ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
10/02/2019
სპორტფოტო
2019 წლის 11-12 თებერვალს, „ფაბრიკაში“ (მისამართი - თბილისი, ეგნატე ნინოშვილის ქუჩა, #8), ტრადიციული პროექტი „სპორტფოტო“ გაიმართება. ისევე როგორც წინა წლებში, ამჟამადაც, პროექტი თბილისის მერიის მხარდაჭერითა და დაფინანსებით ტარდება.
მეორე წელია, პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია. „სპორტფოტოს“ ტრადიციული პარტნიორია „ფოტოსამყარო“. ინტერნეტ-პარტნიორი „პროსერვისი“, ხოლო მედია-მხარდამჭერები Mysports.ge და Tsff.ge.
ტრადიციულად, პროექტის ფარგლებში, რომელიც მიზნად განვლილი 2018 წლის მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენების ამსახველი ფოტო-კადრების შეკრებას ისახავს, მოეწყობა ფოტო-გამოფენა და კატალოგის პრეზენტაცია.
„სპორტფოტო 2018“ წლის გამოცემაში, პროექტის ავტორთა გადაწყვეტილებით 12 ფოტოგრაფის 150-ზე მეტი ნამუშევარი შევიდა. „სპორტფოტო - 2018“-ის ფარგლებში საგამოფენო სივრცეში აღნიშნული ავტორების ნამუშევრების გარდა, „ფაბრიკაში“ მისულ დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება იხილოს, კიდევ 10 ავტორის ვიდეო-ინსტალაციებიც. ამგვარდა, ქართული სპორტის მოყვარულებს 2018 წელს გადაღებული 300-მდე საინტერესო სპორტული კადრი, განვლილი წლის წარმატებებს გაახსენებს. წლისას, რომელმაც საქართველოს სხვადასხვა სპორტულ სარბიელზე ყველაზე მეტი 900-მდე სხვადასხვა ყალიბის მედალი მოუტანა. ტრადიციულად, პროექტის ელექტრონული ვერსია, საჯარო ბიბლიოთეკაში იქნება დაცული.
დამთვალიერებელს „ფაბრიკის“ საგამოფენო სივრცეში 2018 წლის 11 თებერვლის 17:30 საათიდან შეეძლება მისვლა. 18:00 საათზე კატალოგის პრეზენტაცია გაიმართება.
12 თებერვალს, ამავე სივრცეში, 14:00 საათიდან, ახალგაზრდა ქართველ მთამსვლელებთან და „სპორტფოტოს“ ავტორებთან, ასევე ქართულ სპორტში მომუშავე რამდენიმე საინტერესო პიროვნებასთან შეხვედრა გაიმართება.
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 209
პერიტუს გრუპი -ის ნიუსრუმი
ყველა ინფორმაცია ერთ სივრცეში
ინფორმაცია
ისტორია
ფაქტების ფურცელი
წლიური ანგარიშები
ბიბლიოთეკა
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
მედია ჩვენზე
სოციალური მედია არხები
ვებგვერდი
მედია კონტაქტები