ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
თბილისი სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ყოველწლიურ კონფერენცია-გამოფენას უმასპინძლებს
07/04/2021
ვინ?: კონფერენციის მონაწილეებს მიესალმებიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე, სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ დირექტორი მარინა უშვერიძე და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, ბერიკა შუკაკიძე.
რა?: ღონისძიებაზე გაიმართება სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონია.
სად?: დიდუბის საგამოფენო ცენტრის მესამე პავილიონში (ქ. თბილისი, ა. წერეთლის გამზირი # 118).
როდის?: 10 აპრილს, 10 სთ-ზე.
რატომ?: კონფერენცია-გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ სამოქალაქო განათლების პედაგოგები საქართველოს ყველა რეგიონიდან. ღონისძიების სტუმრები დაათვალიერებენ სამოქალაქო განათლების პედაგოგთა პროექტების ამსახველ ფოტოგამოფენას, კონფერენციის მონაწილეები გაეცნობიან სიახლეებს და მოისმენენ ექსპერტების პრეზენტაციებს.
კონფერენცია-გამოფენა ორგანიზებულია სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში. პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია PH International, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან და რეგიონულ ორგანიზაციებთან პარტნიორობით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით. პროგრამის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
PH International - საქართველო
თამარ ფრუიძე
ტელ.: 599 537 595 / 299 00 49
ელ-ფოსტა: tamuna.pruidze@ph-int.org

წაკითხულია: 2163