ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებული გუნდი გამოვლინდება
11/04/2018
ვინ?: ათასწლეულის გამოწვევის ფონდი.
რა?: ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულ გუნდს გამოავლენს.
სად?: ფაბრიკა თბილისში.
როდის?: 12 აპრილს, 18:00 საათზე.
რატომ?: ღონისძიების ფარგლებში, მე-8 - მე-12 კლასის მოსწავლეები ბათუმის, ვანის, ხონის, თელავის, სოფელ პატარძეულის და თბილისის სკოლებიდან, სტუმრებისა და დამთვალიერებლების წინაშე, საკუთარ ინოვაციურ გამოგონებებს და პროექტებს წარმოადგენენ.
მოსწავლეებს და სტუმრებს მიესალმებიან ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი.
მოსწავლეებს დააჯილდოებენ და პრიზებს გადასცემენ კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგნელები.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისება. კონკურსი 2014 წლიდან ხორციელდება და ჯამში 280 გუნდს და 1000-მდე მოსწავლეს აქვს მონაწილეობა მიღებული საქართველოს მასშტაბით. კონკურსს ახორციელებს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანთანამშრომლობით.
წაკითხულია: 3981