ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ახალი შესაძლებლობები აგრარულ პროფესიულ განათლებაში
25/06/2018
ვინ?: საქართვლოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის (SCO) მხარდაჭერით,
რა?: გაიმართება ღონისძიება „ახალი შესაძლებლობები აგრარულ პროფესიულ განათლებაში“.
სად?: სასტუმრო რუმსში.
როდის?: 26 ივნისს 15 საათზე.
რატომ?: 26 ივნისს 15 საათზე სასტუმრო რუმსში, საქართვლოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის (SCO) მხარდაჭერით,გაიმართება ღონისძიება „ახალი შესაძლებლობები აგრარულ პროფესიულ განათლებაში“.
ღონისძიების ფარგლებში, რომელსაც სოფლის მეურნეობის, განათლების სამინისტროს,კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრება, განიხილება პროექტის „სამუშოზე დაფუძნებული სწავლება“ ფარგლებში მიღწეული შედეგები და პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმასთან დაკავშირებული სიახლეები.
პროექტი „სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება“, გულისხმობს ფერმერებისა და სახელმწიფოს მონაწილეობით თანამედროვე სტანდარტის პროფესიონალების მომზადებას სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულებით.
საქართველოში, სწავლების ახალი მოდელის დანერგვის ძირითად მიზანს წარმოადგენს სოფლის მეურნეობაში, დარგის საჭიროებებზე მორგებულ პროფესიონალთა ახალი თაობის განვითარება კერძო სექტორის მონაწილეობით და საჯარო და კერძო სექტორთა ერთობლივი ძალისხმევით, თანამედროვე და ხარისხიანი, საერთაშორისო სტანდარტზე ორიენტირებული პროფესიული განათლების შესაძლებლობების შექმნა საქართველოში.
სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების პროგრამაზე 160 დარეგისტრირებული აპლიკანტიდან კერძო სექტორის მონაწილეობით შეირჩა 102 აპლიკანტი მეხილეობის, მეცხოველეობის, მეფუტკრეობისა და ვეტერინარიის მიმართულებით საქართველოს 6 რეგიონში.

საკონტაქტო პირი:
ნათია მსხილაძე
T-591 05 19 05
Email:nmskhiladze@gfa.org.ge

წაკითხულია: 3794