ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
კომპიუტერი, რომელიც არ ინფიცირდება ვირუსების მიერ
16/02/2016

  

მედია ანონსი  

16 თებერვალი, 2016
დაუყონებლივ გავრცელებისთვის 

საკონტაქტო პირი:ლია გუნცაძე
vazinte@gmail.com

   კომპიუტერი, რომელიც არ ინფიცირდება ვირუსების მიერ

ღესდღეობით ყველაზე ფართო გამოყენება აქვთ კომპიუტერებს, რომლებიც ეფუძნებიან ორ ძირითად საბაზისო არქიტექტურას: ჰარვარდისა და ფონ-ნეიმანის არქიტექტურებს. მათთვის შემუშავებულია სხვადასხვა სახის მრავლობითი ოპერაციული სისტემა და სპეციალური დამატებითი პროგრამები.

მაგრამ, ბევრი უდავო უპირატესობის მიუხედავად, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ ასეთი კომპიუტერები გამოყენებულნი იქნენ ამოცანათა ფართო სპექტრის გადაჭრისათვის, რამაც მნიშვნელოვნად  განაპირობა მათი ასე ფართოდ გავრცელება, აღნიშნულ კომპიუტერებს გააჩნიათ უდიდესი ნაკლი, როგორიცაა არქიტექტურის დაუცველობა მავნებლური ვირუსების წინაშე, გარედან ბოროტმოქმედთა მიერ  კომპიუტერზე არასანქცირებული წვდომა და ა.შ. - ვინ არ დაზარალებულა ჰაკერული ან ვირუსული შეტევების შედეგად?

კომპანია „Trusted Cloud Computers - Millionaire“-ში შემუშავებული იქნა ახალი კომპიუტერული არქიტექტურა, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ შეიქმნას კომპიუტერები, რომლებსაც გააჩნიათ ვირუსული იმუნიტეტის მაღალი დონე და ამასთან ერთად უზრუნველყოფილ იქნას პროგრამული უზრუნველყოფის მთლიანობა.

გარდა იმისა, რომ მოცემული კომპიუტერული არქიტექტურა არის ახალი და თანამედროვე, მას არ აქვს ის მთავარი ნაკლი, რითაც ხასიათდებიან ზემოთ განხილული კომპიუტერული არქიტექტურები. ეს არქიტექტურა თავიდანვე მუშავდებოდა დაცულობის პრინციპების გათვალისწინებით. მასში აპარატულად უზრუნველყოფილია დაცულობა მავნებლური ვირუსების, დესტრუქციული ზემოქმედებისა და არასანქცირებული წვდომისაგან და ა.შ. ახალი კომპიუტერული არქიტექტურა, საშუალებას იძლევა, რომ გამოყენებული იქნას, როგორც საყოველთაოდ ტირაჟირებული, ასევე სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც გამოიყენება ამოცანათა ფართო სპექტრის გადასაჭრელად.

ამ არქიტექტურის ბაზაზე წარმატებით შეიქმნა დაცული კომპიუტერების 7 სახეობა, მათ შორის მოდულურული -  2 ერთში და დაცული პლანშეტური კომპიუტერი.

რეალიზებული მოდელების ღირებულება მნიშვნელოვნად ნაკლებია ანალოგიურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ეფუძნებიან ფონ-ნეიმანის არქიტექტურას და არ აღემატება ჰარვარდულს.

მოცემული გადაწყვეტილებები დაცულია პატენტებით.  

კომპიუტერების ფასებია - 100 – 200 აშშ დოლარამდე. ამასთან ერთად უზრუნველყოფილია ღრუბლოვან გარემოში (cloud) დაცული მუშაობის საშუალება. საკუთარი ოპერაციული სისტემები - Android და Linux, ხოლო ღრუბლოვან გარემოში მუშაობისას - ნებისმიერი, მათ შორის Windows. 

სპეციალისტებისათვის ახალი კომპიუტერების პრეზენტაცია შედგება: 

 23 თებერვალს, 12.00 საათზე,  სასტუმრო - Holidey Inn (ყოფილი „აჭარა“), დარბაზი - Living Room.

 პრეზენტაციის მიზანია - გავაცნოთ სპეციალისტებს ახალი გადაწყვეტილებები, შერჩეული იქნას კომპანია დისტრიბუტორი, ქართველი მომხმარებლებისათვის პროდუქციის მისაწოდებლად. 

გთხოვთ თქვენი თანხმობა პრეზენტაციაზე დასასწრებად დაგვიდასტუროთ ელფოსტის მეშვეობით: vazinte@gmail.com. 

მას-მედიის წარმომადგენლებისათვის პრეზენტაციაზე დასწრება თავისუფალია.

წაკითხულია: 4836