრიოაბლაციის ტექნოლოგია უკვე 370,000 პაციენტთან გამოიყენეს მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაში. საქართველოში კი 200-ზე მეტი წარმატებული ოპერაცია ჩატარდა ერთ წელზე ნაკლები დროის განმავლობაში. მაღალტექნოლოგიურ და უნიკალურ ოპერაციებს საქართველოს მასშტაბით, ამ ეტაპზე, სამი ექიმი: ზვიად მათოშვილი, გიორგი პაპიაშვილი და გიორგი ჩხოლარია ატარებს. „ჯოენის“ კლინიკა, „რესპუბლიკური საავადმყოფო“, კლინიკა „ჰელსიკორი“ და „ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფო“ - ის სამედიცინო დაწესებულებებია, სადაც ეს პროცედურა წარმატებით დაინერგა.
საქართველოში, კრიოაბლაციის პროცედურა ჩართულია საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამაში და მისი ღირებულება იფარება საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამის დადგენილი წესების მიხედვით.
წინაგულების ფიბრილაცია მსოფლიო მასშტაბით 33.5 მილიონ ადამიანს აწუხებს, ხოლო საქართველოში ეს რიცხვი 35 000 ადამიანს აღემატება. ასაკის მატებასთან ერთად, მოციმციმე არითმიის განვითარების ალბათობა იმატებს. ეს დაავადება საპენსიო ასაკის მოსახლეობის საერთო რაოდენობის 4%-ს აღენიშნება. „მოციმციმე არითმიის“ დროს ასევე მკვეთრად იზრდება იშემიური ინსულტის განვითარების საშიშროება, რის გამოც ძალიან მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტიკის ჩატარება. გაიდლაინებში მოცემულია რჩევა, რომ ჩატარდეს პირობითი და მიზნობრივი ინტენსიური ეკგ სკრინინგი წინაგულთა ფიბილაციის აღმოსაჩენად, ყველა პაციენტში, 65 წელს ზემოთ ან იმ პაციენტებში, ვისაც აქვთ ინსულტი ან გარდამავალი იშემიური შეტევა.
ორგანიზაციის შესახებ
კრიოაბლაცია მინიინვაზიური პროცედურაა. ამ პროცედურის დროს ადგილობრივი ანესთეზიის გამოყენებით, საზარდულის მიდამოში ბარძაყის ვენის ჩხვლეტის საშუალებით ვენაში თავსდება რამდენიმე კათეტერი. აღნიშნული კათეტერების მეშვეობით გულში სადიაგნოსტიკო და სააბლაციო ელექტროდები შეჰყავთ. ელექტროდები გულში სათანადო ადგილებში თავსდება, მათი მეშვეობით, სათანადო ელექტრული იმპულსების გამოყენებით კი, ხდება არითმიის წარმოქმნაში მონაწილე პათოლოგიური გამტარი გზების ლოკალიზაციის დადგენა, რის შემდეგ უკვე იწყება კათეტერული აბლაცია.
კრიოაბლაციის დროს, სპეციალური ბალონ-კათეტერის საშუალებით ხდება არითმიის კერის (უჯრედების ჯგუფის, დამატებითი გზის) დაზიანება (მოყინვა), რაც იწვევს მოციმციმე არითმიის შეწყვეტას. კრიოაბლაციის პროცედურის ხანგრძლივობა დაახლოებით 1-2 საათია. უმეტეს შემთხვევაში, პაციენტი სახლში ბრუნდება აბლაციის შემდეგ დღეს.
,,საქართველოს გულის რიტმის ასოციაცია“ აერთიანებს გულის რიტმის დარღვევების დარგში მოღვაწე ქართველ სპეციალისტებს. მთავარი მიზანებია გულის რიტმის დარღვევების შესახებ ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობა, არითმიების მკურნალობის თანამედროვე პრინციპებისა და სტანდარტების დანერგვა საქართველოში, რითმოლოგებს შორის პროფესიული კონტაქტების გაუმჯობესება.
წაკითხულია: 592
ფაბლისითი ჯგუფი -ის ნიუსრუმი
ყველა ინფორმაცია ერთ სივრცეში
ინფორმაცია
ისტორია
PUBLICITY.GE სამ ძირითად მომსახურებას გთავაზობთ. რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მომსახურებების შესაძენად, დაინტერესებული ორგანიზაცია რეგისტრირდება PUBLICITY.GE - ზე და ხსნის მისი ორგანიზაციის პროფილს. ეს ავტომატურად ნიშნავს ორგანიზაციის ნიუსრუმის გვერდის შექმნას შემდეგი დომანური სახელით: publicity.ge/yourcompany. ნიუსრუმი, ეს არის თქვენი ორგანიზაციის დამატებითი ვეგვერდი ინტერნეტში, სადაც მედიისთვის მნიშვნელოვანი ინფორამციაა განთავსებული თქვენს ორგანიზაციაზე. ნიუსრუმის შექმნა და მასზე თქვენს შესახებ ინფორმაციის განთავსება უფასოა. მას შემდეგ, რაც თქვენმა ორგანიზაციამ შექმნა საკუთარი პროფილი PUBLICITY.GE - ზე და უკვე გააჩნია ნიუსრუმი, თქვენ შეგიძლიათ შემდეგი მომსახურებებით სარგებლობა: მომსახურება 1 - მედია მასალის განთავსება მოამზადეთ მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი მულტიმედია ფორმატში მარტივი, ონლაინ ფორმის შევსების გზით, რომელსაც თქვენი პროფილიდან შექმნით. აირჩიეთ ის მედია საშუალებები, ჟურნალისტები და სხვა მომხმარებლები, რომლებიც არიან დარეგისტრირებულები PUBLICITY.GE - ზე და ღილაკზე ერთი დაწკაპუნებით გაავრცელეთ თქვენს მიერ მომზადებული მულტიმედია სიახლე ხელმომწერებში. მათ თქვენი გზავნილი მეილზე ბმულის სახით მიუვათ. გარდა ამისა, თქვენი მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი ავტომატურად განთავსდება PUBLICITY.GE - ს თემატურ კატეგორიაში და ის ხელმისაწვდომი იქნება ამ საიტის ვიზიტორებისათვის. მომსახურება 2 - მედიაში გარანტირებული გავრცელება თუ თქვენ დაინტერესებული ხართ, რომ თქვენი მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი გარანტირებულად რომელიმე თქვენთვის სასურველ მედია საშუალებაში გავრცელდეს, აირჩიეთ გარანტირებული გავრცელება, მონიშნეთ ერთი ან რამოდენიმე მედია საშუალება, სადაც გინდათ რომ ინფორმაცია თქვენზე გარანტირებულად გავრცელდეს და დააწკაპუნეთ გაგზავნის ღილაკს. თქვენი სიახლე გაიგზავნება თქვენს მიერ შერჩეულ ხელმომწერებში, ის ავტომატურად აისახება საიტზე PUBLICITY.GE და გარანტირებულად, 2 დღის განმავლობაში გავრცელდება თქვენს მიერ შერჩეულ მედია საშუალებაში. მომსახურება 3 - მედია მასალის მომზადება თუ თქვენს ორგანიზაციას არ ყავს მედია მასალის მომზადებაზე პასუხისმგებელი პირი, ან სხვა საქმეების გამო, მსგავსი მასალის მოსამზადებლად დრო არ გრჩებათ, ჩვენი თანამშრომლები დაგეხმარებიან მედია ანონსების, პრესრელიზებისა და ვიდეო რელიზების მომზადებაში. ჩვენ, ბოლო რამოდენიმე წელიწადია საკმაოდ დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა მსგავსი მასალების მომზადების საქმეში. ჩვენი გუნდი, თქვენს სიახლეს სწორ პოზიციონირებას მისცემს და მას წაკითხვადს გახდის. ჩვენი ბიზნეს მოდელი ერთი მხირვ, ჩვენი მომსახურება განკუთვნილია მედიის წარმომადგენლებისათვის. PUBLICITY.GE - ის საშუალებით, ჟურნალისტები მათ ელექტრონულ ფოსტაზე, ინტერნეტ ბმულის საშუალებით რეგულარულად იღებენ თქვენს მიერ გავრცელებულ მედია ანონსებს, პრესრელიზებსა და ვიდეო რელიზებს მულტიმედია ფორმატში. გარდა ჟურნალისტებისა, თქვენს მიერ გავრცელებულ მედია მასალებს, ელექტრონულ ფოსტაზე ასევე იღებს სხვა მომხმარებელი. ხელმომწერთა ბაზა რეგულარულად განახლებადია. მეორე მხრივ, ჩვენი მომსახურება განკუთვნილია სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ჩვენი სახით, სანდო და პროაქტიულ პარტნიორს იძენენ მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში, რაც ხელს უწყობს მათი ორგანიზაციების რეპუტაციის მართვას. მესამე მხრივ, ჩვენი სერვისი შეიძლება განხილულ იქნას, როგორც დამატებითი მედია საშუალება, WEB 2 პლათფორმა, რომელიც საკუთარ სივრცეში სამუდამოდ განათავსებს თქვენს მედია ანონსს, პრესრელიზს, ვიდეო რელიზს და თქვენი ორგანიზაციის ნიუსრუმს. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება ყველა ინტერნეტ მომხმარებლისთვის. ინტერნეტში თქვენი ინფორმაციის უფრო ფართოდ გავრცელების მიზნით, ჩვენი სოციალური მედია პლათფორმების საშუალებით, ჩვენ ხელს ვუწყობთ თქვენი სიახლის ფართო წრეებში გაზიარებას და ამ მხრივ, თქვენი ონლაინ ცნობადობის ზრდას.
ფაქტების ფურცელი
წლიური ანგარიშები
ბიბლიოთეკა
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
მედია ჩვენზე
სოციალური მედია არხები
ვებგვერდი
მედია კონტაქტები
მაია ჩიტაშვილი
პიარ ექსპერტი
593260906
maiko@publicity.ge