ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ახალი საინვესტიციო კომპანია სტარტაპებს დააფინანსებს
11/11/2016
ვინ?: საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია საქს ინვესტმენტი
რა?: საქართველოში პირველ ოფისს ხსნის
სად?: თბილისში ი.აბაშიძის #61-ში
როდის?: 12 ნოემბერს, 17:00 საათზე
რატომ?: საქს ინვესტმნეტი საერთაშორისო ფინანსური კორპორაციაა, რომლის ცენტრალური ოფისი ჰონგ კონგში მდებარეობს.
საერთაშორისო ორგანიზაცია შესაძლებლობას აძლევს სტარტ აპებს დაიწყონ, ან განავითარონ საკუთარი ბიზნესი. კომპანია ხელს უწყობს კომპანიებს, რათა გახდეს კონკურენტუნაიანი ბაზარზე თავის სექტორში.

საქს ინვესტმენტი თანამშრომლობს კომპანიებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ საინვესტიციო ქსელის გაფართოვებას. როგორც კომპანიის წარმომადგენელი ამირან აზალაძე აცხადებს: “კომპანია ორიენტირებულია ინვესტორების მოზიდვაზე. ჩვენ ვცდილობთ მათთვის საქართველოს ბაზარი მომგებიან და საინტერესო საინვესტიციო სექტორად წარმოვაჩინოთ, რითაც ხელი შეეწყობა სახელმწიფოს ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ჩვენ ვეძებთ გზებს, რათა მოხდეს დამატებითი კაპიტალის შემოტანა ქვეყანაში, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ქართული ბიზნესის განვითარებას. ეს კი, რა თქმა უნდა გავლენას მოახდენს საქართველოზე, ქვეყანაზე, სადაც სარფიანი საინვესტიციო გარემოა ყველასთვის.“

საინვესტიციო კომპანიის პროდუქტების ჩამონათვალშია: ფინანსური განათლება; ფინანსური კონსულტაცია; საინვესტიციო მომსახურება; საბროკერო მომსახურება; ტექნიკური და პროგრამული მომსახურება;

კომპანიის შესახებ: საქს ინვესტმენტი დაფუძნებულია 7 წლიან გამოცდილებაზე და მოღვაწეობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. კომპანია წარმოდგენილია აზიის, ევროპის, ავსტრალიის და აფრიკის კონტინენტებზე. კომპანია ფლობს აქტივებს, რომელიც განთავსებულია შვეიცარიის ერთ-ერთ უმსხვლეს ბანკში. გასათვალისწინებელია, რომ კომპანია არ არის დარეგისტრირებული ოფშორულ ზონაში, რაც ხელს უწყობს მოზიდული კაპიტალის უსაფრთხოებას და მეტ დაცულობას.

წაკითხულია: 4057