ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
05/05/2020
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
მე-10 საერთაშორისო კვლევითი კონფერენცია განათლების, ენისა და ლიტერატურის საკითხებზე
2020 წლის 2 მაისს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (თბილისი, საქართველო) ორგანიზებით ჩატარდა მე-10 საერთაშორისო კვლევითი კონფერენცია (IRCEELT2020) განათლების, ინგლისური ენის სწავლების, ინგლისური ენისა და ინგლისურენოვანი ლიტერატურის მნიშვნელოვან საკითხებზე. ახალი კორონავირუსის COVID-19-თან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობის გამო კონფერენცია გაიმართა სრულად ონლაინ რეჟიმში.
ყოველწლიური კონფერენცია მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მკვლევარებს, პრაქტიკოსებს, პოლიტიკოსებს და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს იმსჯელონ და განიხილონ განათლებასთან დაკავშირებული საკითხები, დაძლიონ გამოწვევები, განვითარდნენ პროფესიულად, გაუზიარონ ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება და მოსაზრებები. აგრეთვე, კონფერენცია ემსახურება მთავარ მიზანს  - ხელი შეუწყოს თეორიასა და პრაქტიკას შორის არსებულ მჭიდრო კავშირს, რომლის მეშვეობითაც შეისწავლიან კვლევის შედეგების პრაქტიკაში გამოყენების სხვადასხვა შესაძლო პერსპექტივას. კონფერენციაში ტრადიციულად მონაწილეობას იღებენ გამოცდილი და ცნობილი პედაგოგი, პროფესორი, განათლების სპეციალისტი სხვდასხვა ქვეყნიდან: საქართველო, ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, იაპონია, პოლონეთი, ტაივანი, ერაყი, ირანი, რუსეთი, სომხეთი და ა.შ., სულ თექვსმეტი ქვეყანა.

მონაწილეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს, რომ კონფერენცია იყო ინფორმატიული და ღირებული პროფესიული თვალსაზრისით. ონლაინ კომუნიკაციის შემზღუდავი ფაქტორების მიუხედავად, მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ სესიებში და მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს სხვადასხვა დარგიდან, როგორიცაა განათლება, განათლების ლიდერობა, მენეჯმენტი და ადმინისტრირება, ენათმეცნიერება, ინგლისური ენის სწავლების მეთოდიკა, ანგლო-ამერიკული ლიტერატურა და ა.შ. კონფერენციის ფორმატში ინტეგრირებულმა ვებინარმა ონლაინ და დისტანციურ სწავლებაზე განსაკუთრებული ღირებულება შესძინა კონფერენციას, რადგან მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ, განეხილათ ონლაინ სწავლა-სწავლების პრაქტიკული საკითხები. მონაწილეთა აქტიურმა ჩართულობამ განაპირობა კონფერენციის წარმატებით ჩატარება. მათი ენთუზიაზმისა და დადებითი განწყობის შედეგად კომუნიკაცია იყო ნაყოფიერი და ღირებული.

კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი იმედს იტოვებს, რომ გავამართლეთ მოლოდინი - მონაწილეებმა მიიღეს ღირებული ინფორმაცია და შეიძინეს ახალი ან განაახლეს ძველი პროფესიული კავშირები.

კონფერენცია პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა ონლაინ The Conference’s YouTube and Facebook პლატფორმებზე, რის შედეგადაც ფართო აუდიტორიას მიეცა კონფერენციაზე დასწრების შესაძლებლობა.

 კონფერენციის სამუშაო ენა იყო ინგლისური. წარმოდგენილი ნაშრომები მოიცავენ საინტერესო თემებს:

·        განათლება (ისტორია, ფსიქოლოგია, განათლების თეორიული საკითხები)

·        სასწავლო გარემოს მენეჯმენტი

·        განათლების ლიდერობა, მენეჯმენტი და ადმინისტრირება

·        უცხოური ენების სწავლების მეთოდები (სიახლეები და ეფექტურობა)

·        საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში

·        ანგლო-ამერიკული ლინგვისტიკა და ლიტერატურა

·        ენა და კულტურა

ნაშრომები ქვეყნდება კონფერენციის ნარკვევებში (ISSN: 2298-0180). დეტალური ინფორმაცია კონფერენციის შესახებ შეგიძლიატ იხილოთ: http://ircelt.ibsu.edu.ge/
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 541
ფაბლისითი ჯგუფი -ის ნიუსრუმი
ყველა ინფორმაცია ერთ სივრცეში
ინფორმაცია
ისტორია
PUBLICITY.GE სამ ძირითად მომსახურებას გთავაზობთ. რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მომსახურებების შესაძენად, დაინტერესებული ორგანიზაცია რეგისტრირდება PUBLICITY.GE - ზე და ხსნის მისი ორგანიზაციის პროფილს. ეს ავტომატურად ნიშნავს ორგანიზაციის ნიუსრუმის გვერდის შექმნას შემდეგი დომანური სახელით: publicity.ge/yourcompany. ნიუსრუმი, ეს არის თქვენი ორგანიზაციის დამატებითი ვეგვერდი ინტერნეტში, სადაც მედიისთვის მნიშვნელოვანი ინფორამციაა განთავსებული თქვენს ორგანიზაციაზე. ნიუსრუმის შექმნა და მასზე თქვენს შესახებ ინფორმაციის განთავსება უფასოა. მას შემდეგ, რაც თქვენმა ორგანიზაციამ შექმნა საკუთარი პროფილი PUBLICITY.GE - ზე და უკვე გააჩნია ნიუსრუმი, თქვენ შეგიძლიათ შემდეგი მომსახურებებით სარგებლობა: მომსახურება 1 - მედია მასალის განთავსება მოამზადეთ მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი მულტიმედია ფორმატში მარტივი, ონლაინ ფორმის შევსების გზით, რომელსაც თქვენი პროფილიდან შექმნით. აირჩიეთ ის მედია საშუალებები, ჟურნალისტები და სხვა მომხმარებლები, რომლებიც არიან დარეგისტრირებულები PUBLICITY.GE - ზე და ღილაკზე ერთი დაწკაპუნებით გაავრცელეთ თქვენს მიერ მომზადებული მულტიმედია სიახლე ხელმომწერებში. მათ თქვენი გზავნილი მეილზე ბმულის სახით მიუვათ. გარდა ამისა, თქვენი მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი ავტომატურად განთავსდება PUBLICITY.GE - ს თემატურ კატეგორიაში და ის ხელმისაწვდომი იქნება ამ საიტის ვიზიტორებისათვის. მომსახურება 2 - მედიაში გარანტირებული გავრცელება თუ თქვენ დაინტერესებული ხართ, რომ თქვენი მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი გარანტირებულად რომელიმე თქვენთვის სასურველ მედია საშუალებაში გავრცელდეს, აირჩიეთ გარანტირებული გავრცელება, მონიშნეთ ერთი ან რამოდენიმე მედია საშუალება, სადაც გინდათ რომ ინფორმაცია თქვენზე გარანტირებულად გავრცელდეს და დააწკაპუნეთ გაგზავნის ღილაკს. თქვენი სიახლე გაიგზავნება თქვენს მიერ შერჩეულ ხელმომწერებში, ის ავტომატურად აისახება საიტზე PUBLICITY.GE და გარანტირებულად, 2 დღის განმავლობაში გავრცელდება თქვენს მიერ შერჩეულ მედია საშუალებაში. მომსახურება 3 - მედია მასალის მომზადება თუ თქვენს ორგანიზაციას არ ყავს მედია მასალის მომზადებაზე პასუხისმგებელი პირი, ან სხვა საქმეების გამო, მსგავსი მასალის მოსამზადებლად დრო არ გრჩებათ, ჩვენი თანამშრომლები დაგეხმარებიან მედია ანონსების, პრესრელიზებისა და ვიდეო რელიზების მომზადებაში. ჩვენ, ბოლო რამოდენიმე წელიწადია საკმაოდ დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა მსგავსი მასალების მომზადების საქმეში. ჩვენი გუნდი, თქვენს სიახლეს სწორ პოზიციონირებას მისცემს და მას წაკითხვადს გახდის. ჩვენი ბიზნეს მოდელი ერთი მხირვ, ჩვენი მომსახურება განკუთვნილია მედიის წარმომადგენლებისათვის. PUBLICITY.GE - ის საშუალებით, ჟურნალისტები მათ ელექტრონულ ფოსტაზე, ინტერნეტ ბმულის საშუალებით რეგულარულად იღებენ თქვენს მიერ გავრცელებულ მედია ანონსებს, პრესრელიზებსა და ვიდეო რელიზებს მულტიმედია ფორმატში. გარდა ჟურნალისტებისა, თქვენს მიერ გავრცელებულ მედია მასალებს, ელექტრონულ ფოსტაზე ასევე იღებს სხვა მომხმარებელი. ხელმომწერთა ბაზა რეგულარულად განახლებადია. მეორე მხრივ, ჩვენი მომსახურება განკუთვნილია სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ჩვენი სახით, სანდო და პროაქტიულ პარტნიორს იძენენ მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში, რაც ხელს უწყობს მათი ორგანიზაციების რეპუტაციის მართვას. მესამე მხრივ, ჩვენი სერვისი შეიძლება განხილულ იქნას, როგორც დამატებითი მედია საშუალება, WEB 2 პლათფორმა, რომელიც საკუთარ სივრცეში სამუდამოდ განათავსებს თქვენს მედია ანონსს, პრესრელიზს, ვიდეო რელიზს და თქვენი ორგანიზაციის ნიუსრუმს. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება ყველა ინტერნეტ მომხმარებლისთვის. ინტერნეტში თქვენი ინფორმაციის უფრო ფართოდ გავრცელების მიზნით, ჩვენი სოციალური მედია პლათფორმების საშუალებით, ჩვენ ხელს ვუწყობთ თქვენი სიახლის ფართო წრეებში გაზიარებას და ამ მხრივ, თქვენი ონლაინ ცნობადობის ზრდას.
ფაქტების ფურცელი
წლიური ანგარიშები
ბიბლიოთეკა
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
მედია ჩვენზე
სოციალური მედია არხები
ვებგვერდი
მედია კონტაქტები
მაია ჩიტაშვილი
პიარ ექსპერტი
593260906
maiko@publicity.ge